მთავარი,სიახლეები

ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

21.02.2025
ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 21 თებერვალს, საღამოს 23:00 მონაცემებით, ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ამჟამად გათიშულია შარტავასა და ფიროსმანის მიმდებარე ქუჩები.

ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, გაზმომარაგების შეზღუდვა ამინდითაა გამოწვეული და ჯერ არ იციან, როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს.

„აბონენტები ინფორმირებული არიან, ჩართვის შესახებაც მიეწოდებათ ინფორმაცია,“ – უთხრა ვახტანგ ბერიშვილმა “ბათუმელებს”.

შეფერხებებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ორ ადგილას ხის დაცემამ გამოიწვია გაზის შეწყვეტა.

აჭარაში თოვლიანი ამინდია.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: