უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 519 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
- ტანკი – 7 879 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 15 144 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 13 644 ერთეული [+51]
- MLRS – 1 098 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 837 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 358 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 010 ერთეული [+28]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 278 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 18 618 ერთეული [+56]
- სპეცტექნიკა – 2 267 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 611 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 25 514 უპილოტო საფრენი აპარატი
- 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 308 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 302 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 413 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: