რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს. ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს …

მაჟორიტარი კანდიდატი: კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო

ქენან კახიძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  წარადგინა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. ბატონო ქენან,  გვაინტერესებს თქვენი გეგმები და ხედვები; რაიმე კონკრეტული იდეა თუ გაქვთ, რისი შეცვლაც არის საჭირო, ან რაიმე ინიციატივის შეტანას თუ გეგმავთ? ჩვენ პროგრამა გვაქვს გაწერილი, საერთოდ პარტიას და …

დისკუსიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ მივიდა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არჩევნებში მონაწილე პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველს შეხვდნენ. შეხვედრა სპეციალურ ფორმატს ითვალისწინებდა და მისი მოდერატორი მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე იყო. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ თითო წუთი კითხვებზე საპასუხოდ. ფორმატი ითვალისწინებდა როგორც მოდერატორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს, ასევე დარბაზიდან კითხვების დასმის შესაძლებლობას. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის #69 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები: „რესპუბლიკელებიდან“ – ხათუნა …

მაჟორიტარი კანდიდატი: დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში. რა ვერ შეძლო მან ქობულეთის საკრებულოდან და რის შეცვლას გეგმავს უმაღლესი საბჭოდან, თუ აირჩევენ? – ამ თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ელგუჯა, გამარჯვების შემთხვევაში იმ ოლქის ამომრჩევლისთვის, რომელშიც თქვენ ხართ დასახელებული მაჟორიტარობის განდიდატად, რას გააკეთებთ უმაღლესი …

„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს

შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე  გადაჰყავს,  მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს. „იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის  10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს,  ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს,  „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ …

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია. ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“? თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ …

არჩილ ხაბაძის დეიდაშვილმა თანამდებობა დატოვა

აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ ხელმძღვანელმა რაულ ჩელებაძემ, თანამდებობა დატოვა.  ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის  ბოლოს დაინიშნა.  „ქობულეთის სანდასუფთავების“ ბიუჯეტი  1 მილიონ  100 ათასი ლარია.  ოპოზიცია აცხადებდა, რომ რაულ ჩელებაძე მაშინ ამ თანამდებობაზე სწორედ იმიტომ დაინიშნა,  რომ  ის  მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ  ხაბაძის დეიდაშვილი იყო. ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგიც კი გამართეს, სადაც ისინი ამბობდნენ რომ …

პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 სექტემბერს, ამომრჩევლებს დაბა ქედაში, 9 მაისის პარკში შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში] და ხვიჩა შარაშიძე [უმაღლეს საბჭოში] წარუდგინა. პრემიერთან ერთად ქედაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები. „ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, მისი ღირსება, უფლება და ისეთი ფუნდამენტალური უფლება – როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. დღეს …

ზემო აჭარის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 13 სექტემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 18:00-დან 19:00 საათამდე 383 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: 1 მაისი, კოლოტაური, დაბა ქედის ნაწილი; დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე 1832 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: მერისი და დაბა ქედა.

დასაქმება სკოლის ასაკში

სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? „ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის …

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე …

“ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა”

თამბაქოს მომხმარებლები ხშირად ცდილობენ ელექტრონული სიგარეტით ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლებას იმ იმედით, რომ სიგარეტზე საბოლოოდ უარს იტყვიან. იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, „ბათუმელები“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ლელა სტურუას ესაუბრა. ბევრი მწეველი ცდილობს სიგარეტი ჩაანაცვლოს ელექტრონული სიგარეტით. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები …

რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკულ არტერიულ უკმარისობაზე

რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი, როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან, რომლის გართულებასაც კიდურის ამპუტაციაც კი შეიძლება მოჰყვეს? – ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ანგიოქირურგი მერაბ მიქელაძე გვესაუბრა. ბატონო მერაბ, რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი? ქრონიკული არტერიული უკმარისობა არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ დაავადებას ბევრი მიზეზი …

ქალაქის მერი და მინისტრები ბათუმის მეჩეთში

დღეს 12 სექტემბერს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მთავარ მეჩეთში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ. მეჩეთში იმყოფებოდნენ აჭარის ეკონომიკის და განათლების მინისტრებიც. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.    

„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ აქციებით იმუქრება

დღეს, 12  სექტემბერს,  პარტია  „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელმა ნინო კვირიკავშილმა, რომელიც   საარჩევნო ბლოკ „თოფაძე -მრეწველებთან“ ერთად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას,  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება,  ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ,  სასამართლოში გაასაჩივრეს. „ცესკოს გადაწყვეტილება – ჩვენი  პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება – არასამართლიანი და დისკრიმინაციულია“  – ამბობს  ნინო კვირიკაძე, რომელსაც ამ პარტიის …

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.  ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში …

ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს

ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს: მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება; მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება; გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის …

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი. „პროკურორი ხომ არ ხართ, …

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

დღეს 12  სექტემბერს,  ბათუმის  საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის  მიზანია  საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად. „მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა.   ბათუმი უნდა  ვაქციოთ  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ …

პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში

დღეს 12 სექტემბერს  „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პოლონელი ფოტოგრაფის ტომაშ ლაზარის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა, – „ცხოვრება როგორც თეატრი“. გამოფენა იმართება ფესტივალის -„ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში. გამოფენა 19:00 საათზე დაიწყება.  

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია. ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 …

„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება

ქობულეთის N81 საოლქო-სააჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების შეტანის ვადა 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე დასრულდა. სულ 555 განაცხადი შევიდა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 19 აგვისტოს, კონკურსის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და დასრულდა კიდეც. კომისიამ 555 კანდიდატის ბიოგრაფიებისა და გამოცდილების შემოწმება რეკორდულ ვადაში – ერთ დღეში მოახერხა. ქობულეთის საოლქო …

ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“  უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით,  2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა. 2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და  სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული …

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს

ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია. ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად  ტენდერი …

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია. ვაჟა-ფშაველას …

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება

მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.]. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან …

აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის …

ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა. “შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” …

ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს. “დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით …

მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ. ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 …

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა –  დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით …

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩია. კონკურსში წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან 6 პირი უსკომ, როგორც კომისიაში განაცხადეს, ძირითადად საარჩევნო პროცესების გამოცდილების მიხედვით შეარჩია. გარდა ამისა, უსკოს წარმომადგენლობის მსურველს უნდა ჰქონოდა საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უსკოს წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების …

მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას. ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი …

ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ

პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება. 11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში 12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 15. …

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე …

Exit mobile version