უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 578 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
- ტანკი – 8 390 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 16 161 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 16 086 ერთეული [+30]
- MLRS – 1 131 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 907 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 853 ერთეული [+21]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 407 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 21 739 ერთეული [+52]
- სპეცტექნიკა – 2 697 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 631 თვითმფრინავი
- 278 ვერტმფრენი
- 28 734 უპილოტო საფრენი აპარატი
- 556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 732 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 393 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 12 597 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 225 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ამავე თემაზე: