მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ბულვართან ახლოს ნაკვეთს ასხვისებს – აუქციონი

09.08.2022
აჭარის მთავრობა ბულვართან ახლოს ნაკვეთს ასხვისებს – აუქციონი

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვართან ახლოს, ვაჟა ფშაველას #1-ში, მდებარე მიწის ნაკვეთი  საიჯარო წესით გასასხვისებლად უპირობო აუქციონზე გაიტანა. ნაკვეთი 6636 კვ.მეტრია, მთავრობა მხოლოდ 341 კვ.მეტრს ასხვისებს.  ბოლო წლებში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებს.

აუქციონში გამარჯვებულს ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა 2025 წლის 8 ივლისამდე  ვადით ექნება. სარგებლობის საფასური გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  წლის განმავლობაში თანაბარწილად, ყოველ მესამე თვეს უნდა გადაიხადოს.

ქონების საწყისი ფასი 80 000 ლარია, ბიჯი – 200 ლარი. აუქციონი დღეს 9 აგვისტოს გამოცხადდა და 24 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: