მთავარი,სიახლეები

47 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით – 29 ნოემბრის მონაცემები

29.11.2021
47 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით – 29 ნოემბრის მონაცემები

29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1 954 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 20 068 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 47 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო 7 დღის – 9,04%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარაში – 105, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 106, კახეთში – 84, მცხეთა-მთიანეთში – 46, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 606 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: