საქართველოს პროკურატურა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის გადაწყვეტილებას ავრცელებს, რომლის თანახმად აჭარის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნულ ფაქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161,140-ე მუხლით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნადიმ პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნადიმ პაქსაძემ, გუშინ 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რადგან მან სამი წლის წინ, 13 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და დღეს უკვე ორი შვილი ჰყავთ.
ნადიმ პაქსაძეს გირაოს სახით 4 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოებში ბათუმის მერია მაქსიმუმ 2 მილიონ 387 ათას 151 ლარს გადაიხდის. მწვანე კონცხის დასახლებაში გაფართოვდება ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი [როგორც ბათუმის, ასევე ჩაქვის მხრიდან] ქუჩები და პარალელურად ტერიტორია ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილებით კეთილმოეწყობა. ფილების ფერი კი მერიასთან მოგვიანებით შეთანხმდება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელ გზებზე სამუშაოები უნდა განხორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი კი მისი გაფორმების პროცესში დაზუსტდება.
გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მეორადი გამოყენებისათვის ვარგისი დემონტირებული მასალის ტრანსპორტირება და დასაწყობება ბათუმის მერიის საწყობში. სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციის შეხვედრის შემთხვევაში შემსრულებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციის გადატანა მისი დაზიანების გარეშე.
ლიტერატურული მარათონი აჭარის მასშტაბით 8 ნოემბერს ჩატარდა. კონკურსზე საჯარო და კერძო სკოლის ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. პირველი ეტაპი მეშვიდე-მეცხრე კლასის ჩათვლით 34-მა მოსწავლემ გადალახა, მეათე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი – 32-მა მონაწილემ. უფროსკლასელებში პირველი ადგილი პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა თათია ბოლქვაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩაქვის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა, მესამე ადგილი კი თათიას თანაკლასელმა ნინო ბერიძემ მოიპოვა. როგორია ლიტერატურული მარათონის პრინციპი და რა ნიშნით დგება საკონკურსო წიგნების სია?
„ზაფხულში საკონკურსოდ შერჩეული 22 წიგნი უნდა წაგვეკითხა. ბუნებრივია, ამ მცირე დროში რთულია ამდენი წიგნის კარგად წაკითხვა, მაგრამ ავტორების გარკვეული ნაწილი წაკითხული მქონდა და ეს დამეხმარა,“ – ამბობს კონკურსის მონაწილე თათია ბოლქვაძე, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ას კითხვას, რომელსაც მოსწავლეები ელექტრონულად პასუხობდნენ. მინიმალური ბარიერის – 85 ქულის დაძლევის შემდეგ, მონაწილე მეორე ტურში გადადის.
„პირველ ტურში თითქმის ყველა ნაწარმოებიდან იყო მინიმუმ სამ-სამი კითხვა. საინტერესო კითხვები იყო, რადგან არა მარტო ფაქტის სიზუსტეს, ლოგიკასაც მოიცავდა. დათო ტურაშვილის „ამერიკული ზღაპრებიდან“ იყო ასეთი კითხვა: „ტურაშვილი წერს, რომ ჩემი მეგობარი ქეთი წავიდა ამერიკაში X-სთან და მე დამტოვა Y-თან. ეს X-ი და Y-ი ცნობილი პიროვნებები არიან, იქსი დაბადებულია ლივერპულში“. ასევე იყო მითითება, რომ იქსისა და იგრეკის სახელებში განსხვავება მხოლოდ ერთი ასობგერა იყო. პასუხი იყო ლენონი და ლენინი. ის წავიდა ლენონთა და მე დამტოვა ლენინთან.
ველოდი კითხვებს მარკესის „მარტოობის ასი წლიდან“ და სულ ბოლო კითხვა იყო აქედან. მეორე ტურში ყველა ნაწარმოებიდან არ ყოფილა კითხვები, მაგალითად, „პილატეს სახარებიდან“. იყო კიდევ რამდენიმე სხვა ნაწარმოები.“
თათია ამბობს, რომ ლიტერატურული მარათონის კონკურსში თითქმის ყველა ჟანრის ნაწარმოები იყო შერჩეული, მათ შორის ქართული მწერლობიდან.
„რაში დამეხმარა ეს კონკურსი? – ბუნებრივია, როცა ახალ წიგნს კითხულობ, ყოველთვის რაღაც ახალს იძენ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ კითხვები ზოგადი აზროვნების შესაძლებლობას გაძლევდა, რადგან შეიცავდა დეტალებს ისტორიიდან, მათემატიკიდან, ბუნებისმეტყველებიდან. კონკურსის პრინციპი იყო ის, რომ უნდა გქონოდა ზოგადი განათლებაც. მხოლოდ ტექსტის ცოდნით ბარიერს ვერ გადალახავდი,“ – ამბობს თათია.
წელს ლიტერატურული მარათონი მეორედ ჩატარდა. როგორც თათია ამბობს, ის გასულ წელსაც მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა რადგან კონკურსის პრინციპი უცხო იყო, ბარიერი ვერ გადალახა.
მისი თქმით, ლიტერატურული მარათონის დროს ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა. „საჯარო ბიბლიოთეკაში მეუბნებოდნენ, ბევრი ბავშვი მოდის და მარათონში შერჩეულ წიგნებს ითხოვსო. სკოლის ბიბლიოთეკით იშვიათად ვსარგებლობ, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვაქვს, თუმცა მე უფრო საჯარო ბიბლიოთეკას ვარჩევ“.
თათიას განსაკუთრებით იზიდავს ისეთი კონკურსები, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებებს ეხება. ის სახალხო დამცველის კონკურსის – „მე ობმუდსმენის“ გამარჯვებულიცაა. „ერთ-ერთ ფოტოკონკურსშიც გავიმარჯვე. მონაწილეობას ვიღებ საგნობრივ ოლიმპიადებშიც, რადგან ძალიან მომწონს“.
თათია ამბობს, რომ ყველა საგანი თითქმის თანაბრად მოსწონს და წარმატებებიც აქვს.
„კითხვის სიყვარულს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მასწავლებელზეა ბევრად დამოკიდებული. მე მასწავლებელმა შემაყვარა კითხვა და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე. კარგია სკოლის გარეთ განვითარების შესაძლებლობები რომ არსებობს, რადგან მარტო სკოლაში ვერ მოახერხებ ყველა შესაძლებლობა გამოავლინო, ამიტომ დავდიოდა მედიასკოლაში.
ხშირად მსმენია, რომ წიგნის კითხვა არ ნიშნავს განათლებას. მეც ვფიქრობ, რომ მთავარი წაკითხულის გააზრება, კრიტიკა და მსჯელობაა. მნიშვნელოვანია, ბევრი განსხვავებული აზრი მოისმინო საკითხზე, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა. მე ასე ვაკეთებ ხოლმე. „შინდლერის სია“ რომ წავიკითხე, დავინტერესდი ოსკარ შინდლერით, ერთი კვირის მანძილზე ვეძებდი ინფორმაციას მის შესახებ, რეალური პერსონაჟების, მისი შთამომავლების ინტერვიუებს ვნახულობდი და მინდოდა მეტი გამეგო ამ პერიოდზე. ვფიქრობ, ასე უნდა მოხდეს წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაც ღირებული რომ დარჩეს შენში“.
თათია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისეთი წიგნების კითხვა უყვარს, რომელიც თანამედროვეობას ეხმიანება. „დღეს აქტუალურია გენდერული თანასწორობის საკითხები, გოგონები ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. დღესაც არიან გოგონები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კაცი მათზე მეტია და „რაღაც მხრივ მისი მორჩილება მართებს“. როგორ უნდა დაძლიოს მან ეს სტიგმა, როცა თვითონ დადგება პრობლემის წინაშე?“- კითხულობს თათია.
თათიას თანამედროვეობაში ტექნოლოგიური მიღწევები ხიბლავს, თუმცა საკუთარ თავს ზოგჯერ მე-18-19 საუკუნის პერსონაჟად წარმოიდგენს: „ჯეინ ეარის, ელიზაბეტ ბენეტის მსგავსი ადამიანები მომწონს და ალბათ ამიტომ. ვფიქრობ, დღეს ადამიანური ურთიერთობები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ალბათ ამიტომ ვერ ვკითხულობ ზოგიერთ თანამედროვე ქართველ მწერალს, რადგან ყოველდღიურობის გადამღერებაა, თან მდარე ხარისხით. ამ პრობლემებს მე რეალობაში უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე მათ ნაწარმოებებში“.
ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.
პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც სატელეფონო მომსახურებით.
55 წლის ტარიელ ფოცხვერიას 2009 წელს, პატიმრობაში ყოფნის დროს, ხორხის კიბოს მესამე სტადია დაუდგინდა. პატიმარს ამოკვეთეს ხორხი, სახმო იოგები და კისრის ლიმფური კვანძები, რის შემდეგაც ფოცხვერიამ დაკარგა მეტყველების უნარი. მისი ექიმების ინფორმაციით, დაავადებამ განიცადა პროგრესირება – გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა მარჯვენა ფილტვის კიბო, მეოთხე სტადია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მისმა ადვოკატებმა განმარტეს, უკვე მეორე თვეა ტარიელ ფოცხვერიას ყოველდღიურად აქვს სისხლიანი ნახველი, აწუხებს ტკივილი, უჭირს საკვების ღეჭვა და ამის გამო მხოლოდ ფხვიერ საკვებს იღებს.
სასამართლოში მისი წარმომადგენლების მტკიცებით, 2015 წლის აგვისტოში კომპიუტერული კვლევით გამოვლინდა მარჯვენა ფილტვში მეტასტაზური კვანძი, რომელიც ჩაზრდილია ბრონქის კედელში. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ მიდამოში ბიოფსიის გაკეთება (ბრონქოსკოპის მეშვეობით ქსოვილიდან მცირე ნაწილის აღება). ციტოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ მარჯვენა ფილტვის ქსოვილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა არის ხორხის კიბოს მეტასტაზი.
სადავო ნორმა, რომელსაც პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნაა. სპეციალისტების განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის – ორგანოების ნაწილის აღება შეიძლება ოპერაციის გზით. თუმცა, ექიმები, რომლებიც სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიცოცხლისთვის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება სახიფათოა, რადგან ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა. დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიურად.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ექიმი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ციტოლოგიური კვლევით დადგენილი დიაგნოზი უტყუარია. თუმცა, უტყუარ მტკიცებულებად ამას მოპასუხე მხარე არ მიიჩნევს.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში არსებული ტერმინი – „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ დისკრიმინაციულია იმ პატიმრების მიმართ, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ის დაიღუპება.
ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში ციტოლოგიური კვლევა დიაგნოსტიკური სიზუსტით, ჰისტოლოგიური კვლევის ექვივალენტური და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა – განმარტა სასამართლო პროცესზე მაია ნიკოლაიშვილმა, რომელიც მოწმის სტატუსით დაკითხეს.
მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ”ფოცხვერიას იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ კანონიერი ქურდობის გამოა გასამართლებული“.
ფოცხვერიამ პატიმრობიდან გათავისუფლება და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება ოჯახში იმ კომისიას სთხოვა, რომელიც ავადმყოფი პატიმრების საქმეებს განიხილავს. (თუ პატიმარი მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული, მას საპატიმრო დაწესებულებიდან ათავისუფლებენ). კომისიის წევრები საქართველოს ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების თანამშრომლები არიან. კომისიას ფოცხვერიამ ბოლოს წელს, აგვისტოში მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა არ განიხილეს. კომისიის უმოქმედობა პატიმრის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დაავალდებულა კომისია, ფოცხვერიას განცხადება განეხილა. ეს ასეც მოხდა, მაგრამ კომისიამ პატიმარ ფოცხვერიას განცხადება არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ (ფოცხვერიას ადვოკატი) იშუამდგომლა, რომ საქმეს თან დართვოდა წერილი, რომელიც პარლამენტარ თამარ კორძაიას კომისიის თავმჯდომარემ მისწერა. ამ წერილში, როგორც ადვოკატებმა მოსამართლეებს უთხრეს, კომისიის თავმჯდომარე წერს, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ ციტოლოგიური კვლევა აქვს ჩატარებული და არა ჰისტოლოგიური. პატიმარს გათავისუფლებაზე სწორედ ამის გამო უთხრეს უარი. მოსამართლეებმა ამ კომისიის თავმჯდომარის მიერ თამარ კორძაიასთვის გაგზავნილი ეს წერილი საქმეს დაურთეს.
გაგი მოსიაშვილი ტარიელ ფოცხვერიას იცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე საქალაქოში. მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქვეყნის შიდა ინსტანციებში უკვე დასრულდა და მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფოცხვერია პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ, ფოცხვერია, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, ისევ დააკავეს. გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის დროს დანაშაულებრივი ქმედების (ციხის ბუნტის მოწყობის მცდელობა) ჩადენაზე წაუყენეს ბრალი.
გაგი მოსიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კანონი პატიმარს აძლევს უფლებას ისარგებლოს ტელეფონით. მას აქვს შვილებისა და შვილიშვილების ნახვის უფლება. ადვოკატების ცნობით, ფოცხვერიამ რამდენჯერმე ითხოვა შვილიშვილების ნახვა, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მას ამის უფლება არ მისცა. ადვოკატის შეფასებით ეს პატიმრის უფლების დარღვევაა.
ფოცხვერიას საქმეთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ “ბათუმელებთან~ განმარტა: `რადგან ფოცხვერიას დიაგნოზი არ არის დადასტურებული შესაბამისი კვლევებით, კომისიამ მიმართა მას, თანხმობა განაცხადოს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ დადგინდეს მისი მდგომარეობა. შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ კომისია ხელახლა იმსჯელებს მის საკითხზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომისია პირის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მსჯელობს, როგორც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ დაავადებებთან, ისე დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის თანახმად, საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, მსჯავრდებულს უფლება აქვს 30 წუთის ხანგრძლივობით შეხვდეს ახლო ნათესავებს. მიუხედავად ფოცხვერიას ქურდული სამყაროს წევრობისა და საზოგადოებრივი საშიშროებისა, იგი დაუბრკოლებლად ხვდება მეუღლეს სამედიცინო დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან დღემდე, რომელიც განსაზღვრულია მის მომვლელად.“
საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაკითხა მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები, ექიმები. მოსამართლეები ახლა თავად აპირებენ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექიმების მოწვევას. სწორედ მათი მოსმენის შემდეგ იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღოს თუ არა ტარიელ ფოცხვერიას საქმე განსახილველად. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება.
ორგანიზაცია „საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO www.iwoev.org) საერთაშორისო პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.
კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმარონ ბინათმესაკუთრეებს, ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა); ასევე ბათუმში შექმნას და გააძლიეროს რესურსცენტრი, რომელიც განახორციელებს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მათი ცოდნის გაუმჯობესებასა და ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში;
არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და/ან მათ კონსორციუმებს მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 29 დეკემბერი, 18:00 საათი.
კონკურსის განაცხადის ფორმის და სხვა საჭირო დოკუმენტების მისაღებად დაგვიკავშირდით:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ბათუმის ფილიალი, დირექტორი: ნათია აფხაზავა. ელფოსტა: natia@civilin.org
ნადიმ პაქსაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მან ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაია სოლომონიძე 19 წლის ასაკში ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო და მე-9 კლასში სწავლობდა. ნადიმ პაქსაძე აცხადებს, რომ გოგონას მოტაცების დროს, არც სახელმწიფოს და არც ოჯახს პრეტენზია არ გამოუხატავთ. ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ გამოძიება სამი წლის შემდეგ, მეორე შვილის შეძენიდან მეორე დღეს დაიწყო. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანზე ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით ისჯება.
ნადიმ პაქსაძე ამბობს, რომ დღეს მის წინააღმდეგ კანონი არ უნდა ამოქმედებულიყო, რადგან ფაქტი სამი წლის მოხდა: „მოდავე მხარე არ მყავდა, გოგონაც თანახმა იყო და ოჯახი შევქმენით. ხელი არ მოგვიწერია, რადგან გოგონა არასრულწლოვანი იყო, მაგრამ შვილი რომ შემეძინა დავარეგისტრირე. ჩემი პირველი შვილი ახლა ორი წლისაა.
10 ნოემბერს მეორე შვილი შეგვეძინა. ბავშვის რეგისტრაციიდან მეორე დღეს, ხულოს პოლიციამ დამიბარა და დამკითხა. გამოძიება უკვე დაწყებულია და პირველი სასამართლოც იყო“.
სასამართლომ ნადიმ პაქსაძეს გირაოს სახით 4 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. „გირაოს თანხას თუ არ გადავიხდი, წინასწარი პატიმრობა შემეფარდება. მეორე სასამართლო პროცესი 2016 წლის 11 იანვარს არის ჩანიშნული და გირაოს თანხის 4 ათასი ლარის გადახდაც მანამდე უნდა მოხდეს. თანხის გადახდის შესაძლებლობა კი არ მაქვს. არც ადვოკატი მყავს“ – აცხადებს ნადიმ პაქსაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები სახეზეა, სახელმწიფომ დღეს იმაზე უნდა იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ორი შვილის მამის წინააღმდეგ სამი წლის შემდეგ, როცა პირს უკვე ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები.
გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, სახელმწიფოს თავის დროზე უნდა ჰქონოდა რეაგირება ფაქტზე, „დღეს არარაციონალური იქნება სასჯელზე მსჯელობა“-ამბობს იურისტი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობა სასმელ წყალს სათავედან ნახევრად ღია არხებით იღებდა. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაეხმარა. ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა და დამონტაჟდა ავზები, ფილტრები, სალექარი, რის შემდეგაც დღეს სოფელი სასმელად სუფთა, გაფილტრულ წყალს მოიხმარს.
„დასალევი წყლის პრობლემა გვქონდა სოფელში. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მოგვცა წყლის მილები, მაგრამ სახელდახელოდ, პრიმიტიულად გავაკეთეთ, თან არასაკმარისი იყო. ამიტომ ავდარში იმღვრეოდა წყალი, ნალექი მოქონდა, ნარჩენები მოყვებოდა. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა რაღაც შეხება და შეგვპირდნენ დახმარებას. დანაპირები შეასრულეს და მოგვიტანეს წყლის მილები, გასაწმენდი ფილტრები, ცემენტი, ხრეში, რისთვისაც მადლობელი ვართ. სოფელიც ჩართულია ამ საქმეში, ფიზიკურად ვმუშაობთ. შედეგიც არის – რეაბილიტაცია მოხდა წყლის მილების, მთლიანად სისტემის,“ – ამბობს ჯვარიქეთის მკვიდრი მალხაზ კახაძე.
ჯვარიქეთში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად სოფლის მიმდებარედ არსებული წყლის დიდი რესურსისა, სოფელში სასმელი წყალი მაინც უმთავრესი პრობლემა იყო.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის – „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ Bread for the World“-ის მიერ, სოფლის წყალგაყვანილობისთვის სპეციალური მილები, წყლის ფილტრები, პლასტმასის ავზი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა და საწვავი შეიძინეს. საჭირო მასალების ნაწილი კი ჯვარიქეთის მოსახლეობამ საკუთარი ფინანსებით მოიძია. პროექტის ფარგლებში შეძენილი მასალები მოსახლეობას სოფელში აუტანეს.
სოფელში სასმელი წყალი, 8 კილომეტრი მანძილიდან გამანაწილებელ აუზამდე ღია არხებითა და ნაწილობრივ პლასტმასის მილებით მოდიოდა. სათავე ნაგებობიდან ოჯახებამდე მომავალი სასმელი წყალი არსად იფილტრებოდა და არც სალექარი იყო მოწყობილი. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მოახერხა ქსელის სრული რეაბილიტაცია – წყალი პლასტმასის მილებში მოაქცია, დაამონტაჟეს ავზები, ფილტრები და სალექარი.
სოფლის მკვიდრი ზორბეგ კახაძე ამბობს, რომ „სათავეზე არ იყო ავზები. წყალი მოდიოდა – ხის კველოებს ვუძახით, იმითი. ფაქტობრივად, ღელის წყალს ვსვამდით. ახლა გაკეთდა კაპიტალურად“. იმავეს ამბობს ნანული კახაძეც: „არ გვქონდა სუფთა წყალი, ახლა მოგვიყვანეს და მადლობელი ვართ“.
„ჯვარიქეთში, მთავარ პრობლემებს შორის, რომელიც მოსახლეობამ დაასახელა, იყო სასმელი წყლის დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე სათემო შეხვედრა. მთავარი ჯვარიქეთის შემთხვევაში სწორედ ხალხის აქტიურობა იყო და ჩართულობა პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ ერთი მხრივ, რეალურად მოგვარებულიყო არსებული პრობლემა და მეორე მხრივ, ამაში ყოფილიყო მაღალი ჩართულობა, ადგილობრივების მონაწილეობა,“ – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თიკო ტყეშელაშვილმა.
სოფელში სარწყავი არხების, გზისა და სხვა პრობლემებიც აქვთ. აქაურები ამბობენ, რომ თუ შესაბამისი დახმარება იქნება, მზად არიან ჩაერთონ საქმეში და როგორც სასმელი წყლის შემთხვევაში, სხვა, მათთვის საჭირბოროტო საკითხებიც მოაგვარონ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ისინი მხოლოდ საკუთარი რესურსით არსებული პრობლემების გადაჭრას ვერ შეძლებენ.
გაზეთ „ბათუმელების” ამ ნომერში ვერ შეხვდებით ტრადიციულ რუბრიკებს, რასაც ჩვეულებრივ აქამდე კითხულობდით გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში. ეს ნომერი, მთლიანად ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიღების დღე ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება. „ბათუმელები“ #46, მთავარი გვერდი
„ბათუმელების” სარედაქციო პოლიტიკა, დაარსების დღიდან ანუ თითქმის 15 წელია, ძირითადად ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული; უკვე რვა წელია „ბათუმელების” სლოგანია – „თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ”. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია საზოგადოებას დეტალურად შევახსენოთ, რას ნიშნავს 10 დეკემბერი – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რომლის ნაწილი ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ.
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე – ეს არის ჩვენი რედაქციის მთავარი მესიჯი პირველივე გვერდზე. ბავშვების, ქალების, პატიმრების, ლგბტ თემის, შშმ პირების უფლებები, განათლების და კანონის აღსრულების პრობლემები – ვფიქრობთ, ამ მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება დღეს, ამიტომაც შევეცადეთ კანონის წინაშე მათი თანასწორობისთვის კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი.
რა ვიცით დეკლარაციაზე, რომელსაც მიღებიდან 67 წლის შემდეგაც „ცოცხალ დოკუმენტს” უწოდებენ, რადგან ბრძოლა ადამიანის უფლებების დასაცავად მუდმივი პროცესია? რამდენად ახერხებს ჩვენი სახელმწიფო დეკლარაციის დაცვას? რა არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? უფლებებთან ერთად რა პასუხისმგებლობებს აკისრებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თითოეულ ადამიანს? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს „ბათუმელების” ამ ნომერში იპოვით – თქვენ გაქვთ უფლება ეს იცოდეთ.
შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, თბილისის და ბათუმის ბაზებზე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლის, ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ქობულეთის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.
შსს-ს ცნობით, თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და ბათუმში, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს გაეცნენ.
შსს-ს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო.
აჭარაში მცხოვრები ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე 700-მდე ბავშვისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგამას ახორციელებს. პროგრამებში ბათუმში არსებული ექვსი სარეაბილიტაციო ცენტრია ჩართული, სადაც ბენეფიციარები აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც გადიან მკურნალობას. რაიონებს შორის, ბენეფიციარების მგზავრობის ხარჯებს მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები აფინანსებენ.
აჭარაში მცხოვრები 700-მდე ბენეფიციარიდან, 400-მდე ბავშვი ჩაქვში, “ევექსის” ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში გადის თერაპიას. ცენტრის ნევროლოგი მედეა ცხომელიძე ამბობს, რომ ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან მათთან დაახლოებით 15-მდე ბენეფიციარი დადის, რომლებიც მკურნალობის ათდღიანი კურსის დასრულებამდე ძირითადად ახლობლებთან რჩებიან. ცენტრი ასევე ჩართულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო “ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ჩაქვში გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან 20-მდე ბენეფიციარია ჩართული. მგზავრობის ხარჯები არც ამ ბენეფიციარებს უნაზღაურდებათ. “საუბარია ავტობუსისა და მიკროავტობუსის ხარჯზე, ინდივიდუალურად ტრანსპორტით უზრუნველყოფა იდეალური ვარიანტია, ანუ ვერ ვიტყვით რომ არ არის საჭირო, უბრალოდ პროცედურულად რთულია. ამიტომ შეიძლება ბენეფიციარისათვის გამოიყოს თანხა , რომელსაც იგი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს ან ტრანსპორტისთვის ან ბინისთვის (თუ კი გადაწყვეტს ადგილზე დარჩენას” – ამბობს მედეა ცხომელიძე.
ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი, ნინო მიქელაძე, რომელიც მწვანე კონცხთან ცხოვრობს, სარეაბილიტაციო ცენტრამდე #40 ავტობუსს მიჰყვება. ნინო ამბობს, რომ ავტობუსის გაჩერება სარეაბილიტაციო ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, რის გამოც ხშირად გაჩერებიდან დანიშნულების ადგილამდე ეტლით უწევს ბავშვის წამოყვანა, რაც უამინდობის დროს დიდ დისკომფორტს უქმნის. კიდევ ერთი ბარიერი ტრანსპორიდან სარეაბილიტაციო ცენტრამდე – ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთაა – “არ არის დახაზული ზებრა, არც ე.წ. მწოლიარე პოლიციელი, რომ მანქანებმა მოძრაობა შეანელონ და დაგვითმონ გზა. პირიქით, მოსახვევში წყვეტილი ხაზია, რაც ნიშნავს რომ მძღოლებს ერთმანეთისთვის გასწრებაც შეუძლიათ. ამის გამო ათ წუთზე მეტ ხანსაც გვიწევს გზასთან დგომა, რადგან ჩვენ შშმ ბავშვები გვახლავს და გზას ვერ გადავირბენთ, ვერც მათ სიცოცხლეს ჩავაგდებთ საფრთხეში. ბევრჯერ მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციებს, მაგრამ აქამდე შედეგი არ ყოფილა” – ამბობს ნინო.
როგორც ქობულეთის გამგეობაში “ბათუმელებს” უთხრეს, სარეაბილიტაციო ცენტრთან მოსაცდელს რამდენიმე დღეა რაც საფუძველი ჩაეყარა და მისი მშენებლობა დაახლოებით 15 დღეში დასრულდება. ზებრის დახაზვისა და ე.წ. სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს რაც შეეხება, “ამის შესახებ მშობლების წერილი დღეს შემოვიდა, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის, ამიტომ ინფრასტრუქტურის სამსახური ამზადებს წერილს, რომ გადააგზავნოს საგზაო დეპარტამენტში” – ამბობს პრესცენტრის წარმომადგენელი სალომე ბასილაძე.
კიდევ ერთი საჭიროება, რაც აჭარაში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს აქვთ, მკურნალობის კურსის გახანგრძლივებაა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს ექვსი 10-დღიანი თერაპია უტარდებათ, რომელიც გამაჯანსაღებელი ფიზკულტურის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის სეანსებს მოიცავს (დღეში ორი საათი ჯამში).
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან პროგრამაში 6 კურსის ნაცვლად 7 კურსი იქნება გათვალისწინებული, კურსის ხანგრძლივობა კი იგივე დარჩება.
როგორც ბენეფიციარების მშობლები ამბობენ, კურსების სიმრავლე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათი ხანგრძლივობა. `მშობლების უმეტესობა მომხრეა, რომ კურსი იყოს 15 დღიანი, რომ ბავშვებმა ამ ვარჯიშის პერიოდში ხუთჯერ მაინც მიიღონ ლოგოპედისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია და არა სამჯერ, როგორც ახლა” – ამბობს ნინო მიქელაძე.
მშობლებს ეთანხმება სპეციალისტიც. ნევროლოგი მედეა ცხომელიძის თქმით, 15 დღიანი კურსი უფრო ეფექტური იქნება, “სხვა მხრივ წელიწადში 6-7 კურსი, საკმარისია, რადგან ამ ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი ყოველდღიურად აქტიური, კვალიფიციური სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება. ელემენტარული მოძრაობები მშობელმა სახლში თავად უნდა გააკეთებინოს ბავშვს, ასევე მნიშვნელოვანია სახლის პირობებში ბავშვი იმყოფებოდეს სწორ პოზაში: სწორ ჯდომას, დგომას, ბავშვის ხელში სწორ დაჭერას, სწორ პოზებს კვებისა და თამაშის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მკურნალობა ცენტრში არ სრულდება და ბინაზე გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ სამკურნალო ფიზკულტურას, ბავშვის კოგნიტური და ქცევითი უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობაზეც იგივე შეიძლება ითქვას. მისასალმებელია, რომ მშობლების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული რეაბილიტაციის ამ პროცესში” – ამბობს ნევროლოგი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში, ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ის ბავშვებიც არიან ჩართულნი, რომელთაც ძირითადად გონებრივი განვითარების შეფერხება აღენიშნებათ და არ საჭიროებენ ფიზიკურ თერაპიას. ისინი მხოლოდ მეტყველების თერაპევტისა და ფსიქოლოგის მომსახურეობას იღებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალი წლიდან, ამ ბავშვებისთვის ცალკე პროგრამა – “ბავშვთა ადრეული განვითარება” ამუშავდება, რომელსაც უკვე ახორციელებს სოციალური სააგენტო. ახალი პროგრამა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქნება გათვლილი, რომელთაც მეტყველებისა და გონებრივი განვითარების დარღვევები და ნაწილობრივ ქცევის დარღვევებიც აღენიშნებათ. პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი იმუშავებს. გათვლილია თვეში მინიმუმ 8 შეხვედრა. “პროგრამის წამოწყება გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ხვდებიან “ადრეული განვითარების” სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამა, აჭარის რაიონებში მცხოვრებ 100 ბავშვზე გვაქვს გათვლილი, ამიტომ, ბავშვების ნაწილი, რომლებიც აქამდე ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამაში იყვნენ ჩართულები, ამ პროგრამაში გადმოვა. ახალი პროგრამა უკეთ იქნება მორგებული ამ ბავშვების საჭიროებებზე” – ამბობს ლელა სურმანიძე.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების ტრანსპორტირების ხარჯებს, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები, მომავალი წლიდან დააფინანსებენ.
კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია.
კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები.
კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი -100 ლარია,
ოთხადგილიანი ნომრისა კი 150 ლარი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასში არ შედის კვება, თუმცა კოტეჯებში არის საერთო სამზარეულო. ასევე ჰოლი ბუხრით, თხილამურების შესანახი ოთახი და Wi-Fi.
სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ფასი 80 ლარია, ოთხადგილიანი ნომრის ფასი კი – 120 ლარი.
ორადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 60 ლარი ღირს, ოთხადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 100 ლარი (ფასში არ შედის კვება).
სასტუმროში არის სასადილო, ჰოლი და თხილამურების შესანახი ოთახი.
ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლოდ კოტეჯებსა და სასტუმროში ნომრები უკვე 16-მა ადამიანმა დაჯავშნა.
მათივე ინფორმაციით, დადგენილი ფასები წლის ბოლომდე არ შეიცვლება.
ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, მეორე დღეა ქედაში, აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 16 მიმართულებით მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელის ადმინისტაციულ ცენტრამდე იქნება მოძრაობა აღდგენილი. რაც შეეხება საუბნო გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განკუთვნილ შენობას საძირკველი, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, დღეს ჩაუყარა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის 104 თანამშრომლისთვის თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო მოეწყობა, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს.
შენობა, ისევე როგორც საზღვაო ნავსადგური და ტერმინალი, ბათუმის შემოსასვლელში აშენდება. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ააგებს.
„დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება – ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კონტექსტში არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმატებული მუშაობა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიოში ნდობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. განსაკუთრებული აღმავლობა სააგენტოს საქმიანობაში შეინიშნება 2012 წლიდან, როცა ევროკავშირის აუდიტის მიერ დადებითი შეფასებები საქართველოს დროშის მატარებელი გემების ე.წ შავი სიიდან საბოლოო ამოღებით დასრულდა „ – თქვა არჩილ ხაბაძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე.
5 დეკემბერს ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ალექსანდრე მანთაშევი ცნობილი სომეხი კომერსანტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ბათუმშიც ფლობდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
საბავშვო ცენტრში, რომელიც ბაღისა და სომხური ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გარდა, ახალგაზრდულ განყოფილებასაც მოიცავს, ახალგაზრდებს შეეძლებათ შეისწავლონ მუსიკა და ცეკვა. ცენტრში ასევე იმოქმედებს დეკლამაციის წრეები, ჩატარდება ელექტრონული მედიის გაკვეთილები. გარდა ამისა ცენტრრში იმოქმედებს ფსიქოლოგიური სამსახური.
ცენტრი სომხეთის რესპუბლიკის და ჯინიშიანის ფონდის მატერიალური მხარდაჭერით, ასევე საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საეპისკოპოსოსა და ბათუმელი სომხების სახსრებით გაიხსნა.
Jpeg
დღეს, ცენტრის ოფიციალურ გახსნას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელში, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული და აჭარის სომხური დიასპორის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
5 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი გაიხსნა. იგი ულტრა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს. ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება.
ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ფაბლაბში ისინი პროექტებზე იმუშავებენ ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ გამოყოფილ მენტორებთან ერთად. გარდა ამისა, მას შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისათვის.
ფაბლაბის წარმომადგენლების ცნობით, ეს უნიკალური სივრცე იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი ექნება.
საქართველო 2015 წელს ფაბლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე გახდა ე.წ. ფაბ-ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიეცა საშუალება გამოეყენებინა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი. პირველი ფაბ-ლაბი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით თბილისში შეიქმნა. ფაბლაბების ქსელის გავრცელება მომავალ წელს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება, მსგავსი ლაბორატორია უახლოეს მომავალში ქუთაისშიც გაიხსნება.
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.
ღორჯომის ხეობაში მცხოვრები 7 ადამიანი ბახმაროსთან ახლოს, სოფელ ზოტიყელშია ჩარჩენილი. შეტყობინება დახმარების თხოვნით გამგეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა უამინდობის გამო მთაში ასვლა აქამდე ვერ მოხერხდა.
ხულოს გამგებლის ინფრომაციით, სამაშველო ვერტმფრენი დაახლოებით 20 წუთის წინ გაფრინდა მათ გადმოსაყვანად.
ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მთაში ჩარჩენილი ადამიანები იაილებზე, ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად წავიდნენ, შემდეგ გაუთოვდათ და უკან ვეღარ გადმოვიდნენ: “გვიან მოგვაწოდა მოსახლეობამ ინფორმაცია და აქამდე რეაგირება ვერ მოხდებოდა. ვერც ხულოს და ვერც ბახმაროს მხრიდან ტექნიკა ვერ მივა, რადგან თოვლის საფარი დაახლოებით ორ მეტრზე მეტია” – ამბობს ის.
ხულოში, წუხელ განვითარებული უამინდობის გამო შეფერხდა საავტომობილო გზებზე მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება – “ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”.
ხულოს მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის დაბაში 1 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1.50 სმ-ს მიაღწია
უამინდობის გამო მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მიმოსვლაც შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია.
2016 წელს, ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება –
“ახალ ცენტრში,რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის სახით დაიწყებს ფუნქციონირებას დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტენტებისთვის გადამზადების სხვადასხვა პროგრამა შეიქმნება და სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან” – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას.
აკადემიის ფილიალში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული პირებიც მიიღებენ ცოდნას. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ბსუ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა.
სტუდენტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა ბოსელში გაათიეს ღამე, რადგან დიდი თოვლი მოვიდა, სახლი ბოძებზეა შემდგარი და ექანება. იქ გაჩერება საშიშია” – ამბობს ის.
“ორსართულიანი ხის კონსტრუქციის ნაგებობაა, შენობას მიღებული აქვს საერთო დეფორმაცია, გადახრილია ფერდის დახრის მიმართულებით, საჭიროა სახლი გადატანილი იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებლად საშიშია” – წერია დასკვნაში.
თამაზ ბაკურიძე, რომელიც დღეს ლელა ირემაძესთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა ამბობს, რომ ოჯახს გეოლოგიური სამსახურის დასკვნაც აქვს, რომლის თანახმად სახლს I-II კატეგორია აქვს მინიჭებული – “რაც ნიშნავს რომ სახლი არ ექვემდებარება შეკეთებას, იგი უნდა გადაიტანონ, იქ ცხოვრება საშიშია. სახელმწიფო ვალდებულია, თუ ოჯახს არ აქვს ალტერნატიული ფართი, სადაც შეიძლება თავი შეაფარონ, უზრუნველყოს ეს ოჯახი დროებითი თავშესაფრით” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
დიდთოვლობის გამო, ქედაში, ცხმორისის ტყეში ორი ადამიანია ჩარჩენილი. ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას აფარებენ თავს – “იქ მთის იაილებია და თავს აფარებენ ერთ-ერთ ქოხში, სადაც საკვებიც იყო და გათბობაც. თუმცა, შემდეგ ალბათ ტელეფონები დაუჯდათ და დღეს უკვე მათთან კონტაქტზე გასვლა ვეღარ მოხერხდა”.
ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტყეში შემავალ გზას წმენდს. როგორც პრესსამსახური იუწყება, თოვლის საფარი დაახლოებით ერთი მეტრია – “ნახევარი გზა თითქმის გავლილი აქვთ, მაგრამ ლოკაციის ადგილზე ჯერ არ არიან მისული”
რამდენ ხანში მოხერხდება ადგილზე მისვლა – ჯერ უცნობია, რადგან სამანაქანო გზის შემდეგ, სოფლის მოსახლეობას ფეხით მოუწევს გზის გაგრძელება. “სამანქანო გზა სადამდეც მივა იქამდე გაიწმინდება გზა, შემდეგ კი რაღაც პერიოდი ფეხით მოუწევთ გზის გაგრძელება, რომ ადგილამდე მივიდნენ და გამოიყვანონ ეს ადამიანები” – ამბობს სოფო ხაბაზი, ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელი.
შეტყობინება ქედის გამგეობაში გუშინ ღამით შევიდა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო ტექნიკის გაყვანა ტყის გზის გასაწმენდად დღეს დილამდე ვერ მოხერხდა.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ დღეს, სოფელ დოლოგანში, მდინარე აჭარის წყალზე ინერტიული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინეტრიული მასალის მოპოვება აქ კანონდარღვევით ხდება, მისი განცხადებით მაღალი გამავლობის ავტომობილების ხშირმა გადაადგილებამ შიდა სასოფლო გზა მწყობრიდან გამოიყვანა, დეპუტატი ინერტიული მასალის მოპოვების შეჩერებას და სასოფლო გზის მოწესრიგებას მოითხოვს.
„სოფელ დოლოგანში მდინარე აჭარისწყალთან ინერტიული მასალის მოპოვება კანონდარღვევით ხდება, დოლოგნიდან სოფელ ჭალახმელასთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს, დაახლოებით 10 მეტრში კომპანია ინერტიულ მასალას მოიპოვებს, რაც კანონ დარღვევაა, კანონით ინერტიული მასალის მოპოვება მხოლოდ ხიდიდან 60 მეტრის დაშორებით უნდა ხდებოდეს, გარდა ამისა შიდა სასოფლო გზა ავარიულ მდგომარეობაშია, გასულ წელს დაგებული რკინა-ბეტონის საფარი მთლიანად ამოყრილია და ბავშვებს გადაადგილება უჭირთ“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.
უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ბადრი გოგიძემ უპასუხა.
ბატონო ბადრი, 2015 წელს რა პროგრამები განხორციელდა და თუ იგეგმება რაიმე სიახლე 2016 წლისთვის?
2014 წელს ჩვენ ვემსახურებოდით 30 ბენეფიციარს, ეს რიცხვი დღეს 45-მდეა გაზრდილი. პროგრამა ითვალისწინებს საღამოს შვიდი საათიდან დილის ათ საათამდე მომსახურებას. სუფთა საწოლს, აბაზანას, სამედიცინო მომსახურებას, ორჯერად კვებას – დილით და საღამოს. მომავალი ბიუჯეტისთვის ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა იგივეა. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტორომ გაიზარდოს მოთხოვნა, მით უმეტეს ზამთრის პირობებში, ამისთვის არ გექნებათ დამატებითი თანხა გათვალისწინებული?
თუ გაჩნდება მოთხოვნა, მერია მოწოდებულია, დაგვეხმაროს და დამატებითი თანხები გამოყოს. შარშან წყალდიდობა რომ იყო, მაგ პერიოდში ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ შემდეგ 45-ზე მეტი აღარ გვყოლია.
სამედიცინო მომსახურებაში რა შედის?
წელს ტენდერი გამოვაცხადეთ და ხელშეკრულება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გავაფორმეთ. იმ ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებას, რომელთაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, მთლიანად ჩვენ ვანაზღაურებთ, დანარჩენი კი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ და თუ დამატებითი პროცენტები იქნება ასანაზღაურებელი, ჩვენი ბიუჯეტიდან ვუმატებთ.
რამდენი ლარია სამედიცინო ხარჯებისთვის გათვალისწინებული და რამდენმა ისარგებლა წელს?
ათი ათასი ლარია გამოყოფილი. წელს არ დაგვჭირვებია სამედიცინო მომსახურება, შარშან ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მოიტეხა ფეხი, გაუკეთდა ოპერაცია და 3 500 ლარით დავუფინანსეთ. ასევე, გვაქვს სამედიცინო პუნქტი ადგილზე და გვყავს ღამის ექთანი. მის მოვალეობაში ნემსების გაკეთება არ შედის, მაგრამ ელემენტარული დახმარება, წნევის გაზომვა იქნება თუ წამლის მიწოდება სიცხის დროს, ევალება. უფრო რთულ შემთხვევებში სასწრაფოს ვიძახებთ და გადაგვყავს.
მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯების გაზრდას აპირებთ, თუნდაც ამ მიმართულებით?
ერთ ბენეფიციარზე დღეში ათი ლარია გათვალისწინებული. წლიური ბიუჯეტი 200 ათას ლარამდეა. რა ასაკის ადამიანები ცხოვრობენ თავშეფასარში და რომელი რეგიონებიდან არიან ძირითადად?
მოხუცები არიან ძირითადად. ოთხმოცი წლის მოხუციც მყავს, თუმცა ერთი ახალგაზრდა – 30 წლის ქალიც გვყავს გორიდან, რომელსაც სახლი არ აქვს. არიან ქალაქის მცხოვრებლებიც, რომლებმაც დაკარგეს სახლი, არიან სხვა ქალაქებიდანაც: თბილისიდან, გორიდან. რუსეთის ორი მოქალაქე გვყავს, რომლებსაც პასპორტი არ აქვთ და დარჩნენ ქუჩაში. სანამ საქართველოში არიან და მათი ექსტრადირება არ მოხდება, იცხოვრებენ თავშესაფარში. თავშესაფარში მოქალაქეები საპატრულო პოლიციას მოჰყავს და თუ პირი ძებნაში არ არის, ტოვებენ თავშესაფარში. ერთი უკრაინის მოქალაქეც იყო, რომელიც მალე გაამგზავრეს.
რა შეზღუდვები მოქმედებს თავშესაფარში?
განსაკუთრებული არაფერი. დილით უნდა გავიდნენ და საღამოს მოვიდნენ. სასმელზეა დამოკიდებული ბევრი და ჩხუბობენ ხოლმე, მაგრამ ამ პრობლემასაც ვაგვარებთ, დაცვის სამსახურთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს.
ტანსაცმელს სთავაზობთ თავშესაფარში მცხოვრებლებს?
ტანსაცმელს არ ვყიდულობთ, მაგრამ მოქალაქეებს მოაქვთ მეორადი ტანსაცმელი და იმით სარგებლობენ. ჩვენც ჩავატარეთ აქცია და მეორადი ტანსაცმელი შევაგროვეთ. თუ დასჭირდათ გამოცვლა, მარაგი გვაქვს.
რითი იკვებებიან, რა შედის მენიუში?
თავშესაფარში მშრალი კვებაა: ბუტერბროდები, ყველი, კარაქი, ომლეტი, სოსისი, ფუნთუშა და ჩაი.
შენობა გარემონტებულია?
სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ, ის ნაწილი გარემონტებულია, მერიამ გაარემონტა. სველი წერტილები და ოთახებიც მოწესრიგებულია. შენობაში არის ცენტრალიზებული გათბობაც. ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანია განთავსებული – არის სამადგილიანი, ორიანიც და რვა ადგილიანიც. კომუნალურ გადასახადებს ჩვენი ორგანიზაცია ფარავს.
დღესასწაულებზე რაიმე განსხვავებულს თუ სთავაზობთ ამ ადამიანებს?
მენიუში ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში ტკბილეულს ვჩუქნით ან ხაჭაპურს ვუცხობთ. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო
არაუმეტეს 50 მილიონი ლარის ღირებულების სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიან (2016-2017 წ.წ) შესყიდვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ელექტრონული ტენდერით განახორციელებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საჭირო თანხის მობილიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა (2016 წელს არაუმეტეს − 30 მილიონი და 2017 წელს − 20 მილიონი ლარის).
ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 10 მილიონი ლარი უნდა გამოეყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
2014 წელს აჭარაში 5 ტონიანი სახანძრო მანქანები გადაეცა ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს, ხოლო 3 ტონიანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. ახალი სახანძრო მანქანების საერთო ღირებულება მილიონი ლარი იყო.
დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული?
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”, რამდენიმე წელია მიუსაფარი ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქმიანობს. ამჟამად ცენტრი თბილისში არსებულ ერთ ტრანზიტულ და ერთ “World vision-ის” დღის ცენტრში 25-მდე ქუჩაში მყოფ ბავშვთან მუშაობს. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო თოდუას ინფორმაციით, ერთ ცენტრში 6 ბავშვი ირიცხება, მეორეში კი – 15. მოზარდების ასაკი შვიდი წლიდან 18 წლამდეა. ნინო თოდუას ინფორმაციით, ცენტრში ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. “14 წლის ბავშვი გვყავს ასეთი და 11 წლის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბავშვები დღის ცენტრებთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში ჩაგვერიცხა. ასეთი ბავშვებისთვის სახელმწიფოს სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, ეს გეგმა, ბუნებრივია, ისეთი ვერ იქნება, რასაც წლების განმავლობაში მათი თანატოლები გადიან”.
ნინო თოდუას თქმით, ქუჩაში მყოფი ბავშვების სწრებადობა გაკვეთილებზე ნაკლებია – ისინი სკოლაში 1-2 საათზე დიდხანს არ ჩერდებიან.
“ბევრი გაცდენა აქვთ, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზეც”, – ამბობს ნინო თოდუა.
გარდა ღარიბი ბავშვების განათლებაზე ხელმისაწვდომობისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ექვს საჯარო სკოლაში 50 მასწავლებელს უტარებენ ტრენინგს, რათა უკეთ შეძლონ მიუსაფარ ბავშვებთან სწორი ურთიერთობა და მათი მოტივაციის ამაღლება.
“იუნისეფის მონაცემებით, შვიდი წლის წინ ქუჩაში დაახლოებით 1500 ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვთა სახლების გაუქმების შემდეგ ეს რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო სოციალური ფონის გაუარესებამაც”.
ნინო თოდუას აზრით, სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებში სიღარიბის შესამცირებლად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, თეორიულად ყველაფერი კარგია, თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს:
“ფურცელზე ყველაფერი შთამბეჭდავია, მაგრამ გაცილებით ბევრი ბავშვია ქუჩაში, ვინც განათლების გარეშე რჩება. მე არ ვიცი კონკრეტული ფორმულა, როგორ უნდა დააღწიოს სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბეს თავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ასეთი ბავშვების მიმართ”.
ნინო თოდუას თქმით, მშობლების გარკვეული ნაწილი მიუსაფარი ბავშვების მიმართ არატოლერანტულია: “ყოფილა შემთხვევები, როცა თანაკლასელის დედას მიუმართავს განცხადებით დირექტორისთვის, რომ გაერიცხა ასეთი ბავშვები სკოლიდან. შვილებს უკრძალავენ მათთან მეგობრობას, სტიგმური დამოკიდებულება გვაქვს. ეს, თავის მხრივ, რიყავს ამ ბავშვებს და აბოროტებს საზოგადოების მიმართ”.
რატომ ვერ დაძლია სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბე? – გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები ბავშვების სიღარიბის ბოლო კვლევა 2013 წელს ჩაატარა. 2011 წლის კვლევებთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით იყო გაუარესებული. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის კვლევებს ყოველ ორ წელიწადში ატარებს. რა შეიცვალა ბავშვთა სიღარიბის კუთხით ბოლო ერთ წელში და როგორ აისახება ლარის ინფლაცია ბავშვების სიღარიბეზე? – ამ პროცესების კვლევას ორგანიზაცია ახლა იწყებს და შედეგები სამ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, მოკვლევითი მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფომ ბავშვთა მიმართ სოციალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს.
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელის, თინათინ ბაუმის თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს.
“ბოლო კვლევების დროს, ფარდობითი ეროვნული სიღარიბე ყველა ჯგუფში იყო მიმართული კლებისკენ, გარდა ბავშვებისა. ბავშვთა სიღარიბე 28 პროცენტამდე იყო გაზრდილი.
სიღარიბის მაჩვენებლის კლება სოციალური პროგრამების ფონზე მოხდა. პენსია 100 ლარიდან 160 ლარამდეა გაზრდილი, გაორმაგდა მიზნობრივი დახმარება და 24 ლარიდან 48 ლარამდე გაიზარდა, თუმცა სახელმწიფო ამ პროგრამებში მაინც ვერ ხედავს ბავშვებს. სოციალური ინვესტიციებით გარკვეულმა ჯგუფებმა ისარგებლეს, მაგრამ ბავშვები აღმოჩნდნენ გვერდზე”, – ამბობს თინათინ ბაუმი. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მიდგომა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სოციალური დაცვის სისტემას მკვეთრად გამოხატული მიზანი მისცეს.
“მიზნობრივი დახმარების პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი დიდი კომპონენტია. ის კონკრეტულად ბავშვების კეთილდღეობაზე არ არის მიმართული. თუ ბავშვი არის შშმ პირი, ის იღებს პენსიას, ან თუ რაიმე კონკრეტული პროგრამის ბენეფიციარია, იმ შემთხვევაშიც, მაგრამ, როცა ბავშვი ღარიბ ოჯახში იბადება, ეს არის დამატებითი ტვირთი, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური. ასეთ ოჯახებს სხვანაირი დახმარება სჭირდებათ.
სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა უფრო მოწყვლადი უნდა გახდეს. ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის უკიდურესად ღარიბი კატეგორიიდან საშუალო კატეგორიაში გადაყვანა სოციალური შემწეობით. ეს ოჯახი ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ აღმოჩნდეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაში. ეს იმიტომ, რომ დღეს არსებული სოციალური პოლიტიკა არ ითვალისწინებს პრევენციას. ასეთ დროს ყველაზე მეტად იჩაგრებიან ბავშვები”.
თინათინ ბაუმის თქმით, განვითარებული სახელმწიფოები სწორედ პრევენციას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, როცა ერთმანეთთან კარგად არის დაკავშირებული სერვისები, თანხები და სახელმწიფომ იცის, რისი მიღება უნდა სამომავლოდ: “მხოლოდ სიღარიბის შემცირება, თუ ის, რომ დავიცვათ ოჯახები, რომლებიც არასწორი სოციალური პოლიტიკით კვლავ აღმოჩნდებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში”.
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი გამაგრებითი სამუშაოები რომც ჩაუტარდეს, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. მოსახლეობა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მერიისგან მათი წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილი აქვთ არ მისცენ მერიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და სახლის მიმდებარედ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის გაგრძელების საშუალება.
„ბათუმის შემოვლითი გზის [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] მშენებლობის სამუშაოებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა პერიოდში ისედაც უხარისხოდ აშენებული 5-სართულიანი კორპუსი [მაიაკოვსკის ქუჩა №55/24] – მანიშნებლებზე გაჩენილმა ბზარებმა, ასევე კონსტრუქციის რღვევამ კორპუსის ქვედა ნაწილში პრაქტიკულად დაგვანახა, რომ მძიმე სამუშაოებს და ინტენსიურ მოძრაობას 50 წელს გადაცილებული სახლი ვერ გაუძლებს. ეს საფრთხე აღნიშნულია არაერთ საექსპერტო დასკვნაში და მოქალაქეები ამ დრომდე ველოდებით ქალაქის თვითმმართველობიდან შესაბამისი ზომების მიღებას“, – აცხადებენ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები. ამ ავარიულ სახლში 45 ოჯახი ცხოვრობს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, მერიის ყურადღების მისაქცევად თავის დროზე გზაც კი გადაკეტეს, თუმცა მათთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს: „გზის მშენებლობა შევაჩერებინეთ, თორემ კიდევ უფრო დაზიანდებოდა სახლი“.
კორპუსს 1977 წელშიც ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა, სახლი დღესაც ავარიულია.
2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით – „შენობა ავარიულია, გასამაგრებელია მისი საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“. ეს დასკვნა სახლის ამხანაგობის დაკვეთით შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა.
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ცენტრის 2014 წლის დასკვნით კი, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად „აუცილებელია ყველა სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული რკინაბეტონის სარტყლის გაძლიერება და სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“. ცენტრმა აღნიშნული კორპუსის მდგრადობის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ბათუმის მერიის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. ამ დროს დადგინდა, რომ „კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო“.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა „ბათუმის კორპუსმა“ „დეტალური კვლევა-ძიების ჩატარება და დეტალური გამოკვლევის საფუძველზე გამაგრება გაძლიერებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 2015 წლის 30 ივლისს გამოაცხადა.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „სეისმომედეგი პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრი“ მონაწილეობდა, რომელთანაც გაფორმდა კიდეც 25-ათასლარიანი ხელშეკრულება.
ბათუმის მერიის ინფორმაცით, „უკვე გაკეთებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც სახლი იქნება გამაგრებული, საცხოვრებლად ვარგისი და ის მიიღებს თავდაპირველ მდგომარეობას“.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის 440 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მერიის განცხადებით, „ეს გულისხმობს სახლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას. ასევე საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და აბსოლუტურად ყველა საჭირო ღონისძიებას“.
საწინააღმდეგოს ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები: „გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი გამაგრებითი სამუშაოების პროექტი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ გამაგრებას და, შესაბამისად, შემოვლითი გზის დასრულების შემდგომ გზაზე ინტენსიური მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს შენობის კონსტრუქციას. საფთხის ქვეშ არის ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. პროექტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული კორპუსის ფასადის სრული გამაგრება: ჩვენგან გაუგებარი მიზეზების გამო, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ფასადის სამ მხარეს, წინა მხარეს კი დამატებითი კედლის აშენება არ იგეგმება, ანუ პრაქტიკულად რისკი რისკად დარჩება.
ამასთან, არ იგეგმება სართულშორისი გამაგრება. გვესმის, რომ ეს დაკავშირებულია უშუალოდ მობინადრეთა კუთვნილ საცხოვრებელ ფართობებში ცვლილებების შეტანასთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა ოჯახების დროებით გამოსახლებას და მათი მხოლოდ გამაგრების შემდეგ დაბრუნებას. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი გაღებაც, როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტს არ უნდა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ქალაქის მერია არასათანადოდ ეპყრობა აღნიშნულ საკითხს. პროექტი მოქალაქეების გვერდის ავლით შედგა და ჩვენი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული“.
მოსახლეობა ამბობს, რომ არ არიან მოწადინებულები ჯიუტად მოითხოვონ ალტერნატიული ფართობი – „ჩვენთვის მთავარია, კორპუსი გამაგრდეს მყარად, ისე, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადში არ დადგეს მისი დემონტაჟისა და ჩვენი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილების აუცილებლობა“.
როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს: „სამუშაოებზე პასუხისმგებლია ექსპერტიზის ცენტრი, რომელმაც სამხარაულის დასკვნის საფუძველზე შეადგინა გამაგრებითი სამუშაოები და ის შეესაბამება ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა გზის გაყვანის დაწყებამდე იყო დაზიანებული, მერია იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს სახლი გამაგრდეს და იქნეს საცხოვრებლად ვარგისი“.
„არსებული პროექტი განხორციელებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული სახლის მდგრადობა შენარჩუნებულ იქნეს. ჩვენ მიერ განხორციელდა არსებული სახლის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, შემუშავებული იქნა ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც ასახულია საპროექტო დოკუმენტაციაში. ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ სახლის მდგრადობას უსაფრთხოება არ შეექმნება არასოდეს. ტექნიკური დავალება რაც იყო დამკვეთის მიერ მოცემული, შევასრულეთ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „სეისმომედეგი პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრის“ მთავარმა ინჟინერმა ალექსანდრე ბერძენიშვილმა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიის მიერ შესყიდულ პროექტს, ექსპერტიზის მიზნით, სამხარაულის ბიუროში ახლა თავად წარადგენენ და ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, მერიას არ მისცემენ საშუალებას, გააგრძელოს ახალი გზის მშენებლობა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობამ ბათუმის მერს და სახალხო დამცველსაც კი მიმართა.
„იმედი გვაქვს, საკითხს უახლოეს დღეებში ჩვენთან ერთად განიხილავთ და დათანხმდებით ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის ისეთ ფორმას, რომელიც საშუალებას არ მისცემს კომპანიას კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ჩაატაროს, შემოვლითი გზის ჩვენი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვისადმი გაგზავნილ წერილში.
17-18 დეკემბერს ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა “BATUMBUILD 2015″ მეხუთედ გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი და სხვა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს პირველად გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.
„BATUMBUILD 2015“ ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია ’’GEONET EXPO’’. თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,984 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.
„ჩვენი გათვლით აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება“ – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.“
აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შპს „სტადიონის“საწესდებო კაპიტალი 25 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია სამინისტრომ სპეციალურად სტადიონისა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის შექმნა [ახალი საავადმყოფო ამჟამინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე აშენდება]. ახალი კომპანიის შექმნა სამინისტროს მხრიდან სტადიონის პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტამ განაპირობა. ზემოაღნიშნული კომპანია კი მაშინ ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
„ბათუმის წყალი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, ობიექტებისა და მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთების დაზიანების, ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან დასაცავად „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ ხელშეკრულებას 250 ათას ლარზე გააფორმებს.
დაცვის მომსახურება გულისხმობს „ბათუმის წყლის“ სარგებლობაში არსებული ზემოაღნიშნული ქონების (მათ შორის წყალსაცავისა და წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის) დაცვას სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
რაც შეეხება სავარაუდო თანხას, „ბათუმის წყლის“ განცხადებით ის დასაცავი ობიექტების მოკვლევის აქტებისა და „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების საფუძველზე იქნა გამოთვლილი.
შპს „ბათუმის წყალი“-ს 100% წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. თავის მხრივ ბათუმის მერია დაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულებას 571 620 ლარზე გააფორმებს.
დაცვის დეპარტამენტმა ახალი ხელშეკრულებებით ქონების დაცვა 2016 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები 210 მილიონზე მეტია. სხვაობა შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის 47 448 500 ლარია. მიმდინარე წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები იკლებს, საბიუჯეტო ხარჯები სამომავლოდ 26,5 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
კითხვაზე, რითი აპირებს მთავრობა სამომავლოდ აღნიშნული 47 მილიონზე მეტი ლარის დეფიციტის შევსებას – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასე გვიპასუხეს: „2015 წლის 9 თვისმონაცემებით, აჭარისრესპუბლიკურიბიუჯეტი 117%-ითშესრულდა. ასევეპრივატიზებისკუთხითველოდებითბიუჯეტის 200%-იანშესრულებას. ესიძლევაპროგნოზისსაშუალებას, რომ 2015 წელსშემოსულობებისგეგმაგადაჭარბებითშესრულდება. ესგადაჭარბებაფინანსურიაქტივებისნაშთისსახითდასხვაარსებულირესურსები, გამოყენებულიიქნება 2016 წელს. აქედანგამომდინარე, აჭარის 2016 წლისრესპუბლიკურიბიუჯეტიარარისდეფიციტური“.
2016 წლისრესპუბლიკურიბიუჯეტისპროექტით, მთლიანიხარჯის 18,6% ანუ 39 მილიონზემეტი, ხელფასებშიდაიხარჯება. ზოგადად, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 3 477 100 ლარითაა გაზრდილი [თუმცა, აქედან 2 მილიონზე მეტი მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. შესაბამისად, უშუალოდ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუდმივად დასაქმებულთა ხელფასები სამომავლოდ 813 300 ლარით გაიზრდება].
აჭარის უწყებები, მათში მომუშავეთა რაოდენობა და დაფინანსება პროგრამების ჩათვლით – 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით
უმაღლესსაარჩევნოკომისიაში 19 თანამშრომელია, მაგრამ, ვინაიდან 2016 წელი საარჩევნო წელია, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციაში 4 559 ადამიანი დასაქმდება [სწორედ ამ ადამიანების ხელფასებისთვისაა გამოყოფილი 2 663 800 ლარი].
89 500 ლარით მეტი იქნება უმაღლესისაბჭოს დაფინანსება მომავალი წლისთვის, თუმცა პროექტის მიხედვით, ხელფასების მუხლი მხოლოდ 10 ათასი ლარით იზრდება. უმაღლეს საბჭოში გამოყოფილი თანხის 70%-ზე მეტი 3,4 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯეაბა.
აჭარისმთავრობასადამასთანარსებულორგანიზაციებში შრომის ანაზღაურება 192 800 ლარით გაიზრდება და ჯამში ხელფასებში 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.
აჭარისფინანსთადაეკონომიკისსამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან თითქმის 10 მილიონამდე ლარით მცირდება, თუმცა მომუშავეთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი უცვლელი რჩება.
მომავალიწლიდან 478 600 ლარითშემცირდებამცირედასაშუალოტურისტულიბიზნესისხელშეწყობისპროგრამა, რისთვისაცმხოლოდ 119,4 ათასილარიაგათვალისწინებული. „დაზუსტდაიმბენეფიციართასია, რომლებზეცბანკმაგასცასესხიდასწორედამდენილარიასაჭიროპროცენტისდასაფარად. ასევე, მიმდინარეობსმუშაობასხვაბანკთანმცირედასაშუალოტურისტულიბიზნესისდაფინანსებისკუთხითდაშესაძლებელიაუმაღლესისაბჭოდანშენიშვნებითდაბრუნებულბიუჯეტშიაღნიშნულიპროგრამისთანხაგაიზარდოს“, – აცხადებენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
რაც შეეხება რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვას [ბათუმის ბულვარი], მისთვის 6 340 400 ლარი დაიხარჯება.
11 ადამიანით გაიზრდება აჭარისგანათლების, კულტურისადასპორტისსამინისტროსადამისქვემდებარეორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხვი. ხელფასებისთვის კი ჯამში 16 275 900 ლარია გათვალისწინებული [რაც 471 700 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებთ].
განათლების სფეროში აღარ დაფინანსდება სასკოლო კლუბების ხელშეწყობა. სამინისტრო ასევე აღარ დააფინანსებს პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამას [მწერალთა შემოქმედებითი და მხატვართა კავშირები].
აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტში ცალკეა გაწერილი სსიპ „ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლება“, რომლისთვისაც 2016 წელს 360 300 ლარია გათვალისწინებული.
მომავალ წელს აჭარისჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისსამინისტროსადამისქვემდებარეუწყებებში, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 95 ათასი ლარით გაიზრდება.
აღნიშნულ სფეროში მომავალი წლისთვის ახალი პროგრამებიც დაფინანსდება. მაგალითად: ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება – 700 ათასი ლარით; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – 350 ათასი ლარით; ბავშვთა ადრეული განვითარება – 172 800 ლარით.
43 900 ლარით გაიზრდება ხელფასები აჭარისსოფლისმეურნეობისსამინისტროსადამისქვემდებარეუწყებებში და ჯამში სახელფასო ფონდი, სამომავლოდ 2,4 მილიონზე მეტი იქნება.
სოფლის მეურნეობის პროგრამებში სიახლეა თხილის შესაგროვებელი აპარატებითა და გამრჩევი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც სამომავლოდ 95 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მომავალ წელს სამინისტრო აღარ დააფინანსებს სასათბურე კონსტრუქციებით, მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით, მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით, ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამებს. თუმცა, 2016 წლისთვის დაგეგმილია ორი ახალი პროგრამის დაფინანსება: მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში [ციტრუსი, თხილი], რისთვისაც 1 მილიონ 132 ათასი ლარია გათვალისწინებული და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 51 700 ლარით დაფინანსდება.
ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შემცირდება მომავალი წლიდან აგროსერვისცენტრის დაფინანსებაც, სადაც 74 ადამიანია დასაქმებული. ამ ცენტრისთვის სულ 1 113 100 ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 63%, ანუ 700 ათას 300 ლარი ხელფასებში დაიხარჯება.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე აცხადებს, რომ „შენიშვნები აქვთ“, თუმცა ამ შენიშვნებს ამჯერად დასკვნის სახით აყალიბებენ და მზად 30 ნოემბრისთვის ექნებათ.
ბათუმის მერია შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულებას 571 620 ლარზე გააფორმებს. 2016 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მერიის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობებისა და საწყობის დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით და არ უნდა დაუშვას ობიექტებზე უცხო პირების შესვლა.
მერიის ინფორმაციით ,,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ობიექტებში არსებული ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა“.
ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული დასაცავი ობიექტები ქ. ბათუმში განლაგებულია შემდეგ მისამართებზე: ლ. ასათიანის ქ. №25; მ. ლერმონტოვის ქ. №90ა; ს.ს. ორბელიანის 10; მ. ვარშანიძის 74ა; მერიის საწყობი – აეროპორტის გზატკეცილი N257 [სადაც განთავსებულია მერიის ადმინისტრაციული შენობები, მატერიალურ ტექნიკური ბაზა].
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.
ბათუმის მერიის განმარტებით: „მერიის შენობებში განთავსებულია პერსონალური, საარქივო დოკუმენტაციები, მერიის საწყობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ობიექტები მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენენ აუცილებელ დანიშნულების ობიექტებს და აუცილებელია განხორციელდეს მათი სათანადო დაცვა… შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა წინა წლებში ანალოგიური მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტითან“ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და დასაცავ ობიექტებზე წარმოდგენილი დაცვის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების საფუძველზე. კერძოდ: სულ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასაცავ ობიექტებზე დასაქმებულ პოლიციელთა რაოდენობა შეადგენს: 1 უფროსი (სახელფასო განაკვეთით თვეში – 1200 ლარი); 4 ინსპექტორი (თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 900 ლარი), 61 უმცროსი ინსპექტორი (თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 700 ლარი), ერთი საგანგაშო ღილაკი. შესაბამისად: მომსახურების ჯამური ღირებულება ერთ თვეში შეადგენს – 47 635 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 2016 წლის განმავლობაში შეადგენს 571 620 ლარს დღგ-ს ჩათვლით“.
ბათუმთან ახლოს მდებარე დასახლებაში, რომელსაც “ოცნების ქალაქს” უწოდებენ, 18 ოჯახი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. აქ ახლა მაშველებს ელოდებიან, რომ წყალი ამოტუმბონ. აქ მცხოვრები მაია ბოლქვაძე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავს ამბობს, რომ ღუმელს ახლა ტანსაცმლით ანთებს, რომ ბავშვი გაათბოს.
ეს „ოცნების ქალაქის” დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. დასახლება ძლიერი წვიმის დროს პერიოდულად იტბორება.
დასახლება სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში. აქ თვითნებურად ჩასახლებული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს სახელდახელოდ აგებულ ქოხებში, წყლისა და კანალიზიაციის გარეშე. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ეკომიგრანტები არიან. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი შპს „სტადიონის“ დირექტორად გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მის მოვალეობას მოადგილე გიორგი ვარშანიძე ასრულებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ე.წ„ხოფის ბაზრობის“ დირექტორის (სავაჭრო ცენტრი 2009) არჩილ კახიძის დანიშვნას გეგმავენ.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით „საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული ფოლკლორის, კლასიკისა და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენლები, ასევე ევროპისა და ამერიკის ცნობილი პოპ-მუსიკოსები, მათ შორის ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი“. კონცერტი გაიმართება ბათუმში, 2015 წლის 31 დეკემბრის საღამოს და 2016 წლის 1 იანვარს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ „გრანდიოზული საახალწლო კონცერტის ჩატარების“ თხოვნით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმართა.
ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტის დაფინანსება 688 378 ლარით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 30 ნოემბრის ბრძანებით გადაწყდა.
სამინისტროს ინფორმაციით „ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხების მობილიზება მოხდა არსებული ეკონომიების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად მიღებულია ელექტრონული ტენდერების შედეგად. ამასთან, არსებული ეკონომიების საკმაოდ დიდი ნაწილის შესახებ სწორედ მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი“.
სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ „აღნიშნული ღონისძიებების დასაგეგმად მოლაპარაკებები სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს რამოდენიმე თვეა და ამ ეტაპზე მოძიებულ იქნა შესაბამისი პირი, ვინც უზრუნველყოფს სრული ღონისძიების ორგანიზებას, მათ შორის რამოდენიმე უცხოელი ცნობილი შემსრულებლის ჩამოყვანას, როგორიცაა ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ღონისძიების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს, ტრანსპორტირებას, სასტუმროს, საორგანიზაციო ხარჯებს, დეკორაციებს და ა.შ.“
სამინისტრო „შესაბამის პირთან“ [ვინც უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზებას], გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობას, როგორც აჭარის მთავრობისგან, ასევე შესყიდვების სააგენტოდან ითხოვს.
„აღნიშნული გალა კონცერტი დაუვიწყარ საახალწლო განწყობას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ამავდროულად რელევანტური პიარ-კამპანიის შემთხვევაში (რასაც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს) მოიზიდავს ტურისტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან. სწორედ ასეთი მასშტაბური ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას, მისი ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო კულტურულ რუკაზე და კულტურული ტურიზმის გზით რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ – მიაჩნიათ სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც ბათუმში პედაგოგი სცემა პოლიციელებმა 29 ნოემბერს დააკავეს.
ბრალდებული საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში თუ მიმალვაში მყოფი იპოვეს? – “ბათუმელების” ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს.
ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 44 წლის მამაკაცი ქუჩაში კომატოზურ მდგომარეობაში ნახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ის ნაცემი იყო. მამაკაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ნიშნავს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
29 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა პარაოლიმპიური ფესტივალი „ბათუმი 2015“. შეჯიბრებები გაიმართა ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში, ყრუ-მუნჯთა შორის მინი-ფეხბურთში, შაშში, ნარსა და დარსტში.
ფესტივალში მონაწილეობდნენ გუნდები ბათუმიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, გორიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან.
ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში ბათუმისა და გორის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მოიგო გორის გუნდმა; ხოლო ყრუ-მუნჯთა შორის ბათუმის გუნდს ერგო გამარჯვება, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა.
ზურაბ ფიფია
„2011 წლიდან ვთამაშობ ფეხბურთს, ჩვენს გუნდში, ძირითადად ნაომარი ბიჭები ვართ. ოთხნი ვართ აფხაზეთში რომ დავიჭერით და კიდურები დავკარგეთ. უკვე მეოთხე წელია თამაშდება საქართველოს ჩემპიონატი და ჩვენი გუნდი საპრიზო ადგილზე ყოველთვის ვართ. ასეთი შეჯიბრებები მნიშვნელოვანია, რადგან მეტი ხალხი ერთვება სპორტში. მოწვევა რომ მოგვივიდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და ჩამოვედით.
ბათუმის გუნდმა წელს მიიღო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა და უკვე კონკურენტუნარიანი გუნდია. ხელისუფლების მხრიდან დაფინანსება თუ ექნათ წარმატებას მიაღწევს“ – თქვა „ბათუმელებთან“ კომეტნირებისას გორის ამპუტირებულთა გუნდის კაპიტანმა ზურაბ ფიფიამ.
შედეგები
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
შაშში გამოვლენილი საპრიზო ადგილები:
I ადგილი – ავთო ჭახნაკია – ოზურგეთი
II ადგილი – ბადრი აფხაზავა – ზუგდიდი
III ადგილი – გივი ჩიქოვანი – ზუგდიდი
ნარდში გამოვლენილი საპრიზო ადგილები:
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
I ადგილი – გალაქტიონ ცქიფურიშვილი – ქუთაისი
II ადგილი – რევაზ ჩიქოვანი – ქუთაისი
III ადგილი – ავთანდილ აბულაძე – ბათუმი
დარსტში გამოვლენილი საპრიზო ადგილები ქალებს შორის:
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
I ადგილი – ხათუნა კახაძე – ბათუმი
II ადგილი – თინათინ გიორგაძე – ზუგდიდი
III ადგილი – ანა წიქარაშვილი – ბათუმი
დარსტში გამოვლენილი საპრიზო ადგილები კაცებს შორის:
პარაოლიმპიური ფესტივალი ”ბათუმი 2015”, 29 ნოემბერი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
I ადგილი – მირიან ჭანტურია – ქუთაისი
II ადგილი – გოჩა თავდგირიძე – ბათუმი
III ადგილი – გიორგი ბორჯელაძე – ბათუმი
ფესტივალი აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
„ეს ღონისძიება მეორედ ტარდება, პირველად 2013 წელს გაიმართა, მის შემდეგ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გაჩერებული ვიყავით“- უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გოჩა მუხაშავრიამ.
მარცხნივ ლევან ოდიშარია| ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
ფესტივალს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარიაც ესწრებოდა: მან „ბათუმელებთან“ მსგავსი ღონისძიების მნიშნველობასა და ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიზნებზე ისაუბრა:
ბატონო ლევან, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი რას აკეთებს პარაოლიმპიური სპორტის პოპურარიზებისთვის?
პარაოლიმპიური კიმიტეტის ძირითადი ამოცანაა პარაოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა და წარმატების მიღწევა. გვაქვს გარკვეული წარმატებები, მაგალითად ზვიად გოგოჭური ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ეს არის უსინათლოთა მსოფლიო ჩემპიონატი), ასევე პარამკლავჭიდელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოიტანეს ყველა სინჯის მედალი.
ბათუმში აგვისტოში ჩავატარეთ – პარაფარიკაობაში, პარაწოლჭიმში, და პარამშვილდოსნობაში შეჯიბრება, ასევე ვაპირებთ ქუთაისსა და თბილისშიც ჩატარებას.
ვაპირებთ ვესტუმროთ ბათუმს და განვახორციელოთ პროექტი, რომელსაც ჰქვია „სასკოლო პარაოლიმპიური დღეები“ და სკოლის მოსწავლეებს გავაცნოთ პარაოლიმპიური მოძრაობა და ჩვენი სპორტსმენები. სპორტსმენები სკოლის მოსწავლეებს ესაუბრებიან იმის შესახებ თუ როგორ ჩაერთვნენ პარასპორტში როგორ ვარჯიშობენ, როგორც ემზადებიან შეჯიბრებებისათვის და და როგორ შეცვალა პარაოლიმპიურმა მოძრაობამ მათი ცხოვრება. ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ თბილისში და დიდი ინტერესი დავინახეთ სკოლის მოსწაველეებში. 2016 წელს (თარიღი ზუსტად არ გვაქვს დადგენილი), ვესტუმრებით ბათუმს და ქუთაისს.
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მასობრივი გახდეს და მეტი შეზღუდული შესაძლებლომის მქონე პირი ჩაერთოს, გაუჩნდეს სურვილი იყოს აქტიური სპორტსმენი.
რატომ აირჩიეთ სკოლის მოსწავლეები?
ჩვენ სკოლებში არის ინკლუზიური კლასები. იმ თვალსაზრისით, რომ სკოლის მოსწავლეებმა სწორედ გაიაზრონ, და სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ თავიანთ თანაკლასელის მიმართ – მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და თანაბრად შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეალურად შეზღუდვები არ არსებობს. ვუშვებთ სპეციალურ ვიდეო-რგოლს, სადაც ასახულია როგორ ვარჯიშობენ, როგორ აღწევენ წარმატებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტმენები. ასეთ ღომისძიებას ცვლლებები შეაქვს მოსწავლეების წარმოდგენაში და სწორ წარმოდგენას უყალიბებს მათ თავიანთი თანაკლაასელის მიმართ.