უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 675 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
- ტანკი – 9 027 ერთეული [+13]
- ჯავშანტექნიკა – 18 053 ერთეული [+51]
- საარტილერიო სისტემა – 19 533 ერთეული [+23]
- MLRS – 1 232 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 152 ერთეული [+48]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 26 908 ერთეული [+93]
- სპეცტექნიკა – 3 448 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 33 747 უპილოტო საფრენი აპარატი
- 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 304 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 313 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია






