სიახლეები

დღეს ბათუმში ფემინისტური ფესტივალი იხსნება

05.07.2019 • 1458
დღეს ბათუმში ფემინისტური ფესტივალი იხსნება

 

5-7 ივლისს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ბათუმში რიგით მესამე ფემინისტურ ფესტივალს გამართავს. ფესტივალის წლევანდელი თემა სოლიდარობაა და დაგეგმილი თითქმის ყველა ღონისძიება მასთან იქნება კავშირში.

ფესტივალი დღეს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ინტერაქციული პანელით გაიხსნება, სადაც მომხსენებლები სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 17:00 საათიდან ფესტივალი ბათუმის ცენტრალურ (6 მაისის) პარკში გადაინაცვლებს, სადაც სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი:

ფემინისტური ქვიზები – ინტელექტუალური თამაში იმ ქალებისა თუ მოვლენების შესახებ, რომლებზეც მეტი უნდა ვიცოდეთ;

FEMx – TEDx-ის ინსპირაციით შექმნილი შესაძლებლობა ადგილობრივი ქალებისთვის, მოკლედ გაუზიარონ აუდიტორიას საკუთარი ცხოვრების, წარმატების, გამოცდილების შესახებ;

ცოცხალი ბიბლიოთეკა – სხვადასხვა შეხედულებებისა და თაობის წარმომადგენელი ფემინისტები ცალ-ცალკე მაგიდებთან შეხვდებიან, გაესაუბრებიან და უპასუხებენ დაინტერესებულ სტუმართა შეკითხვებს.

მეორე დღის ბოლოს მოეწყობა ფემინისტური ტური – მსურველები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის სხვადასხვა ლოკაციას ეწვევიან და გიდისგან ადგილზევე შეიტყობენ, თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ფემინისტებისთვის.

ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხით ქალების ურთიერთმხარდაჭერის აუციელბლობასა და საჭიროებებზეც.

მოგვიანებით ჩატარდება ციფრული უსაფრთხოების ვორკშოპი, სადაც დამსწრეები თეორიულად და პრაქტიკულად ისწავლიან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი პირადი მონაცემები და უსაფრთხოება ონლაინ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნების –  “sHERos – ქალები აგვისტოს ომიდან”,  “ფემინისტური საკითხავი” და კვლევის „ქალები ქართულ პრესაში” პრეზენტაციები.

ფემინისტური ფესტივალი ქალთა ფონდმა საქართველოში პირველად 2017 წელს,  ქუთაისში ჩაატარა, ხოლო გასულ წელს თემით – „ჩაგვრა და პრივილეგია“ თელავს ესტუმრა.

5 ივლისი:

  • 4:20-6:20 – თანამედროვე ხელოვნების სივრცე: „რა არის სოლიდარობა“ – ეთუნა ნოღაიდელი
  • 5:20-6:20 – თანამედროვე ხელოვნების სივრცე: „ზრუნვისა და სოლიდარობის პოლიტიკური მნიშვნელობა“ -ანი გოგბერაშვილი
  • 6:20-7:20 – ცენტრალური პარკი: FEMx: მედეა მოწყობილი, ჰურიე აბაშიძე, ანა ახალაძე, ანასტასია ქაჯაია
  • 7:20-8:20 – ცენტრალური პარკი: ცოცხალი ბიბლიოთეკა

6 ივლისი:

  • 4:00-5:00 – თანამედროვე ხელოვნების სივრცე: ’sHEROs -ქალები აგვისტოს ომიდან“ – სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, ნარგიზა არჯევანიძე
  • 5:00-6:00 – ცენტრალური პარკი: „ინდივიდუალური ბრძოლები, საერთო მარცხი ფემინისტურ აქტივიზმში“ – ნუკრი ტაბიძე
  • 6:00-7:00 – ცენტრალური პარკი: FEMx: მარი კორინთელი, მანანა ბოლქვაძე, ალა პარუნოვა, ირა სილანტევა
  • 6:00-8:00 – ცენტრალური პარკი: ფემინისტური ტური ბათუმში. ეთუნა ნოღაიდელი, მთხრობელები: შოთა გუჯაბიძე, სოფო ჟღენტი

7 ივლისი:

  • 3:00-4:00 – თანამედროვე ხელოვნების სივრცე: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები – საერთო პასუხისმგებლობის საგანი
  • 4:00-5:00 – თანამედროვე ხელოვნების სივრცე: ციფრული უსაფრთხოების ვორკშოფი – სალომე მერკვილაძე
  • 5:00-5:30 – წიგნები ბათუმში: კვლევის „ქალები ქართულ პრესაში“ პრეზენტაცია – ანა ბაქანიძე
  • 5:30-6:00 – წიგნები ბათუმში: წიგნის „ფემინისტური საკითხავი“ პრეზენტაცია – მარიამ ჭანჭალეიშვილი
  • 6:00-8:00  – ცენტრალური პარკი: ფემინისტური ქვიზი – ნეო შანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: