უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 751 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
- ტანკი – 9 514 ერთეული [+0]
- ჯავშანტექნიკა – 19 535 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 21 055 ერთეული [+12]
- MLRS – 1 253 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 022 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 042 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 857 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 30 948 ერთეული [+49]
- სპეცტექნიკა – 3 633 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 649 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 37 354 უპილოტო საფრენი აპარატი
- 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 685 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 19 085 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 29 061 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.