მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 1382 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

02.08.2022
აჭარაში კოვიდის 1382 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ პერიოდში ჩატარდა 76 309 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 6 005 ახალი  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა იმერეთი – 1 458 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი აჭარა – 1 382 ახალი შემთხვევა.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 15.47 პროცენტი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: