„ბათუმის წყალი“ აბონენტების მონაცემთა ბაზის კარდაკარის პრინციპით განახლებას იწყებს

22 ნოემბრიდან, ბათუმის მერია და შპს „ბათუმის წყალი“ აბონენტების მონაცემთა ბაზის განახლებას იწყებენ.  მერიისა და კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონაცემებს, კარდაკარის პრინციპით, შპს „ბათუმის წყლის“ ანგარიშსწორების ოფიცრები შეაგროვებენ. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2016 წლის 26 აგვისტოს მიღებული N17 დადგენილების თანახმად, კომპანია ვალდებულია, ფლობდეს აბონენტების საკონტაქტო ინფორმაციას. აბონენტი კი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია …

რა აღარ დაევალება პედაგოგს? – კარიერული სქემის ბუნდოვანი დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემიდან უკვე ამოღებულია ფრაზა  – „პედაგოგი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას ტოვებს და მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება“. სამინისტროში არ აქვთ პასუხი კითხვებზე: როგორ მოხდება პედაგოგთა კარიერული წინსვლისთვის განსაზღვრული კრედიტების დაგროვება და რა აქტივობაში რამდენ კრედიტს მიიღებს პედაგოგი? შეუძლია …

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი …

კაბა როგორც დროშა – საპროტესტო მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მოძრაობა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს,  პუშკინის სკვერში 13:00 საათზე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  საპროტესტო მსვლელობას იწყებს.  აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან, შემდეგ კი შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება პოლიციის შენობისკენ. „ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად …

ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმის ტრანსპორტის მოდელის და შინამეურნეობების მობილობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია იმართება. სამუშაოები ჩატარდა პროექტის – „ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელის, ლაშა ნაკაშიძის განცხადებით, სატრანსპორტო მოდელი არის კომპიუტერული, ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო სისტემისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელობა რაიმეს გადაწყვეტს  ამ სფეროში …

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

რა შემთხვევაშია რეკომენდებული სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება? რა ასაკიდან სჭირდება ადამიანს სათვალე კითხვის დროს? – ამ თემებზე „ბათუმელები“ ექიმ-ოფთალმოლოგს, თამარ გოგიტიძეს ესაუბრა. რა შემთხვევაში უწევენ ოფთალმოლოგები რეკომენდაციას სათვალეს და რა შემთხვევაში – კონტაქტურ ლინზას? რა არის გადამწყვეტი შერჩევის მომენტში, პაციენტის სურვილი თუ ექიმის რეკომენდაცია? ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პაციენტის სურვილზეც  და ექიმის რეკომენდაციაზეც, თუმცა  კონტაქტურ …

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა. სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ …

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

20 მილიონი ლარი შსს-ს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის 2017 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას შეისყიდის, რისთვისაც მაქსიმუმ 20 მილიონ 241 ათას 969 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების მიხედვით, სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად: „I. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ , რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი. ასევე დამატებითი პაკეტებით: „II. …

2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში  რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის …

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა …

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი

ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. …

ვინ სარგებლობს ბსუ-ს ლაბორატორიებით

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიების დიდი ნაწილი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბსუ-ს ბიუჯეტიდან ლაბორატორიებისთვის 1 255 160 ლარია გათვალისწინებული. გრანტის სახით კი უნივერსიტეტის ლაბორატორიებზე 651 677 ლარი დაიხარჯა. ვინ სარგებლობს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით და აისახა თუ არა ძვირადღირებული ლაბორატორიების შეძენა განათლების ხარისხზე? სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილის განმარტებით, ლაბორატორიები ყველა იმ …

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …

„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“

მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები.  მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …

ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული

სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო ისევ დაყადაღებულია. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან, აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენებისგან ახალ საინვესტიციო წინადადებებს ელოდებიან. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია. ჯერ არაფერი შეცვლილა, …

“არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი” – ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან

„მომხრე ვარ, რეალური კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – ამბობს ზაზა თავაძე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სურს, რომ პარლამენტმა კანონის მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია მოისმინოს. სამუშაო კაბინეტში ჯერჯერობით არაფერი შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით სნაიპერულ შაშხანას, რომელსაც ნადირობით გატაცებული ზაზა თავაძე კაბინეტში ინახავს. ბატონო ზაზა, პლენუმის პირველ სხდომაზე მოსამართლეთა დანიშვნის წესი განიხილეთ. განხილვის დასრულებამდე ალბათ ვერ …

ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის.  არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …

უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი);  „დავით თარხან მოურავი, ირმა …

როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ის სასამართლო პროცესებს ვეღარ ესწრება, სადაც მისი საქმე განიხილება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მ. წერს, რომ ციხიდან ვერ გამოვა, თუკი არ გაშიშვლდება და ბადრაგირების თანამშრომლების თვალწინ ბუქნებს არ გააკეთებს… „ბუქნების გაკეთება დაუშვებელია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში. „ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის საკონსტიტუციო …

მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის შესახებ სასამართლომ ახლახანს მიიღო. სარჩელის ავტორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასაჩივრებს, რითაც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია განსაზღვრული. დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. …

შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს სასტუმრო “რედისონში” დააჯილდოვებენ [ანონსი]

დღეს, 16 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. ფესტივალში მონაწილეობდნენ ბათუმის, ჩისინოუს, ოდესის, სოჭის, იალტის, კონსტანტას, ბაქოს და ვარნას წარმომადგენლები. დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო “რედისონში” გაიმართება. გამარჯვებულებს სპეციალური 20-კაციანი ჟიური გამოავლენს. შავი ზღვის რეგიონის ფესტივალის ორგანიზატორები არიან: “Poliproject Exhibitions”, საქართველოს მეღვინეთა კავშირი და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.  

უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს.  შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა. არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი …

სამი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე

ბათუმის მერის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მანამდე ამავე საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს. მათი მოთხოვნა იყო – სამსახურში აღდგენა, რადგან ბათუმის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ შეფასდა. ლაშა ბერძენიშვილი 2015 წლის 23 აპრილამდე ბათუმის მერიის ააიპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორად მუშაობდა. 23 აპრილს გიორგი …

“იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

„კომპანიები მონაწილეობენ ტენდერში და ბევრ შემთხვევაში მოკლებული ხარ შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიის სამომავლო განზრახვები გქონდეს შესწავლილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება,“ – ამბობს ბათუმის მერი გაუჩინარებულ კომპანიაზე, რომელიც ბათუმში „იაფ სახლს“ აშენებდა. გიორგი ერმაკოვმა “ბათუმელებთან” საუბრის დროს თქვა, რომ მერიამ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაიწყო, რაც საბანკო გარანტიებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ანუ ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმში კომპანია “კონვენტ …

ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“

„ვცადე და ვერ შევარჩიე… სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა მიმზიდველი აღარ არის ბევრისთვის. გამოცდილ ადამიანებს კერძო სექტორში ურჩევნიათ მუშაობა, იქ უფრო კარგი პირობები აქვთ, მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ ინიშნება მერის მოადგილე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს. მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია 2015 წლის 13 ივლისიდან. …

მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე.  შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და …

შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე

ქობულეთში, აჭყვისთავი-ალამბრის შიდა სასოფლო გზაზე, 13 ნოემბერს ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ახლახან გაავრცელა: „შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა …

დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ

ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. “როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ …

რას ასწავლიან მერიაში თანამშრომლებს

რა ფორმით უნდა მიაწოდოს მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი, რომ მისი გულისწყრომა არ დაიმსახუროს და თავადაც არ გახდეს აგრესიული დამოკიდებულების ადრესატი? – როგორ ჩანს ეს კითხვა დღის წესრიგში ბათუმის მერიშიც დადგა. ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა იმ საკითხების ჩამონათვალშია, რომელთა სწავლებაზეც მიმდინარე წელს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი მომსახურება შეისყიდა. ბათუმის მერია თანამშრომლების სწავლების 2017 …

მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე …

200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად

მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ …

შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფი“-ს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს. „დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა. კ.ჩ.-ს ბრალი ედება …

ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …

Exit mobile version