მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

14.09.2022 • 1093
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 180 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 665 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1 290 ერთეული [+11]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 246 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 215 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 908 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 501 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 120 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 948 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 921 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 835 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 386 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 552 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა:

[yellow_box]როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: