მთავარი,სიახლეები

კოვიდი აჭარაში 139 პირს დაუდასტურდა | ახალი შემთხვევები ისევ იკლებს

23.12.2020 • 1518
კოვიდი აჭარაში 139 პირს დაუდასტურდა | ახალი შემთხვევები ისევ იკლებს

23 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩატარდა 1278 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო 24 საათში რეგიონში 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორი პირი გარდაიცვალა კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 69 პაციენტმა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 629 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 673 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა, 51 პაციენტი გარდაიცვალა. 

საქართველოს კოვიდრუკაზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილებია თბილისი და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. 10 დეკემბრიდან დღემდე სტატისტიკა ასეთია:

  • 10 დეკემბერი – 331 ახალი შემთხვევა
  • 11 დეკემბერი – 313 ახალი შემთხვევა
  • 12 დეკემბერი – 333 ახალი შემთხვევა
  • 13 დეკემბერი – 219 ახალი შემთხვევა
  • 14 დეკემბერი – 212 ახალი შემთხვევა
  • 15 დეკემბერი – 263 ახალი შემთხვევა
  • 16 დეკემბერი – 280 ახალი შემთხვევა
  • 17 დეკემბერი – 228 ახალი შემთხვევა
  • 18 დეკემბერი – 230 ახალი შემთხვევა
  • 19 დეკემბერი – 197 ახალი შემთხვევა
  • 20 დეკემბერი – 142 ახალი შემთხვევა
  • 21 დეკემბერი – 84 ახალი შემთხვევა
  • 22 დეკემბერი – 191 ახალი შემთხვევა
  • 23 დეკემბერი – 139 ახალი შემთხვევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: