მთავარი,სიახლეები

ხუთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიდიან

16.12.2018
ხუთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიდიან

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში ყველაზე პოპულარული მიმართულება გერმანია იყო.

2018 წლის ნოემბერში საქართველოს 6 353 მოქალაქე გაემგზავრა გერმანიაში, მათგან 19-ს კი უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე.

სტატისტიკის თანახმად, შენგენის ზონის მიმართულებით ყველაზე მეტი, საქართველოს 7 646 მოქალაქე, გერმანიაში გაემგზავრა ოქტომბერში და სექტემბერშიც – ოქტომბერი – 7 646 [მათგან 19-ს უარი ეთქვა შესვლაზე], სექტემბერი – 6 470 [მათგან 13-ს უარი ეთქვა შესვლაზე].

მეორე ადგილზეა იტალია – ამ ქვეყანაში ნოემბერში საქართველოს 5 936 მოქალაქე გაემგზავრა, მათგან 51 მოქალაქეს უარი ეთქვა იტალიაში შესვლაზე. 2018 წლის ოქტომბერში იტალია ასევე პოპულარული მიმართულება იყო, სულ 5 888 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში და მათგან 26-ს უარი ეთქვა შესვლაზე.

მესამე ადგილზეა საბერძნეთი – 3 458 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში საბერძნეთის მიმართულებით და მათგან 12 ქვეყანაში არ შეუშვეს. ოქტომბერში საბერძნეთი, ასევე, მესამე ადგილზე იყო – 3 569 მოქალაქე [მათგან 14-ს უარი ეთქვა შესვლაზე] და სექტემბერშიც – 4 379  [მათგან 13-ს უარი ეთქვა შესვლაზე].

მეოთხე ადგილზეა პოლონეთი – აქ სულ საქართველოს 3 289 მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში და მათგან 18-ს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. პოლონეთის მიმართულება პოპულარული იყო ოქტომბერშიც – 3 059 [მათგან 19 პოლონეთში არ შეუშვეს].

მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია – ამ ქვეყანაში საქართველოს 2 882 მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში და მათგან 33 საფრანგეთში არ შეუშვეს. ოქტომბერში საფრანგეთში საქართველოს 2 990 მოქალაქე გაემგზავრა და მათგან 11-ს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.

ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ხშირად მიემგზავრებიან ესპანეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში და კვიპროსზე.

სტატისტიკის თანახმად ნოემბერში ყველაზე ნაკლებად საქართველოს მოქალაქეები ისლანდიის მიმართულებით გაემგზავრნენ – სულ 4 მოქალაქე.

_____________

მთავარი ფოტო: pexels.com

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: