უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 531 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
- ტანკი – 8 001 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 15 372 ერთეული [+35]
- საარტილერიო სისტემა – 14 106 ერთეული [+54]
- MLRS – 1 106 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 861 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 260 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 298 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 181 ერთეული [+47]
- სპეცტექნიკა – 2 367 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 188 უპილოტო საფრენი აპარატი
- 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 706 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 757 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღების შემდეგ დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა