მე ვარ ბათუმი – კიდევ ერთი ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი ბათუმზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა. ვიდეორგოლის გადაღებისთვის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეო-რგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს. სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და …

შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას, წყალი ჩადის

უკვე მესამე წელია „ბათუმის მუზეუმი“ ვერ იხსნება. ამჟამად პრობლემა შენობის გუმბათოვანი, აგურით მოპირკეთებული სახურავია, რომელიც წვიმის დროს წყალს ატარებს. „შენობაში ჩადის წყალი. აგური [რომლითაცაა მოპირკეთებული სახურავი] იწოვს წყალს და შიდა სამუშაოების ჩატარებას აზრი ეკარგება, ამიტომ ვმუშაობთ, პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გადახურვა. რაღაც კონცეფციას ვეძებთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს …

ფულის დაკარგვის რისკის შემცირება მის დაბანდებამდე – როგორ ამოვიცნოთ „ფინანსური პირამიდა“

„ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სები], რომელიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით. სების განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, „რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების …

„აჭარა ფეშენ ვიკისა“ და „მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას მერია 91 000 ლარით გეგმავს

ბათუმის საკრებულო „აჭარა ფეშენ ვიკისა “ და მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვას ხვალ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს მხარი დაუჭიროს გასართობი ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას. ღონიძიებებისთვის ბიუჯეტში ჯამში 91 000 ლარი გაითვალისწინეს. ამ საკითხზე საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. საკრებულოს წევრებმა საკითხის კენჭისყრამდე ღონისძიებების ორგანიზატორებისგან ინფორმაციის მიღების …

20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის

ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და …

My Batumi – რესტორანი ზღვისპირას უგემრიელესი კერძებით

ზაფხულში ზღვისპირას რომანტიკული ვახშამი ან მეგობრებთან ერთად გართობა დღის იდეალური დასასრული შეიძლება იყოს, თუმცა იდეალურ საღამოს იდეალური ადგილი სჭირდება, ასეთი კი ბათუმში მხოლოდ რესტორანი „ჩემი ბათუმია“. ბათუმის შემოსასვლელში რესტორან „ჩემი ბათუმის“ აბრას და ფართოდ გაღებულ ალაყაფის კარს ქართულ ტრადიციულ გარემოში შეჰყავხართ. ქართული ორნამენტებითა და დეტალებით გაფორმებული ინტერიერი შესვლისთანავე სასიამოვნო განწყობას გიქმნის. ჩახოხბილი, ჩაქონდრილი, ჩაქაფული, ჩალაღაჯი, …

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ. დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე …

ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი: „მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი …

ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან.  მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი …

„ფემინიზმის გამოღვიძება“ – წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ, ნენსი ფრეიზერის წიგნის „ფემინიზმის გამოღვიძება“ პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები იქნებიან ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრანტი გიორგი ჩუბუნიძე, რომელიც ფრეიზერის პუბლიკაციის მთარგმნელია და სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე. „ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“-ასეთ მძაფრს კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრაიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი“- სახელმწიფოს …

„წიგნის ბუდე“ რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ეზოში, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, „წიგნის ბუდე“ გახსნა. „სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ორიგინალური სათავსოდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის ნაცვლად ახალი დატოვონ,“-ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში. ბსუ-ს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. რუსთაველის უნივერსიტეტი სოციალურ კამპანიაში – ,,ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე თვის …

ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს

ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ. „დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის …

უკონტაქტო პატრულირება ამოსაცნობი ნიშნის არმქონე ავტომობილებით

უკონტაქტო პატრულირების ტერიტორიები, როგორც „ბათუმელებს“ საპატრულო პოლიციაში უთხრეს, საქართველოში ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის. უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს პატრულირებას პოლიციის კუთვნილი ისეთი ავტომანქანებით, რომლებსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნიათ, და რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული. უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს [ისევე როგორც ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას] მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდება. „შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო …

ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში

მუნიციპალიტეტის გამგებლების პირველ მოადგილეებს შორის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 1 700 ლარი, ქედის გამგებლის პირველ მოადგილეს, გურამ ბერიძეს აქვს. გურამ ბერიძის თანამდებობრივი სარგო  1 700 ლარია. ხელფასი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაუზარდეს, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიიღო. ქედის გამგებელს …

მაშველებმა ზღვაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ ბათუმში მაშველებმა უცხოელი მამაკაცი გადაარჩინეს. ის თურქეთის მოქალაქეა. „ცოტა ხნის წინ ერთი მამაკაცი იხრჩობოდა ზღვაში და მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარებამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა და გადაარჩინეს,“ -გვითხრა სასწრაფო დახმარების უფროსმა, მინდია კახიძემ. ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანა 1-ელი ივლისიდან დგას და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში …

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დღეს, 3 ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდა მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის პირველ სესიაზე 97-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ერთმა – დააგვიანა. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 9 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე …

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …

შსს: ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს. „დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, 3 და 29 მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით …

„ჩვენი ქონება და შემოსავლები ცალკეული პირების ხელშია“ – უსინათლოები სახელმწიფოს მიმართავენ

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ ტერიტორიაზე, აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. უსინათლოები საქართველოს მთავრობას და პროკურატურას მიმართავენ. „უსინათლოთა საზოგადოების ქონება, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, არის უსინათლოთა კავშირის …

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში 28-33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით – 20-25 გრადუსი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. მთაში დღისით – 25-30 გრადუსი, ღამით –  17-22. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ამინდის პროგნოზი. აქვე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში აჭარაში შედარებით …

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის. „განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და …

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ორშაბათს, 3 ივლისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. გამოცდა 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდება.  აჭარაში აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. ამავე პერიოდში ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები, რომელზეც 14  ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები, …

პარკინგად ქცეული დუმბაძის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩა, საჯარო პარკინგად იქცა. აქ არც პარკინგის ამკრძალავი და არც ჩიხის ნიშანი დგას. დუმბაძის ქუჩაზე ამბობენ, რომ თუ ადრე აქ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები აჩერებდნენ მანქანებს, ახლა ხშირია შემთხვევები, როცა ვიწრო, ტურისტულ ქუჩაზე მანქანას აპარკინგებენ და ტოვებენ, შედეგად, ქუჩა, რომელიც რუსთაველის ქუჩას ევროპის მოედანთან და მემედ აბაშიძის ქუჩასთან აკავშირებს, სასეირნოდ …

სახლი ბორბლებზე

ავტორი: ნათია ზოიძე  ფოტო: მანანა ქველიაშვილი 17 მარტის დილას უჩვეულო თავყრილობა იყო ბათუმის პორტში. დილის 7 საათზე გემს ბათუმის სანაპირო უნდა დაეტოვებინა. ტვიდის გაცრეცილ პალტოებში გამოწყობილი კაცები ყავისფრად გაქექილი, მძიმე ჩემოდნებით ხან იდგნენ, ხან კიდევ ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ. შალმოხვეული ქალები მათივე ნაქსოვ გავროშის ტიპის ქუდებიანი ბავშვებით ხელში, თითქოს ერთ ადგილას გაქვავებულიყვნენ. რამდენიმე მათგანი მარტის სისხამ დილას …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის განცხადებით, დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა. „ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ  ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ. დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის …

შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე

2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. „საპატრულო …

კონკურსი ესეებში – პრიზი 500 ევრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი – ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში [Youth Essay Prize Competition]. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესეი ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. ესე …

იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა  იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს, პროგრამა გასულ წელს დაიწყო და წელს მეორედ ხორციელდება. გამგებლის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობაზე „ტურისტებს უარს არვინ ეტყვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ინტენსიური სახე მიეცემა, რაც ადგილობრივებს შეუშლის ხელს და …

კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში – ძეგლის დაცვის ზონაში

კომპანია Lc -ჯგუფი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #27-ში, ძეგლის დაცვის ზონაში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2016 წელს შეათანხმა. სააგენტოს ხელმძღვანელის ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, ამჯერად კომპანიამ სააგენტოს მხოლოდ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმებაზე მიმართა. ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლს სახურავი გადახდილია და წვიმა აზიანებს. …

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ხუთივე პირი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მათგან სამი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხუთიდან ოთხს მძიმე დაზიანებები არ მიუღია, მათ შორის ერთმა მიიღო მოტეხილობები. შემთხვევა გუშინ ღამის 11 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა …

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

ბათუმის ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით, რომელიც ბათუმისთვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მზადდება, ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კერძო ავტომობილების პარკირება აიკრძალება. მათ ადგილზე კი ავტობუსებისთვის ცალკე ხაზი მოეწყობა, რომელიც მათ შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პარკირების ფასი ერთი ლარით ან მეტით განისაზღვრება. რა ცვლილებები იგეგმება ახალი კონცეფციით? – „ბათუმელებთან“პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა …

სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლემ შშმ პირების საჭიროებებზე კვლევის ჩასატარებლად გრანტი მოიპოვა. პროექტი აჭარის მაღალმთიანეთში შშმ პირების სოციალური გარემოს და საჭიროებების შესწავლას ისახავს მიზნად. „ბათუმელები“ სოფია ბაკურიძეს შშმ პირებთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა. ქალბატონო სოფია, ვინ აფინანსებს, რამდენია ბიუჯეტი და რა პერიოდს მოიცავს პროექტი? ეს ოთხთვიანი პროექტია, თვენახევარია რაც დავიწყეთ. დაგვაფინანსა „ღია საზოგადოება საქართველომ“. სექტემბერში …

აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე

აზეირბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ „ბათუმელებმა“ შეკითხვა აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარერს, ფარჰად აბდულაევს დაუსვა. იგი ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონგრესის მონაწილეა, სადაც 40-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში გაიტაცეს [აფგან მუხთარლი]. ეს ამბავი მხოლოდ მედიისგან გავიგე. ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეულ ჟურნალისტს აქვს თავისი შეხვედულება, …

მე და ჩემი მეგობარი [ფოტო]

სპარტაკი და ორი წლის მარლი. ყველაზე მეტად სხვა ძაღლები უყვარს, ბრაზდება როცა ბავშვები ხმაურობენ. ძაღლები სპარტაკს ყოველთვის ყავდა, მარლი მან შვილებს აჩუქა, თუმცა ყველაზე მეტ დროს მარლისთან ახლაც თვითონ ატარებს.  ბაჩი და სამი წლის პიტბული ფურია. ფურია ძველრომაულ მითოლოგიაში შურისძიების ქალღმერთის სახელია. ბაჩის ფურიას ყველაზე მეტად ხილი უყვარს – მსხალი და ვაშლი.  ბუბუ და პერსიკი …

რკინიგზა ბათუმი-ქუთაისის და ბათუმი-ურეკის მიმართულებებზე მატარებლებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან ტურისტულ სეზონზე ქათაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩქარ მატარებელს ნიშნავს, რომელიც დილით ქუთაისიდან წამოვა და საღამოს ბათუმიდან გავა. მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება. „ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისი-ბათუმი ქუთაისიდან გავა ყოველ დღე, დილის 10:25 საათზე. 13:28 საათზე მატარებელი უკვე ბათუმში იქნება. ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით კი მატარებელი 23:25 საათზე გავა და ქუთაისში იქნება ღამის 2 საათზა და 20 წუთზე“ …

Exit mobile version