მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივლისი

10.07.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 554 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 8 180 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 15 715 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 15 051 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 8830 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 973 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 269 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 2 531 ერთეული [+15]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 626 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 496 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 545 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 373 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 515 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 559 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: