ბათუმში ელექტრონული და სახიფათო ნარჩენების დამუშავების საწარმოს გახსნა იგეგმება

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „კორეან ელექტრონიქსი“ ელექტრონული/სახიფათო ნარჩენების დასაწყობება-დამუშავებას გეგმავს. საუბარია საწარმოზე, რომლის მაქსიმალური წარმადობა იქნება 2 600 ტონა ელექტრონული ნარჩენი წელიწადში. დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკოპინგის პროცედურის გავლას. სკოპინგის დასკვნით კი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი თუ შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. …

წელს ბსუ-ში 2013 სტუდენტი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წელს, ეროვნული გამოცდებით, ბსუ-ში, 2013 სტუდენტი ჩაირიცხა. „შარშანდელთან შედარებით წელს 150 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა [შესაბამისად, 2163 სტუდენტი] და ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან უკვე დაანონსდა მეორადი ჩარიცხვებიც“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბსუ-ში. მათივე ინფორმაციით, ბსუ-ში ამ დროისთვის 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ბსუ-ს ინფორმაციით, წელს მოთხოვნადი მიმართულებებია: ინგლისური ფილოლოგია ფსიქოლოგია საერთაშორისო …

ბათუმში ავტომანქანა სქროლს დაეჯახა – დაშავდა მამა-შვილი

დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა. თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს. გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ …

„უცხოელებს ადვოკატად გაეცნო და 58 000 ლარი მიისაკუთრა“ – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც შს სამინისტრო წერს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ …

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „გამჭვირვალობა“ დაიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკური პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა ორგანიზაციამ. მათი ინფორმაციით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, უკვე გაგზავნილია. „გამჭვირვალობა საქართველო“ ამ საჩივრით ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით …

რატომ არ არის პლაჟი ახალ ბულვართან – ზღვის ხელოვნურ კვებას აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ

ბათუმში აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ფული აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს დაიხარჯება. არადა, ზღვის ხელოვნური კვებისთვის, ანუ სანაპირო ზოლში ხრეშის შესატანად, 2025 წელს 2 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გაწერილი, 2026 წელს კი – 2,6 მილიონი ლარი. მეტიც, სანაპიროზე წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უკვე შეტანილიც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც აჭარის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში ელჭექის ხასიათის წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 493 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 325 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 272 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 49 162 …

ბათუმში 5 ადამიანი დაშავდა ზღვაში კატერების შეჯახების შედეგად

ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად. შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს, საღამოს, ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე კატერზე მსხდომი მოქალაქეები ზღვაში ჩაცვივდნენ. ინფორმაცია კატერების შეჯახების შესახებ თავდაპირველად “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა. დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა გაუწიეს და კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, არცერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის …

„პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული სისტემას უბრუნდება“ – კახა კოჟორიძე

„წიხლებით გამიგდო ხუთმა პოლიციელმა. ადვოკატს წიხლებით ურტყამდნენ, ასეთი რამ სად გაგონილა! ესენი პოლიციელები არიან თუ კრიმინალები?“ – ამბობს ადვოკატი ია სირანაშვილი. ის ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის სახლში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობენ მოქალაქეები. რატომ გადაიქცნენ პოლიციელები მოძალადეებად? – ამ თემაზე …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პირების საქმე – სასამართლო განხილვა განახლდა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის …

კობახიძის სიძე, მინისტრი დავით ფაცაცია 6 წელია საქორწინო საჩუქრად ფულს იღებს

ირაკლი კობახიძის დის ქმარი, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებს. დავით ფაცაცია 2017 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში მუშაობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჯარო სექტორში 2019 წელს დასაქმდა. სწორედ ამ წელს, 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა ის ირაკლი კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე. აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სივის მიხედვით, დავით …

6 მილიონი ლარია გამოყოფილი ბათუმში სანაპირო დაცვის ახალი ოფისის ასაშენებლად

ბათუმში, თამარის [ბენზეს] დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, სანაპირო დაცვის მე-2 სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღvრო პოლიციამ 5 997 196 ლარით გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიის ფართობი 2 855 კვადრატული მეტრია და ის ბათუმში, ზღვიდან 50 მეტრში, თამარ მეფის გამზირი 43-ის მიმდებარედაა. აქ სანაპირო დაცვის სამსახური რამდენიმე წელია რაც განთავსებულია. ზღვაში …

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს განაახლებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღების გაერთიანებას და ჰკითხა, რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა წელს საბავშვო ბაღებში და რამდენი ბავშვის მიღება ვერ შეძლო გაერთიანებამ ადგილების დეფიციტის გამო. როგორც გაერთიანებაში გვიპასუხეს, ჯერ მონაცემები არ აქვთ დამუშავებული და 10 სექტემბრისთვის ეცოდინებათ, რამდენი ახალი აღსაზრდელი ჩაირიცხება საჯარო ბაღებში. უწყებაში არც ის გვითხრეს, მთლიანობაში რამდენი ბავშვი …

მოსკოვის აეროპორტები ზედიზედ მეორე ღამეა დახურულია ზელენსკის მუქარის შემდეგ – მედია

რუსეთში, მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა ზედიზედ მეორე ღამეა შეაჩერეს ოპერირება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ სამოქალაქო ავიაციისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის სახიფათოობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ – წერს გამოცემა moscow times. მედიის ცნობით, ზელენსკის განცხადების პირველსავე ღამეს მოსკოვის სამმა აეროპორტმა შეაჩერა ოპერირება, შერემეტიევოში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო ვნუკოვოში 22 რეისი გაუქმდა და 94 …

ოზურგეთში მანქანების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გურიაში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო, თანხა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის …

აჭარაში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობის, სხეულის დაზიანებისა და მუქარისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 492 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 324 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 264 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 49 085 …

„დაური იყო ხიდი ჩვენს შორის, რომელიც მეორედ დაგვინგრიეს“ – თბილისში დაურ ბუავა დაკრძალეს

2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა. მის დაკრძალვას, ოჯახის წევრების გარდა, მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დაკრძალვას ესწრებოდა 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, 20 წლის კაპრალის, სერგო გოროზიას დედა, მზია გოროზია, რომელიც დაკრძალვაზე შვილის ფოტოთი მივიდა და თქვა, რომ დაური იყო ხიდი, რომელიც მეორედ დაანგრიეს. „ჩემი შვილი, სერგო გოროზია, აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი. 4 …

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ დღეს, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), გაეროს საავიაციო სააგენტოს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. „უკრაინამ ოფიციალურად აცნობა ICAO-ს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი …

„ჩანთა წაართვეს, ტელეფონები, ფული“ – შსს ვერსიით, ბათუმში კაცი გაძარცვეს დღისით და ჯგუფურად

„ხუთივეს დაკავება უკანონოა, მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ საქმეზე, რომელიც ბათუმში მომხდარ ძარცვას ეხება, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის ეს განცხადება არ შეიმჩნია. ეს ამბავი 2026 წლის 8 ივლისს, საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ჯავახიშვილის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ფეხით მიმავალ კაცს 5 პირი თავს დაესხა, სცემა და …

9 ტყვია ესროლა და 5 მოხვდა – ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე

დღეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავით ბ. და გიორგი შ. მათ პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას [სსკ-ის 19, 109] ედავება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას [სსკ-ის 236-ე მუხლი]. საუბარია 2026 წლის 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: ქუჩაში მყოფ 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ …

„ბათუმი პლაზასთან“, დაპირისპირების შემდეგ, სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბათუმში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მათი განცხადებით „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტს ყიდდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა. ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის …

ბათუმის მერია ტროტუარებიდან უნებართვო კომერციულ აპარატებს იღებს

დღეს 2 სექტემბერს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის ტერიტორიიდან, კომერციული მიზნით ტროტუარებზე განთავსებული აპარატების დემონტაჟი დაიწყო. ინსპექციის ცნობით, აპარატები ტროტუარებზე უნებართვოდ იყო განთავსებული. „აღნიშნული სამუშაოები, კანონის მოთხოვნების აღსრულებას, საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად“ – წერს მუნიციპალური ინსპექცია. მათი განცხადებით, უნებართვო კონსტრუქციებისა და ობიექტების დემონტაჟი ტურისტული სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს. __________________ ფოტო: მუნიციპალური …

„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ …

მეწყერმა ქობულეთის სოფელ აჭში სახლი დააზიანა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში მეწყრის შედეგად ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მეწყერმა დარეჯან სალუქვაძის საცხოვრებელი სახლის კედელი შეანგრია. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც, თუმცა სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა. მერიის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „გუშინვე გამოძახებული იყვნენ გეოლოგები და მოხდება მდგომარეობის შესწავლა. ამ ეტაპზე სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახია დაზარალებული“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 491 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 324 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 263 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 49 016 …

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო. „ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში …

მზია ამაღლობელის საქმის ცრუმოწმე პოლიციელი გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის უფროსად დანიშნეს

გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა. გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა …

ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლების წინ მიმდინარე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ქუჩაში ასფალტი დაიბზარა, ხოლო ეზოების კედლები ინგრევა. თემურ ჯიჯავაძე მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ეზოს მესერი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მშენებლობას ემიჯნება, ინგრევა. ინგრევა თემურის მეზობლის ეზოს კედელიც. „ყველა გზას ვეძებთ, რომ ჩვენი ეზოები და სახლები გადავარჩინოთ. ახლა ნაწვიმარია და გადაიფარა დახეთქილი ეზო. …

ღარიბაშვილი ახალ წერილში კობახიძის მმართველობისას მომხდარ საეჭვო თვითმკვლელობაზე წერს

პატიმრობაში მყოფი „ოცნების“ ექსპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი წერს, რომ მდინარაძემ და კობახიძემ „ოცნებას“ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს, იხსენებს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს რესპონდენტმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავი მოიკლა, რაც ეჭვებს აჩენს. „ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის …

სასულიერო პირების ანაზღაურებაზე მინიმუმ 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება სასკოლო კლუბებში  

განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებში დასაქმებულ სასულიერო პირებს, კლუბურ მუშაობაში, ხელფასის სახით თვეში 650 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ „ბათუმელების“ მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 141 საჯარო სკოლაში [სულ 175 კლუბი] ფუნქციონირებს ე.წ „ღირებულებითი განათლების კლუბები“. ბიუჯეტიდან ამ კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარი …

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

დღეს, პირველ სექტემბერს, ზღვაში იპოვეს ქალის ცხედარი. ქალს მაშველები 30 აგვისტოდან ეძებდნენ. ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.

2 000 ცალ ყავის ფინჯანს 98 ათას ლარად იყიდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2 ათასი ცალი ყავის ფინჯანს დამზადება-შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 ათასი ლარია დღგ-ს გარეშე. ჭიქების დამზადება-შესყიდვა, როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყდა „აჭარის ტრადიციული ნაქარგობებისა და აჭარული ორნამენტების პოპულარიზაციის მიზნით“. ტენდერის პირობის მიხედვით, უნდა დამზადდეს „აჭარული ნაქარგობების დიზაინით მომზადებული საპრომოციო – ბრენდირებული ყავის ჭიქა თეფშით, სპეციალური წარწერითა და სასაჩუქრე …

„დაიცავი ილიაუნის“ წევრები სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებიან რეგიონებში

მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ სტუდენტებმა აჭარაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთებს გადასცეს უსასყიდლოდ. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ივერი შაინიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი განათლება და ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს. „დავიწყეთ კამპანია „ილიას გზით განათლებისთვის“. უკვე ვიყავით სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ კამპანიის მიზანია იმ ოჯახების დახმარება, …

Exit mobile version