რეკლამა,სიახლეები •

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა 

24.11.2026
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა 

თიბისიმ ზესტაფონში განახლებული ფილიალი გახსნა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ფილიალში ხელმისაწვდომია სრული საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება, პირადი ბანკირის სერვისი და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24/7 თვითმომსახურების სივრცე.

ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება.

ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს – გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: