მთავარი,სიახლეები

დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს

05.07.2016 • 3062
დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს

ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა.

ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია.

tbaaaaaaaaaa6 მაისის პარკი ნური გელის ტბასთან ერთად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ეკუთვნის. პატარა ტბა, საზღვაო აკადემიასა და პარკს შორის მდებარეობს. ამ ტბასა და ნურიგელის ტბას შორის კი ავტოპარკინგია მოწყობილი. ავტოპარკინგიც დელფინარიუმის საკუთრებაშია. ტბის ირგვლივ კი, რომელიც დღეს ორი მხრიდან ხის ღობითაა შემოსაზღვრული, რაიმე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილი არ არის.

IMG_20160702_191319PANO_20160702_191137

გადაბეჭდვის წესი


ასევე: