მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 სექტემბერი

17.09.2022 • 1604
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 2 202 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 701 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 1 306 ერთეული [+4]
  • MLRS – 312 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 251 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 216 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 911 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 236 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 571 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 121 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 973 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 837 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 393 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 640 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ომის დასრულებაზე საუბარი ძალიან ადრეა – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი

რატომ შეჩერდა კონტრშეტევა და რისთვის ემზადება უკრაინა ამჯერად? – ნახეთ კვირის ანალიზი:

მგონი უკვე პუტინიც უშვებს რუსეთის ამ ომში დამარცხებას – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: