შუახევში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტში, შუბნის თემში, სოფელ წელათიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ტყეში ხანძარი გაჩნდა. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივში, დაახლოებით 100 კვადრატზე, სამ ადგილზეა გავრცელებული. „ხანძრის შესახებ მოქალაქემ გვაცნობა, გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ავტომობილები გზაშია, შეტყობინება გავუგზავნეთ მოსახლეობას, ისინიც გაემზადონ, რომ დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს გამგებელი. მთიან აჭარაში …

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხულოში დილიდან განახლდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბი მთა შავნაბადზე არ გაზრდილა: „მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როგორც მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივები. ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზე ლოკალურადაა, სამ ადგილზე. ჩემი ინფორმაციით ცეცხლი ამ დრომდე სამივე ლოკაციაზე რჩება“. დღეს მთა შავნაბადაზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ვერტმფრენიც ჩაერთო. ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები ხვალ, 6 სექტემბერს, დილით …

მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი

პროკურატურის მიმართ უნდობლობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღიად დააფიქსირა. კითხვების დასმამდე მიტროპოლიტმა მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე გააკეთა. დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიტროპოლიტი დიმიტრი განაჩენს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. „ჩვენი ნდობა მათ მიმართ ვერ ვიტყვი, რომ გამართლდა. ძალიან ბევრი გაუგებრობა, შეუთავსებლობაა ამ საქმეში, აბურდულ-დაბურდულია ბევრი საკითხი, პასუხი …

კედელი აივნის წინ – ბათუმის არქიტექტურა დღეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ახალი სახლის აივნები მეორე მაღლივი სახლის კედელს ესაზღვრება. ამ ბინაში მცხოვრები კი აივნიდან ხედის ან ეზოს ნაცვლად  ყრუ კედელს დაინახავს. ახალი სახლის აივნებზე დამონტაჟებული გამჭვირვალე კარიდან კი არათუ მზის სხივი, დღის სინათლეც კი ვერ შეაღწევს. დააკვირდით ფოტოს: ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორ კედელს შუა ღია აივნები და ფანჯრები მოექცა. ნაცრისფერ სახლში …

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – გოგი გვახარიას დისკუსია საბჭოთა კვალის შესახებ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 15 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“ დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი. მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21 დასწრება თავისუფალია.   

მეუფე დიმიტრი: კითხვები თუ მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი უცოდველია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იგი დეკანოზ მამალაძეს გარკვეულწილად  დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს. „მე რომ კითხვები მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი მამალაძე უცოდველია, ამას ვერ ვიტყვი… მე ვერ უარვყოფ, რომ დეკანოზი მამალაძე ეძებდა ციანიდს და იქ ჩანს …

ბუთურაულის წყლის ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა

შუახევში, სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილი წყლის სამკურნალო თვისებები ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა. წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება. მათ სჯერათ, რომ ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. „ბათუმელებმა“ ვერ მოიკვლია სამთავრობო უწყება, რომელიც ამ წყლის არსებობით დაინტერესდა. წყლის სამკურნალო თვისებებში დარწმუნებულია ამირან მახაჭაძე, სოფელ ბუთურაულის რწმუნებული. მან პირველმა აღმოაჩინა წყალი საკუთარ სოფელში. „სინჯები რამდენჯერმე აიღეს და დადგინდა, რომ შაქრის საწინააღმდეგო …

გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

„სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მონაკვეთი, აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოიშალა. გვირაბის ნაწილის ჩამოშლის ფაქტს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ადასტურებს, თუმცა გვირაბის ჩამოშლის მიზეზებზე, კომპანიაში პასუხები არ აქვთ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს, აღნიშნული გვირაბი კი ამ პროექტის ფარგლებში აშენდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ტექნიკური გუნდი უცხოეთში იმყოფება და გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეისწავლიან. „გვირაბი …

27 500 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ერთი თვის შემოსავალი

გასულ, 2016 წელს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. ამ წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირების და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში  9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატმა კი 2 969 058 ლარი შეადგინა,  1 477 167 ლარი კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებულმა …

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. საუბარია 13-წევრიან კომისიაში 6 წევრის არჩევაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული ნიშნით უნდა აირჩიონ. ისევე, როგორც საუბნო კომისიებში, ასევე ოლქებსა და ცესკო-ში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევამ საარჩევნო ადმინისტრაციის აპოლიტიკურობა და კვალიფიციურობა უნდა უზრუნველყოს [ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-წევრიან კომისიაში 7 წევრს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტია …

ხულოში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება

ხულოში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება – ეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამ დროისთვის შავნაბადას მთის მიმართულებით საავტომობილო გზა გაჰყავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაყვანითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტის 60 თანამშრომელი და შვიდი …

აჭარაში ოლქებმა საუბნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩიეს

ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნებზე მათ მიერ დასანიშნი ექვსწევრიანი ჯგუფი დააკომპლექტეს. ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, ქედის საარჩევნო ოლქმა 31-ვე უბანზე კომისიის ექვსი წევრი შეარჩია, ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე  კომისიის წევრების შერჩევას ობიექტურად აფასებს. „ყველა უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი იყო შემოსული, კომისიის წევრების …

შსს: ხულოში 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება …

მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც საყურე ნიშანი არ ექნება, სასაკლაოზე ვეღარ დაიკვლება

სასაკლაოებზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი აღარ დაიკვლება – რეგულაცია 2018 წლის პირველი იანვრიდან  შედის ძალაში. იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდნიშნა  უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია.  საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, …

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ დილიდან შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ჩაერთვება, მთლიანობაში 500-მდე ადამიანი. იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი მთაზე, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, გზების გაყვანაა დაგეგმილი. საგანგებო სიტუაციების მართვისა და შსს-ს გადაწყვეტილებით დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთვება. სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდება. ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ტყეში, შავნაბადაზე …

ხულოს გამგებლის მოადგილე: „შავნაბადაზე ხანძრის არეალი გაფართოვდა“

ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით მთა შავნაბადაზე ხანძრის არეალი გაფართოვდა და დაკვამლიანებაც მოიმატა. „დაკვამლიანება გაიზარდა, ხანძარი სამ ლოკაციაზე, დაახლოებით 3 ჰექტარზეა გავრცელებული. შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის არეალი გაიზარდა, რასაც ხელს ძლიერი ქარი უწყობს, სახანძრო სამუშაოებში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე სატელეფონო საუბარში. ჩაერთობა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით …

როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატობამდე, ერთი წლის განმავლობაში, ლაშა კომახიძე აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მერობის კანდიდატი საკუთარ მინისტრობას და რა შეცვალა რიგითი ფერმერებისთვის. ბატონო ლაშა, თქვენი შეფასებით, რისი შეცვლა მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის?  ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ …

სოციალური მომსახურების სააგენტომ ქედაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოზიციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 14 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსანტს უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების [Word, Excel, PowerPoint ] ცოდნა და ოთხწლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, …

„ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“-საზაფხულო სკოლა ბათუმში

ხვალ, 5 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნება, სახელწოდებით – „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის მიზანია აჭარის რეგიონი იქცეს ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად, სადაც თავს მოიყრიან, როგორც ევროკავშირის სამართლის სპეციალისტები და მკვლევარები, ასევე სტუდენტები. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი …

განათლების სამინისტრომ 28 მილიონი ლარის კომპიუტერები და სახელმძღვანელოები იყიდა

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 2 მილიონ 700 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონ 800 ათასი ლარია. პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის კი 55 ათას 700 ცალი ახალი ნოუთბუქი შეისყიდა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 720 ათასი ლარია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს  დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ახალი …

აპირებს თუ არა ლაშა კომახიძე ბათუმის მერიაში კადრების შეცვლას

მერად არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე კადრების შეცვლას არ აპირებს. ელის, რომ ბათუმის მერიაში დასაქმებული ადამიანები დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში დაეხმარებიან. „ახლოს არ ვიცნობ ამ კადრებს. ყოველ შემთხვევაში არ იქნება ასე, რომ მივედი და შევცვალე კადრები. ეს იქნება იმედი და მოთხოვნა რომ ამყვებიან არსებული კადრები ჩემი მერობის შემთხვევაში ჩემი პროგრამის შესრულებაში,“ – …

შავნაბადაზე ხანძარს ვერტმფრენით აკონტროლებენ

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხულოში, მთა შავნაბადაზე, საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება. ოფიციალური ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვერტმფრენი მონიტორინგს განახორციელებს. მონიტორინგის პარალელურად კი ვერტმფრენიდან მეხანძრე-მაშველებს სასმელ წყალსა და საჭირო ინვენტარს მიაწვდიან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, მონიტორინგის განახორციელების შემდეგ მოხდება ანალიზი და დაიდება დასკვნა, საჭიროა თუ არა ხანძრის ჩასაქრობად სხვა ვერტმფრენების ჩართვა.

ფოტოფესტივალი „დღეს-ხვალ“ ბათუმში

„თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ყოველწლიური ფოტოფესტივალი – „ოდესა-ბათუმი“ იწყება. ფესტივალის სახელწოდებაა „დღეს-ხვალ“, რომლის ფარგლებშიც 7-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ორი სამუზეუმო და ხუთი გარე ექსპოზიცია გამოიფინება. ასევე, მოეწყობა ღამის სამი ჩვენება. გამოფენაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

შაჰინის სკოლამ რებრენდინგი ვერ შეძლო – სკოლა გაიყიდა

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, შაჰინის სკოლის შენობა გაიყიდა. ჰოლდინგმა სკოლის რებრენდინგი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო. „ჩვენ გავყიდეთ ობიექტი და ახალი მფლობელები ალბათ გააგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას. შაჰინის სკოლის რებრენდინგი აღარ გამოვიდა, რადგან ისეთი ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რომ კომპანია იძულებული გახდა სკოლის შენობა გაეყიდა“,- გვეუბნება ელგუჯა დავითაძე. შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ყოფილი შენობის მფლობელი კომპანია „ვითი ჯგუფი“ …

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

მერობის შემთხვევაში აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას, გიორგი ერმაკოვისგან გასხვავებით?  – ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ასე უპასუხა: „მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ის, რაც ჩვენს მუსლიმ მრევლს ახარებს და მათთვის იქნება …

მთა შავნაბადაზე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

მთა შავნაბადაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხულოს გამგებლის მოადგილის, თამაზ აბაშიძის ინფორმაციით, მთა შავნაბადაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა, სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. „ხანძარი მიუვალ ადგილზეა, შესაბამისად ტექნიკა ვერ მიდის ხანძრის კერამდე და მეხანძრე-მაშველებს ცოცხალი ძალით უწევს ხანძრის ლიკვიდაცია. დილიდან, მთა შავნაბადაზე გამგეობის თანამშრომლებიც წავიდნენ, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს …

ხულოს გამგებელი: ხანძარი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძარი ხულოში, მთა შავნაბადაზე დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. გამგებელი ამბობს, რომ სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში სატყეო სამმართველოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ: “დაახლოებით ერთი საათის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი,  ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც მაცნობეს, ერთიანი ააალება არ არის, დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზეა ხანძარი გავრცელებული დ ხანძრის გავრცელების საშიშროებაც არ იყო. …

ხულოში ხანძართან მისასვლელად მეხანძრეებმა რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიარონ

ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან მდებარე შავნაბადას მთაზე გაჩენილი ცეცხლის კერამდე მეხანძრეებს ფეხით მისვლა მოუწევთ, რადგან ხანძარი ტყეშია. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბათუმის, ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სამი ერთეული სამაშველო ავტომობილი მიემართება, თუმცა ხანძრის კერამდე მეხანძრეები ჯერ არ მისულან. ადგილზე 35-მდე მახანძრემ უნდა იმუშაოს. ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ხანძრის კერამდე …

ხულოში ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია

ამ დრომდე არ არის ცნობილი ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან, მთა შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები. უცნობია ისიც, რა ღონისძიებები ხორციელდება ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ვერ ხერხდება მეხანძრეებთან დაკავშირება და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებენ. სოფელ მეკეიძეებში ამბობენ, რომ მთა შავნაბადაზე ცეცხლი ოთხი დღის წინაც გაჩნდა და მოსახლეობამ სახანძრო სამსახური გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეც ადასტურებს. გამგებლის …

ხულოში ტყეში ხანძარია

ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან ტყეში ხანძარია. ღორჯომის თემში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს მოედო. მისივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე გამოიძახეს და ხანძრის ჩასაქრობად სოფლიდან მოსახლეობა მთაზე მიემართება. „ხანძრის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა გვაცნობეს, რომლებიც მთაში იმყოფებოდენ. მათ ხანძრის სამი კერა შენიშნეს. გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური და როგორც გვაცნობეს, გზაშია. ხანძარი …

სამეცნიერო-კვლევითი გემი Mare Nigrum ბათუმის პორტში

3 აგვისტოს ბათუმის პორტს დატოვებს სამეცნიერო-კვლევითი გემის  „Mare Nigrum“, რომლის  საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“  ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და  ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ. პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი …

ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები? ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება? იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 …

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …

გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] შესაძლოა 20-25 დღით გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილი უნდა ჩაიდოს, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. სამუშაოები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება არ მისცა. „15 სექტემბრის შემდეგ, …

ბათუმობა 2017 [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი   დღეს ბათუმში “ბათუმობას” აღნიშნავენ. დილიდან საზეიმო მსვლელობა ეწყობა მემედ აბაშიძის  ქუჩაზე.                                  

პირადობის მოწმობა უფასოდ – აქცია 31 ოქტომბრამდე

საარჩევნო სიის დახვეწის მოწნით 2017 წლის 31 დეკებრამდე ყველა მსურველს პირადობის მოწმობას უფასოდ მოუმზადებენ. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი [მოწმობა, …

Exit mobile version