საპროტესტო აქცია სოფელ მახალაკიძეებში

ჰესების წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შუახევში სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა მართავს. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც გვირაბის გაყვანა დაიწყეს, სახლებზე გაჩნდა ბზარები, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და მეწყრის ათამდე ახალი კერა გაჩნდა. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ამავე სოფელში 20 აპრილსაც გამართა, 22 აპრილს  კი – აჭარის მთავრობის შენობასთან, ბათუმში. მოთხოვნა უცვლელია – ისინი დეტალურ შესწავლას მოითხოვენ:  აზიანებს თუ …

წვეულება ხელვაჩაურში და 25 მოწამლული ადამიანი

14 ივნისს ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახში გამართული წვეულების შემდეგ ოჯახის წევრები და სტუმრები საავადმყოფოში მოხვდნენ ინტოქსიკაციით, მათ შორის 11 ბავშვია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, კობა ნაკაიძის თქმით, ამჟამად პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „რაც შეეხება ინტოქსიკაციის მიზეზებს, კლასიკური სიმპტომატიკა, რაც ახლავს კვებისმიერ ინტოქსიკაციას, არ იყო, თუმცა შეიძლება ეს იყოს რაიმე ატიპიური …

უსაფუძვლო გამდიდრებაში მხილებული სახელმწიფო ორგანიზაციები

უსაფუძვლო გამდიდრებაში აჭარის გზების დეპარტამენტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ამხილა. „შპს „ტექნიკოსს“ არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მას არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო. ეს უნდა ჩაითვალოს უსაფუძვლო გამდიდრებად“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ შპს „ტექნიკოსის“ სარჩელის განხილვა. გზების დეპარტამენტი არ არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება აჭარაში, რომელიც უსაფუძვლო გამდიდრებაში ამხილა სასამართლომ. არც …

220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

220-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის -„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე მოიჭრება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 206 ინდივიდი; კაკლის ხე ( Juglans regia L) – 26 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 ინდივიდი; უთხოვარი (Taxus baccata  …

ხელვაჩაურიდან ინტოქსიკაციის გამო 20-ზე მეტი ადამიანი ბათუმის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს

14 ივნისს, საღამოს, ხელვაჩაურიდან 20-ზე მეტი ადამიანი ინტოქსიკაციის შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათ დაახლოებით 20 ადამიანი გადმოიყვანეს ბავშვთა და რეფერალურ საავადმყოფოებში. “დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, ხელვაჩაურიდან, სატეხიას უბნიდან გადმოვიყვანეთ ადამიანები,” – აღნიშნეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სადგურში. ექიმების ინფორმაციით, მოწამლულებს ძირითადად ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ: ადინამია, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება …

რატომ პოლიტიკაში, რატომ პაატა ბურჭულაძე? – ყოფილი რექტორი პოლიტიკურ გეგმებზე

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი ალეკო ბაკურიძე, რომელსაც სამეცნიერო მუშაობისთვის დრო არასდროს ჰყოფნიდა, პოლიტიკაში მიდის. პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ ის თავის გუნდში მოიხსენია. რას ჰპირდება ალეკო ბაკურიძე ამომრჩეველს, თუ მას ბათუმის მაჟორიტარობას შესთავაზებენ? ბატონო ალეკო, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ დრო არ გყოფნიდათ სამეცნიერო მუშაობისთვის, როცა იყავით ბსუ-ს რექტორი. რატომ გადაწყვიტეთ …

ბათუმელი ახალგაზრდები ღარიბების დასახმარებლად

ადამიანს, რომელიც ურნიდან საკვებს ან ნივთებს აგროვებს, არც თუ იშვიათად დაინახავთ ქუჩაში. გამვლელები უმეტესად თვალს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, თუნდაც ნაგვის გადაყრამდე ნარჩენების დახარისხებით. „იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დამატებით ქექვა არ მოუწიოთ სარჩოს ძიებაში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა მოქალაქეების მიერ გადაყრილი ტანსაცმელი თუ საჭმლად ვარგისი საკვები, არ აირიოს სიბინძურეში და შეძლებისდაგვარად …

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაასრულა ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მედეა ჩარკვიანის საქმის განხილვა. მედეა ჩარკვიანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დავის საგანი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, სადაც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფოს 86 663 ლარის ზარალი მიადგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედეა ჩარკვიანი ნაწილობრივ გაამართლა. ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თანხის მითვისების ნაწილში. …

ბათუმის საკრებულო გონიოელების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

„პროტესტი მათი უფლებაა და თუ სურვილი აქვთ, ბრძანდებოდნენ იქ. მე მათ თავიდან ბოლომდე გავაცანი ის პროცედურა, რასაც კომისია დღეის მდგომარეობით გადის. პრაქტიკულად დასასრულის პირას ვართ მისულები“, – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ. ის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც  გონიოელები საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილი …

რა პრობლემები გამოიკვეთა ტურისტული სეზონის დასაწყისში

Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში 7 ივნისს გაიმართა, ბათუმს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ესტუმრა. როგორ დახვდა ქალაქი ტურისტებს და რა პრობლემები გამოიკვეთა, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, სოფიკო გუჯაბიძეს ესაუბრა. ქალბატონო სოფიკო, რამდენი ტურისტი მიიღო ბათუმმა Maroon 5-ის კონცერტის დღეებში? ჩვენ შეგვიძლია გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ინფორმაციით, …

ლაშა სირაბიძე: გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გავხადოთ

საკრებულოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გახდეს. ლაშა სირაბიძეს გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შემოსაღებად აქვს საკუთარი არგუმენტები: „ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროფესიონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. უბრალოდ, იმას ვამბობთ, რომ ერას ქუჩა [ეს ამ …

ღია წერილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტის შესახებ – „აწარმოე საქართველოსთვის“

მარინე თურმანიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კაპრეშუმი ბატონო დიმიტრი, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, სრულყოფილად ინფორმირებული  ვარ პროექტის შესახებ  – „აწარმოე საქართველოსთვის“. გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ პროექტს ვუწევდი პოპულარიზაციას  მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან – ფლაერებს ვავრცელებდი. ვიცი ასევე იმის შესახებ, რომ ამ პროექტით დიდად ამაყობთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ ჩემი აზრი პროექტის …

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იუსტიციის მინისტრს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა 11 ივნისს განმარტება ითხოვა – „არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი“. მოსამართლემ თქვა, რომ ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა და ამ კოლეგიას პოლიტიკურ მიკერძოებულობას წინა ხელისუფლებაც აბრალებდა. „ბატონი ნიკას პოლიტიკური ოჯახიც, ქალბატონი წულუკიანის მსგავსად, არც თუ …

მხოლოდ რუსული ფირნიშები ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე

მოქალაქემ, რომელმაც „ბათუმელებს“ იმის დამადასტურებელი ფოტოები მოაწოდა, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მხოლოდ რუსულენოვანი ფირნიშებია განთავსებული, ითხოვა, რედაქციამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე ფირნიშები არათუ ინგლისურად, არამედ ქართულადაც კი არ არის. სამაგიეროდ – არის რუსულ ენაზე. „ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობის პრესცენტრის თქმით, “რუსთაველის ქუჩაზე …

მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

მოსამართლეთა არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაიწყო არსებითი განხილვა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების”  მომზადებული სარჩელის, რომელიც მოსამართლის არჩევის მოქმედი წესის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. “სამი ყოფილი მოსამართლეა ამ სარჩელის კონკრეტული ავტორი. მათ რამდენჯერმე სცადეს გამხდარიყვნენ მოსამართლეები, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიღეს. პრობლემა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინც ირჩევს მოსამართლეებს, არ აქვს არანაირი …

გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს

გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ. „საკრებულოს წევრებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, გვატყუებენ. ირაკლი ჭეიშვილიც დამპირდა, რომ მაისის ბოლომდე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. პატიოსანი …

ინფორმაციას ალიკა დავითაძის მკვლელობაზე შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე თავისივე სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებაც. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა]. “შეტყობინება შს სამინისტროში დაახლოებით 20:00 შევიდა. ოჯახიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით.  დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და ველოდებით მათ პასუხს”, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი. ალიკა …

საპატრიარქოს ღობე კლდესა და მეკლდეურებს შორის

საქართველოს საპატრიარქომ 6 ივნისს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უზურფრუქტით გადასაცემ ქონებათა სიაში სამტრედიაში, რობაქიძის ქუჩაზე არსებული სახლები შედის. სამინისტრო არც ქონების მოცულობას და არც ღირებულებას არ აზუსტებს. საპატრიარქო მთავრობას სოფელ კაცხში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემასაც სთხოვს. თუმცა, ოფიციალურ მფლობელობამდე, სასულიერო პირებმა იმ კლდეებთან …

6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია. როგორც ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, გუშინ, ტბის რეგულარული გაწმენდის დროს, შენიშნეს ტბაში წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება, დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. „ვიზუალური და ჩვენი სამსახურების დაკვირვებით ეს წარმოადგენს წყალმცენარეების ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც ჰქვია ტოქსიკური ციანობაქტერიები [ასევე ლურჯ-მწვანე …

აჭარაში გაზი 3 დღით გაითიშება

24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამი დღით შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯიან გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წყაროს ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეფერხება კვლავ უკავშირდება „ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს, …

შადრევანი ევროკავშირის დროშის გარეშე

ბათუმში, ევროპის მოედანზე არსებულ შადრევანში, ევროკავშირის დროშის შესაბამისად, ლურჯ ფონზე ვარსკვლავები იყო დახატული. რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა, მხოლოდ ცისფერი ფონი დარჩა, ვარსკვლავები კი აღარ არის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნის რეკონსტრუქცია კერძო პირმა,  ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ განახორციელა. „შადრევანი ვინც გააკეთა, მანვე აიღო თავზე მისი შეღებვაც. როცა ხელმეორედ შეიღება, ევროკავშირის დროშა იქ აღარ მოიხატა. …

მანქანების ქურდები, თაღლითები და მათი მსხვერპლი

50 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, რომელიც ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას და ლპება – თაღლითების მსხვერპლი ბათუმელი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა. თუმცა ის ერთადერთი ნამდვილად არ არის, ვინც თაღლითებმა დააზარალეს. საქართველო ხდება უსაფრთხო ადგილად თაღლითური ჯგუფებისთვის, რომლებიც მოპარული ან სხვაგვარად მითვისებული ძვირადღირებული მანქანებით ვაჭრობენ. მოპარული მანქანების საქმეს ბათუმში, ძირითადად, ქალაქის პოლიციის მე-4 განყოფილება სწავლობს. თავად …

ნარგიზ ბასილაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს

ნარგიზ ბასილაძე აჭარის მთავრობისგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნარგიზ ბასილაძე აჭარის არქივის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე უნდა აღადგინონ და სამი თვის კომპენსაცია გადაუხადონ. აჭარის მთავრობას დეკემბრიდან დღემდე ეს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს მარტში ჩაგვბარდა. დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე აჭარის მთავრობისგან, რის გამო …

პატიმრის საკონსტიტუციო სარჩელი ციხიდან

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ის “პატიმრობის შესახებ კოდექსის” იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ხანგრძლივი პაემნის უფლებას არ აძლევს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებული რეჟიმის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. „მოსარჩელის დასაბუთება ეყრდნობა „საქართველოს კონსტიტუციის” მე-16 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ყველა პიროვნებას აქვს თავისუფალი განვითარების უფლება, ასევე …

პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

ქედის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა. კორექტირებისას ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა. ქედის საკრებულოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები წინასაარჩევნოდ 100% -იანი სახეფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენ და საპრემიო ფონდიდან გამოთავისუფლებული 42 700 ლარით ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენს. ქედის საკრებულომ საკუთარი პრემიების ნაწილი მოსახლეობისთვის პირველად გაიღო, ამგვარი …

სად შეიძლება წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა ქედაში

ქედის საკრებულომ 13 ივნისს იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა დაამტკიცა, სადაც შესაძლებელია როგორც წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება, ასევე შეხვედრა-აგიტაციის მოწყობა. საკრებულომ საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩეველთან შესახვედრად ქედის სასპორტო სკოლა, სოფლის სახლები და სოფლის კლუბები შეარჩია. რაც შეხება სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამგვარი მასალის განთავსება ნებადართულია ძირითადად მოსაცდელების, სოფლის სახლების ფასადებსა და სოფლის გზების დამცავი კედლების მიმდებარედ. საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალულია ქედის …

ბათუმის პორტში 178 კილო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს ბათუმის პორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და ბორნით უნდა გასულიყო ევროპაში, ჰოლანდიის მიმართულებით. ტრაილერს ოფიციალურად ბრინჯი გადაჰქონდა. საბაჟო სამსახურის განცხადებით, სკანირების შედეგად მანქანის ძარაზე საიდუმლო სამალავი გუშინ ღამით დააფიქსირეს …

რამდენიმე სოფელი დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს

დღეს 13 ივნისს, საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს. ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის გამო, მათ ზიანის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღოთ. „ერთი კვირის წინ გვითხრეს რომ  ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყებოდა, თუმცა, შემდეგი კვირა მოვიდა და პროცესი დაწყებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამდე, სანამ ხელისუფლება …

ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი

ნავებზე დატვირთული ქვევრებით ღვინის გადაზიდვის პროცესი ისტორიულად შავ ზღვას და ვაზით მდიდარ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ეს ისტორია აჭარას საუკუნეების შემდეგ ისევ ზღვიდან, ბათუმელმა მეზღვაურმა დაუკავშირა. თქვენ ისევ ნახავთ ნავებზე დატვირთულ ქვევრებს, ამჯერად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გორგასლის №111-ში. ეს „ბათუმარანია“ – ბათუმელი მეზღვაურის იდეით დაწყებული სარესტორნო ბიზნესი. ხმაურიანი გარესამყაროდან რესტორანში შესვლისთანავე ქალაქური სიმღერების ფონური მუსიკა სასიამოვნო, …

„საოცრებათა პარკი“ კონცერტის შემდეგ

ასე გამოიყურება ბათუმში „საოცრებათა პარკი“  Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ. პარკის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ფილები დატეხილი და ალაგ-ალაგ მთლიანად ამოყრილი. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ ფილების შეცვლაზე ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვების გამოვლენის შემდეგ, სამუშაოები დაიწყება. „3 მაისს გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა და ტენდერი შეჩერდა“-გვეუბნებიან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში. მაგდა ჯაიანის თქმით, ტენდერი 1000 კ/მ-ის დაგებაზეა გამოცხადებული. …

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ. ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში …

დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  დღეს 11 ივნისს კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ეს მესამე დელფინია ბოლო სამი დღის განმავლობაში. „7 ივნისს, რიგით მეორე პატარა, „მონიკას“ შეეძინა (პირველი შვილი ნინია), 10 ივნისის შუაღამით დედა დელფინი სახელად „ბელუჩი“ გახდა, ხოლო 11 ივნისს, გამთენიისას ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი „ცუცამ“  შემატა. პატარების სქესი ჯერჯერობით უცნობია“- აცხადებს ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია. ამავე …

საპროტესტო აქცია ქობულეთში

დღეს, 11 ივნისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 376-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ზღვისპირა პარკის ნაწილის გასხვისებას ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად დარჩეს და აქ არ აშენდეს მაღლივი შენობები. სადავო ტერიტორია სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედაა. წინა ხელისუფლების დროს ტერიტორია ყაზახ ინვესტორებს გადაეცა, თუმცა  ინვესტიცია არ განხორციელებულა. „ადრე აქ კარდიოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა, რადგან მწვანე ზოლზე …

მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს? უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე  საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ …

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან …

სტუდენტური მოძრაობის წერილი პრემიერს

დღეს 11 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტური მოძრაობა – „ავტონომია უნივერსიტეტის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს, წერილობით მიმართავენ. სტუდენტების განცხადებით, წერილი შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობების საკითხს და გარე ძალების ჩარევას საუნივერსიტეტო პროცესებში. „წერილი ასევე შეიცავს ყველა იმ ფაქტის აღწერას, რაც მოხდა უნივერსიტეტში 21 მარტიდან დღემდე. იმას, რომ არ მოხდა პროცესების ობიექტურად შეფასება და …

Exit mobile version