უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 539 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
- ტანკი – 8 042 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 15 459 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 14 363 ერთეული [+42]
- MLRS – 1 108 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 868 ერთეული [+5]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 459 ერთეული [+24]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 468 ერთეული [+61]
- სპეცტექნიკა – 2 420 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 704 უპილოტო საფრენი აპარატი
- 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 439 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 356 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 963 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 008 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook