განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. „რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე …
Category Archives: მთავარი
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]
დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით თემატური ღონისძიებები იმართება. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში, ანბანის კოშკთან, სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო:
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში (ფოტო)
დღეს, 26 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დღეები გაიმართა.
რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს
აჭარის მთავრობამ ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური შექმნა. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს. დებულების მიხედვით, ახალმა …
Continue reading “რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს”
საზეიმო მსვლელობა 26 მაისს ბათუმში [ფოტო]
26 მაისი ქობულეთში [ფოტორეპორტაჟი]
ქობულეთში, ქალაქის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ქობულეთიდან:
ხანძარი „ოცნების ქალაქში“
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. „პატარა საცხოვრებელი სახლი იყო, დაახლოებით 35 კვ/მეტრამდე, რომელიც მთლიანად დაიწვა. მეორე სახლიც იყო ახლოს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლი სხვა სახლებზე არ გადასულა,“-აცხადებენ სახანძრო სამსახურში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. …
ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს
ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ. „დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, …
Continue reading “ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს”
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დაახლოებით 12 წლის წინ გაშენებულ „ვარდების სკვერში“ დღეს ვარდები თითქმის აღარ არის. რატომ არ არის ვარდები „ვარდების სკვერში“ – ამის გარკვევას ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში შევეცადეთ. აქ გვითხრეს, რომ „სკვერისთვის სახელი მათ სამსახურს არ დაურქმევია და ამასთან „ვარდების სკვერი“ არ ნიშნავს, რომ აქ მაინცადამაინც ვარდები უნდა იყოს. იგეგმება კი განახლება სკვერის და …
Continue reading “„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე”
ქედის პოლიციას გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობს
ქედის პოლიციის უფროსად გიგლა მოსიძე აპრილის თვეში დაინიშნა, მანამდე იგი შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ქედის პოლიციის უფროსი აქამდე ფრიდონ ფუტკარაძე იყო. გიგლა მოსიძის ქედაში გადაყვანის შემდეგ ფუტკარაძე იმ თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც გიგლა მოსიძე მუშაობდა – იგი ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ამავე თემაზე: საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში
დისკუსია ბათუმში: „ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“
პირველ ივნისს ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით საჯარო დისკუსია გაიმართება თემაზე – „ენგურის ხაზი, როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“. „ამა წლის მარტში აფხაზეთში რიგით მეექვსე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იღებს თუ არა საქართველოს ეს სეცესიონისტური რეგიონი აღიარებას, როგორი იქნება რუსერთის დამოკიდებულება აფხაზური საზოგადოებოს არჩევანის მიმართ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონი მის სამხედრო-პოლიტიკურ …
როგორ აღნიშნავენ ქედაში 26 მაისს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში დილით 10 საათიდან დაიწყო. გაიმართა მარათონი სირბილში, ახლა ახალგაზრდები ბირთვის კვრაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც შეჯიბრი ჩატარდება კალათბურთში. დღეს ქედაში ასევე დაგეგმილია ხატვა თემაზე – „დამოუკიდებელი საქართველო“ და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში გამარჯვების პარკში კონცერტით დასრულდება. 26 მაისის აღსანიშნავად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარია …
მახინჯაურში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს
დღეს, 26 მაისს, მახინჯაურში, სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – დაიწყო.
„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე აღინიშნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 37-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია. შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე აუდიტორია) პროფესორები – რამაზ ხალვაში და შორენა მახაჭაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“, ხოლო ასოცირებული …
Continue reading “„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში”
ბათუმში „პროფკავშირების“ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში კიდევ ერთი უძრავი ძეგლის, ე.წ. პროფკავშირების საახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. ეს აგურის შენობა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დგას. მასში სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული. სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს შენობის სახურავსა და ფასადზე ჩაატარებს. უძრავი ძეგლის – ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის N23 მდებარე ძეგლი ე.წ. პროფკავშირების შენობის …
Continue reading “ბათუმში „პროფკავშირების“ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება”
ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს
ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია. “შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. …
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს
25 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენაზე ისაუბრეს, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176 …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს”
განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის
მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო. საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს. არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს …
Continue reading “განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის”
სააგენტო ბათუმში ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს
ბათუმში, კ. გამსახურდიას [ყოფილი ლენინის ქუჩა] N35-ში არსებული ეკლესიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს. ამ ეკლესიის შენობა დღეს ავარიულია, ჩამოშლილია სახურავი, დაზიანებულია კედლები, ირგვლივ მიშენებულია სხვადასხვა ნაგებობები და მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მომზადება. მიუხედავად ამისა ეკლესიის კარებს ბოქლომი ადევს. როგორც ეკლესიის ეზოში გვითხრეს, ბოქლომი კარს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაადო. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზეა …
Continue reading “სააგენტო ბათუმში ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს”
მუხა, რომელსაც მეპატრონე 200 ათასად ყიდის
როცა ხელვაჩაურელი ჯაფარიძეები სუფრასთან სხდებიან, პირველ სადღეგრძელოს იმ მუხის ფესვებისას სვამენ, რომელიც რამდენიმე საუკუნეა ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში, დოლაბიკარის უბანში დგას. მუხა მევლუდ ჯაფარიძეს და მის ოჯახს ეკუთვნის. სოფელში ამბობენ, რომ იანვარში ამ ხით ხეების ცნობილი გადამზიდავი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ოჯახი მუხას ყიდის. „რვა საუკუნეა ეს ხე აქ დგას. ახალი წლის მერე იყვნენ …
Continue reading “მუხა, რომელსაც მეპატრონე 200 ათასად ყიდის”
ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს
ქობულეთის ცენტრში არსებული წრიული და ქუჩის გამყოფი ზოლები, რომლებიც ბეტონით შემოსაზღვრულ გაზონებს წარმოადგენს, ჯერ კიდევ დილით ამ ადგილზე მოშლილი იყო. გუშინ ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე გადაიტანეს. დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანისთვის, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო. „ჩვენგან თანხა არ იხარჯება, ეს ყველა ვალდებულება შპს „ანაგს“ აქვს აღებული, რომელმაც უკვე უზრუნველყო ყველა …
Continue reading “ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს”
„დარბილდინგი“ ბარათაშვილის #24-ში მშენებლობის ნებართვას ითხოვს
სამშენებლო კომპანია „დარბილდინგმა“ ბათუმის მერიას ბარათაშვილის 24-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ დაუდასტურა. კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება …
Continue reading “„დარბილდინგი“ ბარათაშვილის #24-ში მშენებლობის ნებართვას ითხოვს”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს
ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა. ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ …
რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში
ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამტრედიის იპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბათუმის საცხენოსნო კლუბის ექვსი ცხენი მიიღებს: სამი – დოღში და სამი – დაბრკოლებათა გადალახვაში. წელს საქართველოში, ეს პირველი საცხენოსნო შეჯიბრება იქნება, მასში მონაწილეობას რეგიონების საუკეთესო ცხენები მიიღებენ. საცხენოსნო კლუბი აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. საცხენოსნო კლუბის დირექტორი ამჟამად …
Continue reading “რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში”
მთავრობა ზონალური საბჭოს შემადგენლობას განაახლებს
აჭარის მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს შემადგენლობისა და მისი დაკომპლექტების წესის შეცვლას გეგმავს. ამ ცვლილებას ზურაბ პატარაძისგან ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან უმეტეს შემთხვევაში საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. „ … მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა …
Continue reading “მთავრობა ზონალური საბჭოს შემადგენლობას განაახლებს”
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა
დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო. „ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას, რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში. …
Continue reading “ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა”
სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე
„აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,“ – აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამა აპრილში დაიწყო. სამმართველოს ცნობით, საბანაო სეზონის მიმდინარეობისას თვეში სამჯერ იგეგმება წყლის შემოწმება. „სინჯებს ვიღებთ რვა წერტილში, მთელს პერიმეტრზე. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, რომელსაც ტენდერით აქვს ეს სამუშაო აღებული. მაისში უკვე სამჯერ …
Continue reading “სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე”
ტურიზმის დეპარტამენტი 400 ცალ ფლეშმეხსიერებას შეიძენს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ოთხი ფერის 400 ცალ ბრენდირებულ ფლეშმეხსიერებას [USB] შეიძენს. ფლეშმეხსიერებების შესაძენად დეპარტამენტს 6 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დეპარტამენტის ინფორმაციით, ფლეშმეხსიერებებს, რომლებზეც აჭარის შესახებ პრეზენტაციები და სხვა თემატური ციფრული მასალაა ჩაწერილი, დეპარტამენტი საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებზე ავრცელებს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. ფლეშმეხსიერება USB: 2.0 …
Continue reading “ტურიზმის დეპარტამენტი 400 ცალ ფლეშმეხსიერებას შეიძენს”
სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 25 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტუდენტები ბათუმის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით დასაქმდებიან და გაწეული შრომა მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად ჩაეთვლებათ. შესაბამისად, გადაეცემათ …
Continue reading “სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო”
ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
26 მაისიდან Small Planet Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იუწყება, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Small Planet Airlines-ი ლიტვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 2009 წლიდან დაიწყო.
ქედა, სოფელი პირველი მაისი [ფოტო]
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის და მასში შემავალი სოფლების კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. საწყისი ღირებულება 41 115 ლარია. ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. პირველ მაისში დაგეგმილია: [checklist] პირველი მაისის თემის ცენტრში საპირფარეშოს რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 2734 ლარი; პირველი მაისის თემის ცენტრში მოსაცდელის რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 1316 ლარი; …
ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია
„ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ამ შინაარსის ორენოვანი ბანერი გონიოს ხიდის ორივე მხრიდან უკვე წლებია გამოკრულია. საერთაშორისო მაგისტრალზე არსებული, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ეს ხიდი, რკინაბეტონის ბლოკებით ორ ზოლადაა გაყოფილი, ფაქტობრივად, სამად – იქეთ-აქეთ ავტომანქანები, ძნელად, მაგრამ მოძრაობენ, შუაში კი სამუშაო ზოლია. კომპანია „ზიმოს“, რომელიც ხიდს უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სამუშაოები ვერ დაასრულა, ბოლო 4 წელში 52 …
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ. დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული …
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს; 12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“. 12:00 – დამოუკიდებლობისთვის …
თამბაქოს ყალბი აქციზური მარკების დამზადებაზე თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული. „გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, …
ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დღეს ინტერნეტმედიაში ISIS მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. on.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის თაობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო მუქარის ადრესატები ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, სხვა მუსლიმი სასულიერო პირები არიან. ტარიელ, სავარაუდო მუქარის შესახებ მედიიდან გაიგეთ, თუ სხვა წყაროებიდანაც გაქვთ ინფორმაცია? რამდენად რეალური გგონიათ ISIS-ის მუქარა, თქვენი …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ”