მთავარი,სიახლეები

რაულ თავართქილაძეს ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება

30.11.2018 • 1552
რაულ თავართქილაძეს ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება

დღეს, 30 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრი, რაულ თავართქილაძე, ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

რაულ თავართქილაძე ბათუმის საკრებულოში აქამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო. იგი პარტიის აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

რაულ თავართქილაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ 19 ნოემბერს დატოვა ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ოფისების ხელმძღვანელებთან ერთად. მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელი გახდა პარტიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.

„ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას,“ – განაცხადა მაშინ რაულ თავართქილაძემ.

ამავე თემაზე: 

აჭარაში “ევროპული საქართველოს” ოფისების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: