Batumelebi | მოწამვლის შვიდი შემთხვევა ბათუმში “შემოიხედე გენაცვალე”-ში სტუმრობის შემდეგ მოწამვლის შვიდი შემთხვევა ბათუმში “შემოიხედე გენაცვალე”-ში სტუმრობის შემდეგ – Batumelebi

მოწამვლის შვიდი შემთხვევა ბათუმში “შემოიხედე გენაცვალე”-ში სტუმრობის შემდეგ

ბათუმში დღეს, 5 ივლისს, 7 ადამიანი მოიწამლა რესტორან “შემოიხედე გენაცვალეში” სტუმრობის შემდეგ – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

“ჩვენი ინფორმაციით, შუადღეზე ორმა ადამიანმა მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მოწამვლის ნიშნებით, საღამოს კი ხუთი ადამიანი გადაიყვანა “შემოიხედე გენაცვალედან” სასწრაფო დახმარების მანქანამ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განუცხადა “ბათუმელებს” კობა ნაკაიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

კობა ნაკაიძე ამბობს, რომ პაციენტების ნაწილმა “შემოიხედე გენაცვალეში” ხინკალი მიირთვა, თუმცა აბსოლუტურად ყველა მათგანმა მიირთვა სალათი “ცეზარი”. “თვითონაც აღნიშნეს, გემო არ მოგვეწონა, მაგრამ მაინც ჭამეს, რატომღაც,” – აღნიშნა კობა ნაკაიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად იღებენ ანალიზებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გარდა საკითხზე მუშაობს აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც რესტორანში ამოწმებს საკვებ პროდუქტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com