უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 261 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 698 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 24 086 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 37 560 ერთეული [+50]
- MLRS – 1 654 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 145 571 ერთეული [+1 693]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 347 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 79 826 ერთეული [+190]
- სპეცტექნიკა – 4 074 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 184 უპილოტო საფრენი აპარატი
- 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 851 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 673 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 460 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 166 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით და სვამენ შეკითხვას: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის?
„პუტინს შეუძლია ეს ომი გააგრძელოს 1-2 წელი მბჟუტავი ომის სტატუსით“ – რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელი






