სიახლეები

ენა – ბურჯი ეროვნებისა

30.05.2012 • • 10445
ენა – ბურჯი ეროვნებისა

ნაზი მიქელაძე, აკადემიური დოქტორი

ენა (მეტყველება) საზოგადოებრივი ურთიერთობის უმთავრესი იარაღია. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ და აღწევენ გაგებინებას (კომუნიკაციას). ენა წარმოიქმნება კოლექტივში (საზოგადოებაში) და კვდება მის სიკვდილთან ერთად. ეს კოლექტივი შეიძლება იყოს გვარი, ტომი, ხალხი და ერი. მათგან გვარი არის ყველაზე ძველი და ამასთან ყველაზე მარტივი უჯრედი, საზოგადოების განვითარების ადრეული წარმონაქმნი. გვარების გაერთიანების შედეგად ვღებულობთ ტომს, ტომების გაერთიანება ქმნის ხალხს. ეთნიკურ ერთეულთა შორის ყველაზე მსხვილი და ამასთან ყველაზე მაღალი საფეხური არის ერი.

ტომები ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე ერთიანდებოდნენ მონათესავე კავშირებად, რომლებიც საუბრობდნენ  ერთსა და იმავე ენის სხვადასხვა კილოზე (დიალექტზე). ტომობრივი ენები ამჟამადაც არსებობენ, მაგალითად, ტომის ენებია: ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელების ენა (მაია-ენა, აცკეტური და ირეკოზული ენები და სხვა). ჩვენი ენებიდან ტომის ენას წარმოადგენს: მეგრული, ჭანური (ანუ ლაზური) და სვანური. სხვა ტომობრივი ენებია მაგალითად: დაღესტნური ენები: დიდოური, ნახურული, რუტურული და სხვა.

ხალხის ენები გვაქვს დაღესტანში, მაგალითად, ხუნძური (იგივე ავარიული), დარგუული, ლეზგიური, ლაკური, ტაბასარანული; ყაბარდოული (ყაბარდოს ავტონომიური რესპუბლიკა), ადიღეური (ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკა), ოსური (ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა).

ხალხის ენებს წარმოადგენს აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში შემავალი ენები: ედმურტული, მორდოვული, კომური… ასევე ციმბირის ხალხთა ენები: ევენკური, ჩუკჩური, კორიაკული, ნენცური, ხანტური, მანსიური და სხვა.

ეროვნული ენებია, მაგალითად, ქართული, რუსული, სომხური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, მოლდავური და სხვა.

ეროვნული ენები წარმოიქმნებიან არც თუ ისე შორეულად მონათესავე ხალხის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ერთად ცხოვრებისა და ერთიანი საურთიერთო ენის საჭიროების შემთხვევაში. მაგალითად, დღევანდელი იტალიური ენა და ერი ჩამოყალიბდა რომაელების, ბერძნების, ეტრუსკებისა და სხვა ხალხთა ურთიერთდაახლოებისა და შერწყმის შედეგად; ფრანგული ენა შეიქმნა გალების, რომაელების, ბრიტებისა და სხვა ენათა ურთიერთშეჯვარედინების საფუძველზე და სხვა.

ერის ცნების განსაზღვრებისას გამოყოფენ შემდეგ დამახასიათებელ ნიშნებს: საერთო ენა და ტერიტორია, ფსიქიკური და ეკონომიკური ერთობა. მაგრამ ამათგან უმთავრესი არის ერთიანი ენა და ტერიტორია.

სანიმუშოდ შეიძლება მოვიყვანოთ თურქეთსა და ირანში მცხოვრები წარმოშობით ქართველების საკითხი. მათი საურთიერთო, განსაკუთრებით ოფიციალურ-საქმიანი (სახელმწიფო) ენა არის თურქული (ან სპარსული), ტერიტორიასთან ერთად შეცვლილია მათი ფსიქიკაც; ისინი წერენ, აზროვნებენ და საუბრობენ არაქართულ (უცხო) ენაზე, ვერ ამჟღავნებენ ვერც ერთ ეროვნულ ნიშანს, რა გასაკვირია, თუ დაისმება კითხვა მათი ეროვნულობის შესახებ. მართალია, დღეს ხმარებაშია ტერმინები „თურქი ქართველები“, „თურქი მესხები“ და სხვა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ცნებები მიგვანიშნებს მათ წარმომავლობაზე და არა ეროვნებაზე! რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს, ისინი ჩვენი ერის დაკარგული შვილები არიან.

ენა არის თვითმყოფობისა და თავისთავადობის უპირველესი ნიშანია – მისი არსებობის საფუძველი. როგორც დიდი ილია ბრძანებდა „არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი სული და გული ენაა.“

ქართველი ერის ღირსეული შვილები ოდითგანვე სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ ენას, რადგანაც მათში ღრმად იყო გამჯდარი ეროვნული სულისკვეთება. ასე იბრძოდა აჭარის ქართველობა საკუთარი ენისა და მამულის დასაცავად. მათ გმირულად სძლიეს თურქ-ოსმალოთა ასიმილაციას და სისხლის ფასად შეინარჩუნეს მშობლიური ენა, რამეთუ იცოდნენ, რომ ქართული ენა იყო ჩვენი საამაყო წინაპრების ენა, აკვანში გამოტარებული „იავნანას ენა“ და უტყუარი ნიშანი ჩვენი ხალხის უძველესი და უმდიდრესი კულტურისა, ჩვენი გმირული ცხოვრების მატეანე, ბურჯი ეროვნებისა, მამა-პაპათა ცრემლნაბან სისხლში განბანილი უძვირფასესი საუნჯე ერისა.

რამდენი დიდი იმპერია, რამდენი დიდი ქვეყანა და ხალხი გადაშენებულა და აღგვილა მიწისაგან პირისა. რა კატაკლიზმები არ გადახდომია თავს, რამდენ ქარტეხილს არ ჩაუვლია ჩვენზე, მაგრამ  ამ ციცქნა ერმა მაინც გმირულად დაიცვა საკუთარი მიწა და ენა.

ვინც პატივს არ სცემს მშობლიურ ენას, არ უყვარს იგი, მას არც სამშობლოსა და მშობლების სიყვარული შეუძლია!

როგორც მშობელ დედას პატრონობს და თავს ევლება ქართველი კაცი, ისე უფრთხილდებოდა იგი ყოველთვის ქართულ ენას, ამიტომაც უწოდა მას „დედაენა“.

ჩვენი დიდი მამულიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართველი კაცი ყველაზე ახლობელს, სანუკვარს და ძვირფასს დედას უწოდებს, მშობელ ქვეყანას – დედასამშობლოს, უმთავრეს ქალაქს – დედაქალაქს, მთავარ აზრს – დედააზრს, ძირითად საყრდენ ბოძს – დედაბოძს, გუთნის წინამძღოლ მამაკაცსაც  კი -გუთნის დედას და, რა გასაკვირია, თუ მშობლიურ ენას  დედაენას დაარქმევდა?!“(ილია ჭავჭავაძე).

ჩვენი სათაყვანებელი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი მშობლიურ ენას დიდ შემეცნებითს და საგანმანათლებლო ფუნქციას აკისრებდა და აღნიშნავდა, მის გარეშე შეუძლებელია მოზარდში სამშობლოსადმი ჭეშმარიტი სიყვარულის ჩანერგვა და სრულყოფილი ცოდნის შეძენა.

ქართული ენა ძველთაგანვე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მას, როგორც ძვირფასეროვნულ საუნჯეს, ხოტბა-დიდებას ასხამდნენ იმ დროისათვის მსოფლიოში სახელგანთქმული სწავლულები: იოანე ზოსიმე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. მათ შორის საგულისხმოა იოანე ზოსიმეს აზრი, გამოთქმული ნაშრომში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, სადაც ქართული ენა ღვთით კურთხეულ  ენად არის მოხსენიებული და რომ მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ღმერთი ამ ენაზე განიკითხვას ქვეყანას.

თანამედროვეობის დიდი ქართველი მეცნიერი, ლინგვისტი ნიკო მარი ქართულ ენას „მსოფლიო დონის“ ენად განიხილავდა და აცხადებდა: „ამ ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც შეიძლება დედამიწაზე გამოითქვას რა გინდ რა ენით… შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.“

იაკობ გოგებაშვილის დახასიათებით, „ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“… იგი არის „ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა… განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“.

აკადემიკოს შოთა ძიძიგურს ქართული ენა ნაციონალური თვითშეგნების მთავარ იარაღად მიაჩნდა.

ქართული ენის ბუნებით, მისი თავისებურებითა და გამოხატვის შესაძლებლობებით ოდითგანვე მოხიბლულნი იყვნენ უცხოეთის ცნობილი ლინგვისტები, ქართველოლოგები: მარი ბროსე, ჰანს ფოგტი, რენე ლაფონი, პ. უსლარი, გიორგი კლიმოვი და სხვები.  მოგვაქვს ზოგიერთი მათგანის გამონათქვამები: „ქართული მშვენიერი ენაა, მოქნილი და ზუსტი, ორიგინალური აგებულებისა“ (რენე ლაფონი, ფრანგი _ 1899-1975 წწ); „ქართული საოცარი ენაა, იგი არც ერთ ევროპულ ენას არ ჩამოუვარდება~ (მარი ბროსე, ფრანგი _ 1802-1880წწ); „სხვა ეგეთი ანბანსრული ენა ქვეყანაზე არა მეგულება“ (პ.კ. უსლარი, რუსი _ 1816-1875წწ).

დღეს, XXI საუკუნეში, როცა ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა ნანატრი თავისუფლება,  როცა ქართული ინტელიგენცია დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა ჩვენი ენის სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი სტატუსის მოპოვებასა და ამაღლებაზე, მივიღეთ დამცირებული, უფლებააყრილი, დაკნინებული და დანაგვიანებული ენა, რომელშიც ათასგვარი, სრულიად არასაჭირო უცხო ენობრივი პლასტებია შემოჭრილი და სასაუბრო მეტყველებასა და  სალიტერატურო ენის ძირითად ლექსიკურ ფონდში განუკითხავად ინერგება და მკვიდრდება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იხმარება ისეთი უცხო ენობრივი ფორმები, რომელთა შესატყვისები მრავლად მოგვეპოვება ჩვენს ენაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სესხება მეტ-ნაკლებად ხდება ყველა ენაში, მაგრამ ამ პროცესს თვალყურს უნდა ადევნებდეს სახელმწიფო. სესხება მაშინ არის გამართლებული, როცა ენას არ მოეპოვება შესატყვისი სიტყვა. ამ შემთხვევაში ნასესხები სიტყვები ამდიდრებენ ენას, უცხო სიტყვების შეუზღუდავად და უკონტროლოდ შემოტანა ენაში კი აბინძურებს და საფრთხეს უქმნის სალიტერატურო ენას. არადა, დღეს არანაირი დაცვითი მექანიზმი არ არსებობს, არც ენის სახელმწიფო პალატა ფუნქციონირებს, მაშ, ვინ უნდა დაიცვას ჩვენი ენა?!

„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“ – ბრძანებდა დიდი ილია და გვფრთხილებდა, რამდენად ძვირფასია ენის კულტურის დაცვა და შენარჩუნება ქვეყნისთვის. ერის დამდაბლება ენის დაცემით იწყებაო, – გვმოძღვრავდა ჩვენი ენის უდიდესი ქომაგი გრიგოლ ორბელიანი, როცა ამბობდა: „ერის ცხოვრება, მისი ისტორია დაცულ არს ენით… რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას.“

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მსოფლიოში 5651 ენას ითვლიან, ამათგან საკუთარი დამწერლობა (შრიფტი) მოეპოვება 14 ენას, მათ შორისაა ქართულიც, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ენის დიდ სიძველეზე, კულტურასა და ღირსებაზე მიგვითითებს.

გადაბეჭდვის წესი