უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 534 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
- ტანკი – 8 019 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 15 398 ერთეული [+15]
- საარტილერიო სისტემა – 14 195 ერთეული [+61]
- MLRS – 1 108 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 355 ერთეული [+50]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 321 ერთეული [+13]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 248 ერთეული [+44]
- სპეცტექნიკა – 2 377 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 311 უპილოტო საფრენი აპარატი
- 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 406 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 785 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 840 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა