ველორბოლა, შეჯიბრი სირბილში – ბულვარსა და „ჰილტონის“ კიბეებზე

დღეს, 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო, რომელსაც „ჰილტონის“ ქსელი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ახორციელებს. მარათონი – „შემოვიაროთ მსოფლიო ერთ დღეში“, ბათუმში სპორტული აქტივობებით დაიწყო. დილის 11 საათიდან, ბათუმის ბულვარში ველომარათონი მიმდინარეობს, სადაც პროფესიონალ ველომრბოლელებთან ერთად, მოყვარულებიც მონაწილეობენ. „ზოგი 5 კილომეტრს გადის, ზოგი ცხრას. შემდეგ ჩვენ ვაჯამებთ კილომეტრებს და ასე ვაგროვებთ 40075 კმ-ს  დედამიწის …

დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს

ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს. „2013 წლის …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში სულ 456 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 361 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 61 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომის გამო, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

დავით ბალაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი აჭარაში წინა წელთან შედარებით – 29%-ით გაიზარდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმდინარე, ახალი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაჯამეს. შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ბულვარშ არა ნაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად გაიტანეს და ვაჭრობის …

ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი ბათუმში

„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის რუსულენოვანი, ამიტომაც გამოიყენეს წამყვანებმა რუსული“, – ასე ამართლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენებას. სეზონი ბათუმის ბულვარში 28 მაისს გაიხსნა. საკონცერტო ნომრებს შორის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე წამყვანებმა აუდიტორიას ქართულის გარდა რუსულ ენაზეც მიმართეს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ ვერ ხედავს პრობლემას სახელმწიფო უწყება …

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა. უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული …

ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს …

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში ასლან აბაშიძეს განაჩენს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან აბაშიძის მაღალჩინოსნებიც: უშიშროების ყოფილი მინისტრი _ იოსებ გოგიტიძე და პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს ჯემალ გოგიტიძისა და ელგუჯა ჯინჭარაძის მიმართაც. ისინი „ვარდების რევოლუციის“ …

ჟუჟანა ჯაკაბი: საყოველთაო დაზღვევა საუკეთესო ინვესტიციაა

9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც აჭარაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვები ძირითადად საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის …

გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

სანამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს უზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების და სამოქმედო პროგრამის შესახებ, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან – მათი თქმით, თითქმის ერთი თვეა მდინარე ბარცხანა ნავთობითაა დაბინძურებული და აქ მცხოვრებ ოჯახებს ძლიერი სუნი აწუხებთ. „იძახიან მიწიდან ამოდისო, …

გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი

საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და …

დისკუსია საჯარო სივრცეებში ჰომოფობიის შესახებ [ანონსი]

დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე. ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების …

ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში. მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე …

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც …

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში …

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს

„უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი განმარტებით, ბიუროს სხდომაზე უკვე უნდა დასმულიყო ეს საკითხი იმისთვის, რომ მორიგი სხდომისთვის პროცედურების გავლა მოესწროს. პეტრე ზამბახიძემ და კიდევ 6-მა დეპუტატმა არჩილ ხაბაძის გადაყენების მოთხოვნა უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად 23 მაისს დაარეგისტრირა. „უნდა გაიმართოს სხდომა, რომ ვთქვათ ჩვენი …

ბსუ-ს სტუნდეტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

გერმანიის სასტუმროებში სასწავლო პრაქტიკას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან. ტურიზმის ფაკულტეტის 78 სტუდენტი ორ ეტაპად გაემგზავრება გერმანიაში. 10 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ისინი გაეცნობიან სასტუმროს სტრუქტურულ ერთეულებს და ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „სტუდენტები შევარჩიეთ აკადემიური მოსწრების მიხედვით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ …

“სლავა 2015” ტროტუარის აღდგენას აღარ აპირებს

“ტროტუარის აღდგენას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს სასამართლოს არ დაუვალებია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანიის „სლავა 2015“-ის იურისტი, გურამ ღოღობერიძე. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენა, სადაც წერია, რომ კომპანია უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. იურისტის განმარტებით, მათთან მერიას არ უდავია მიყენებული ზიანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის კუთხით. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის …

სცენა ბულვარის კოლონადებში და ქოხები საზაფხულო თეატრთან

საფესტივალო ქოხებს საზაფახულო თეატრთან აშენებენ. ქართული ორნამენტებით გაწყობილ ქოხებში სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია გაიყიდება: ხელნაკეთი ნივთები, მუსიკალური ატრიბუტიკა, ქართული ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვა. საფესტივალო ქოხებს პროექტის „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში დგამენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტოს პროგრამის „Check in Georgia“ ნაწილია. ამავე პროექტის ფარგლებში, ბულვარის კოლონადებთან უკვე მოწყობილია სცენა საკონცერტო გამოსვლებისთვის. პროექტის „ჰიტ ბათუმის“ პრესსამსახურის, …

პატარა დელფინის ვიდეოკადრები ბათუმის დელფინარიუმიდან

ბათუმის დელფინარიუმი ახალდაბადებული დელფინის კადრებს ავრცელებს: ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ, 7 ივნისს, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.

გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში. „საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის …

გარემოს დაცვის კონფერენციის დელეგატები ბათუმის ბულვარში

ბულვარში, მაგნოლიის ნერგთან, გარემოს დაცვის კონფერენციის მონაწილე დელეგატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქვე „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა კოსტიუმირებული შოუ მოაწყვეს. ფოტოების გადაღება ბათუმის ბულვარში გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო. ფოტოს გადაღესაღებად სპეციალურად გამოკრულ ბანერთან მისვლა 5 წუთით დაიგვიანა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ხოლო გადაღებისთვის გამზადებული სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი დაახლოებით 20 წუთი ალოდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. …

მინისტერიალზე „ბათუმის დეკლარაციას” მიიღებენ

დღეს, 8 ივნისს, ბათუმში გახსნილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ და სამოქმედო პროგრამას ჰაერის სისუფთავის შესახებ. კონფერენციაზე გაეროს წევრობის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა, მარკო კაინერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს საფუძველი 1991 წელს, სორბისში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩაეყარა და მთავარი …

30 000-ზე მეტი ლარი ბათუმის მერიისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბათუმის მერიას სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს კიდეც, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში დამატებით 17 500 ლარი გაითვალისწინა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა. აღნიშნული პირები„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. „ბათუმის კორპუსმა“ …

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ. ყველა ახალი …

დაემუქრა თუ არა განათლების მინისტრის მოადგილე პედაგოგებს

28 მაისს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში, სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მიიწვია. ტრენინგზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩართეს. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტრო, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ერთი კვირის შემდეგ ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „თაღლითური გზით“ მიყვანილ პედაგოგებში „ნაციონალური მოძრაობის …

ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (EFE) გაიხსნა

ჰაერის ცუდი ხარისხი და კლიმატის ცვლალებადობა – ორი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პან-ევროპულ რეგიონში – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში. გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა პრობლემებზე, 8-10 ივნისს ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალი იმსჯელებს და შედეგად – შესაბამის მიმართვას “ბათუმის დეკლარაციასაც” მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით …

„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

7 ივნისს, ბათუმის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მონაწილეთა დაჯილდოება. პროექტში მონაწილე ბათუმის სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაზეთმა “ბათუმელებმა” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერი გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს [ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა] – პლანშეტური კომპიუტერები. იხილეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი: ამავე თემაზე …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალშობილი დელფინისა და დედის უსაფრთხოების გამო, მათ შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოუწიათ. მათივე ცნობით, დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. მან …

სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიამ ჯიხურები შეისყიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, ბათუმში სუვენირებით 40 პირი ვაჭრობს. მერიამ კი მათთვის მხოლოდ 25 ჯიხური შეისყიდა. როგორ მოახერხებს მერია დარჩენილ 15 პირთან მოლაპარაკებას? – ამაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრი …

ბათუმის საკრებულოს წევრები ქუჩების ტრანსპორტით გადატვირთვაზე

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მანქანების არასწორად გაჩერების გამო ბათუმში მწვანე გაზონები ზიანდება. დაისვა უკანონო პარკირების აღკვეთის საკითხიც. „მე პირადად ვიცი, რომ ბათუმში ე.წ. ფარეხთან უკანონო პარკირებაა“ – აღნიშნა დიმა დარჩიამ. ჯაბა …

მოძრავი სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში

საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ის ორი ავტმობილი წარუდგინა, რომელიც დღეიდან მოქალაქეებს ადგილზე საგადასახადო მომსახურებას გაუწევს. ნოდარ ხადურის თქმით, მოძრავი ორი სერვისცენტრიდან ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთ საქართველოში წინასწარ განსაზღრული გრაფიკით იმუშავებს. „ჩვენ ის შესაძლებლობა არ აგვაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ ცენტრში სტაციონალური სერვისცენტრი გვქონდეს, ამიტომ …

Exit mobile version