დღეს, 28 აგვისტოს, „ბათუმელებმა“ მიკროავტობუსები, რომელშიც სავარაუდოდ კოორდინატორები ისხდნენ, არაერთ საარჩევნო უბანთან შენიშნა მაგალითად ბათუმში, #62-ე უბანზე, რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, “ბათუმელების” ჟურნალისტი მანქანას მაშინ მიუახლოვდა, როცა ერთ-ერთი ქალი ტელეფონზე საუბრობდა ტექსტით: “ლევანი იყო, ისინი ცოლ-ქმარი არიან”.
ასევე, დღის განმავლობაში თეთრი და ლურჯი მიკროავტობუსები დგას ბათუმში 54-ე და 68-ე უბნებთან.
გარდა ამისა, მანქანებში უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული სიებით ოზურგეთში, #8 და #3 უბნებთან. “ბათუმელების” კითხვაზე, თუ რა სქემით მუშაობენ, ისინი არ საუბრობენ:
https://www.facebook.com/batumelebi/videos/452773965126618/
ამავე თემაზე:
ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან