მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივლისი

15.07.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 560 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 8 214 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 826 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 15 324 ერთეული [+62]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 892 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 148 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 623 ერთეული [+85]
  • სპეცტექნიკა – 2 569 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 6287 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 622 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 551 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 586 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 378 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 916 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 710 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ 

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: