მთავარი,სიახლეები •

66 წლის კაცმა 19 წლის გოგო გააუპატიურა და აშანტაჟებდა – პროკურატურა

21.10.2026
66 წლის კაცმა 19 წლის გოგო გააუპატიურა და აშანტაჟებდა – პროკურატურა

გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის გამოძიების ვერსიით, 66 წლის კაცმა 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა.

„შემდგომში სექსუალურ კავშირს კვლავ იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა და დასთან დაკავშირება, ამ უკანასკნელთან შეხვედრის მიზნით აიძულა. ასევე, დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“.

პროკურატურა არ ასახელებს მუნიციპალიტეტს, თუმცა წერს, რომ შემთხვევას დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: