უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 710 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770]
- ტანკი – 9 253 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 18 766 ერთეული [+40]
- საარტილერიო სისტემა – 20 314 ერთეული [+34]
- MLRS – 1 245 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 676 ერთეული [+57]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 28 802 ერთეული [+119]
- სპეცტექნიკა – 3 620 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 551 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 673 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 157 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.