23 ნოემბერს, 19 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ტელევიზიის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი, კონცერტი ამავდროულად საქველმოქმედოა და შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდში“ გადაირიცხება. ბილეთის ფასი 10 ლარია. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში და ნიკო ბერიძე.
Category Archives: მთავარი
ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტი სტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დაასრულა. აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა. ბათუმსა …
Continue reading “ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დასრულდა”
ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ
ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა. ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მოუმზადებიათ. ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში …
Continue reading “ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ”
აჭარის დელეგაცია ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
16 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქ.ბათუმის მერი ლაშა კომახიძე; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი; აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე …
Continue reading “აჭარის დელეგაცია ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება “
„ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ადვოკატირების კამპანია
დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა სადაც ,,ფონდმა ნატახტარმა“ და „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აჭარის რეგიონის დაინტერესებულ მხარეებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივი პროგრამა წარუდგინა. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ნატახტარსა’’ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შორის 2017 წლის ივლისში გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების მხარდაჭერაა. …
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …
Continue reading “ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა”
ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ არასრულწლოვანს. 17 წლის არასრულწლოვნებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა ბიჭებმა 6 ნოემბრის ღამეს ჩაქვში მოხუც ქალს დანის მუქარით წაართვეს ფული. ერთ-ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე ნიღბით იმყოფებოდა. ბრალდებულებმა მოხუც ქალს, რომელიც საკუთარ სახლში არაყს ყიდდა, 100 ლარი მოსთხოვეს. მოხუცმა არასრულწლოვნებს 80 ლარი მისცა. არასრულწლოვნები პოლიციამ რამდენიმე დღის …
Continue reading “ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს”
ახალარჩეული მერების მოადგილეები აჭარაში
შუახევის მერმა, რამინ ფუტკარაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ომარ ტაკიძე დანიშნა, მოადგილის თანამდებობაზე კი – ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე რუსუდან შავაძე. ომარ ტაკიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება შუახევის მერმა გუშინ, 16 ნოემბერს, დაწერა. ამ დროისთვის შუახევის გამგეობაში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, პირველ მოადგილედ …
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა. „ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ …
Continue reading “აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით”
გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი ბათუმის მოქმედმა საკრებულომ მოამზადა. ინიციატორი საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი დარჩიაა. ქუჩაზე სახელის მინიჭების შემთხვევაში, კომისიის თანხმობის შემდეგ, შესაბამის სამთავრობო კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც საკრებულო გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს. საკრებულოს …
შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – სემინარი ბათუმში [ანონსი]
20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 21-ე აუდიტორიაში ჩატარდება სემინარი თემაზე: „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელი, გიორგი ახმეტელი ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და ასევე, მსმენელებს გაუზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაკკეინის ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას. სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“. 2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი …
Continue reading “შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – სემინარი ბათუმში [ანონსი]”
ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან
ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი …
Continue reading “ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან”
ართვინის გუბერნატორი: საბაჟოზე ინციდენტის გამო თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან
„მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც, ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი – სხვა ლოკაციაზეა გადაყვანილი“ – განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს, ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღანაიმ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და თურქ მებაჟეებს შორის. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით თურქეთში, ართვინის გუბერნიაში სამუშაო ვიზიტით მთავრობის თავმჯდომარე …
სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. ისინი 2005 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მუშაობენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2015 წელს კანონი მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა ახალქალაქის გამგეობას მიმართეს – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად. სტატუსი …
Continue reading “სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ”
საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 10 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობები
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაწარმი შემოიტანეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე …
Continue reading “საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 10 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობები”
შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი, 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის“ ფხვნილი ამოიღეს“ – აცხადებს …
Continue reading “შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს”
ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეგმავს ეროვნული უმცირესობების სკვერის მოწყობას. ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაში მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მისი გამწვანება. 2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ხეების დარგვა. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. პროექტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და …
Continue reading “ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]”
როგორ ისჯება მოქალაქე, როცა სახელმწიფო უწყება შეცდომას უშვებს
მოქალაქე ინეზა ბერიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცდომის გამო ისჯება. რამდენიმე დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი მიუვიდა, სადაც წერია, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდება, თუკი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხას დროულად არ გადაიხდის. ინეზა ბერიძეს ბანკის ქვითარი აქვს, რითაც დასტურდება, რომ სადავო თანხა გადახდილი აქვს. ინეზა ბერიძე ქედაში ცხოვრობს. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სახელმწიფო მას ყოველ თვეში …
Continue reading “როგორ ისჯება მოქალაქე, როცა სახელმწიფო უწყება შეცდომას უშვებს”
ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა
ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა. ლაშა ბოლქვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება, ხულოს მერმა გუშინ, 14 ნოემბერს დაწერა. პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში …
Continue reading “ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა”
186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება. „ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. …
Continue reading “186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად”
სოფელ წინსვლის მოსახლეობა ახალი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრები ექვსი ოჯახი, გამარფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დასახლებასთან ახლოს, ახალი სასაფლაოს გახსნას ეწინააღმდეგებიან. მიწა სადაც ახალი სასაფლაოს გახსნა იგეგმება, კერძო პირს, დარეჯან ცერცვაძეს ეკუთვნის. სოფელ წინსვლის მცხოვრები მამია ბერიძე, რომელიც ერთ-ერთი მოწინაამდეგეა ახალი სასაფლაოს გახსნის, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ დავა უკვე ორი წელია გრძელდება. „ტერიტორია სადაც ახალი სასაფლაოს გახსნა უნდათ, …
Continue reading “სოფელ წინსვლის მოსახლეობა ახალი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგ”
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში
ციტრუსის სააკოორდინაციო შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, 15 ნოემბერს გახსნის. შტაბი ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ოფისში, გოგებაშვილის #46-ში იქნება განთავსებული. შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სირაბიძე იქნება – „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომელი. მეციტრუსეების არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ისევ 10 თეთრს დაუმატებს. ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, წელს არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „TCF GEORGIA“ და შპს „Georgian industrial Asset …
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი
ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა. საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული. 28 …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი”
ზურაბ პატარაძე: გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე კონტროლი გამკაცრდება
კითხვაზე, რამდენად მომზადებული ხვდება ხელისუფლება მოახლოებულ ზამთარს და უხვი ნალექის შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას აჭარის მთაში? იქნება თუ არა ცენტრალური საავტომობილო გზების ჩაკეტვისა თუ შუქის გათიშვის შემთხვევებში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ გზების მოვლა – პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრდება: „წელს მაქიმალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმი, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულოების …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე კონტროლი გამკაცრდება”
პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო
აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია. 2017 წლისათვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე …
Continue reading “პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო”
სტაჟირება ბათუმის დემოკრატიის სკოლაში
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(EECMD) ბათუმში სტაჟირებს აცხადებს. სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ რეგიონული კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩართულნი იქნებიან რეგიონული ოფისებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინირების პროცესში. ბათუმის გარდა სტაჟირების გავლა მსურველებს შეუძლიათ თელავში, გორსა და ქუთაისში. EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის …
ყველა მერი კაცია
წელს თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ მერობისთვის წარდგენილი 382 კანდიდატიდან სულ 48 კანდიდატი იყო ქალი, ეს მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12%-ია. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ეს მაჩვენებელი არ აღემატება 12%-ს. გარდა ამისა, საქართველოში არც ერთ თვითმართველ ქალაქს ქალი მერი არ ჰყავს და თუ ისტორიას გადავხედავთ, ასეთი პრეცედენტი …
„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში
ავტორი: თამარ ორაგველიძე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი შავიზღვისპირეთის მეგზური – „Путеводитель по черноморскому побережью“ – გრეგორი მოსკვიჩის მიერ შედგენილი, ილუსტრირებული და პრაქტიკული მეგზურია,რომელიც, ქ. პეტროგრადში, ტროიცკაიას ქუჩის № 23-ში,1888 წლიდან გამოდიოდა. ამჟამად განვიხილავთ 1915 წლის აპრილში გამოსულ XXII გამოცემას, რომლის სარეალიზაციო ღირებულებაც 1მ.25 კაპიკი იყო. მისი შეძენა შეიძლებოდა როგორც დედაქალაქში, ისე პროვინციების ნებისმიერ …
Continue reading “„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში”
სოლვა მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს
გიორგი გორგაძე 24 წლისაა. 2 წლის წინ ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 3 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო. უკვე 1 წელია ვეღარ იხდის, ჯარიმები კი ყოველდღიურად ერიცხება. მისი თქმით, ამის მიზეზი სესხის საპროცენტო განაკვეთი და იმაზე მეტი თანხის აღებაა, ვიდრე გადახდა შეეძლო. საქართველოში არაერთი ასეთი შემთხვევაა, როცა ფინანსური ინსტიტუტი ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასცემს სესხს. ამას უპასუხისმგებლო დაკრედიტება ეწოდება. …
Continue reading “სოლვა მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს”
„სუფთა” ენერგიის მომხმარებელი სახლები
ნულოვანი ენერგიის სახლები მხოლოდ სუფთა ენერგიას მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის. ამგვარი სახლი მფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს. მართალია, ნულოვანი ენერგიის სახლები ჯერჯერობით დიდი იშვიათობაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ზრდადი ენერგეტიკული ხარჯები ენერგოეფექტურ სახლებსა და შენობა-ნაგებობებზე მოთხოვნილებას მალე გააჩენს. სახლის მყიდველები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობაზე და წინასწარ განსაზღვრავენ შესაძლო ენერგეტიკულ ხარჯებს. სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიც მოთხოვნის შესაბამისად ცდილობენ ამ …
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის …
ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ
ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარონ, ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადებასა თუ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, საჭირო ფინანსურ რესურს გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თანხების ზუსტი ოდენობა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დასჭირდება თანამშრომელთა გადამზადებასა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საკითხის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება. …
Continue reading “ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ”
ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია ბათუმსა და თხილნარში
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 14 -15 ნოემბერს თხილნარის #1 საჯარო სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“ , ჟურნალისტი ზვიად ქორიძე წაიკითხავს. 14 ნოემბერი, თხილნარის #1 საჯარო სკოლა, სოფელი თხილნარი დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 15 ნოემბერი, ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), 131 აუდიტორია დისკუსიის …
Continue reading “ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია ბათუმსა და თხილნარში”
ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო
ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო. ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ. ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათასი ტონაა. სახელმწიფო სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეს არასტანდარტულ მანდარინში. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს …
ვინ აპირებს საკადრო ცვლილებებს – ახალი მერების პირველი სამუშაო დღე
არჩეული მერები დღეს, 13 ნოემბერს უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ. ახალ მერებს კაბინეტებში ძველი გამგებლები და მერი დახვდათ. აჭარის რეგიონში არჩეული მერებიდან ჯერ არავინ ამხელს, ვინ იქნებიან ვიცე-მერები. საკადრო ცვლილებებს ღიად მხოლოდ ქობულეთის ახალი მერი აანონსებს. „ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და ცვლილებები არ იგეგმება. არსებობს რამდენიმე ვაკანსია და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი. დავაკვირდები მუშაობის პროცესს და თუკი …
Continue reading “ვინ აპირებს საკადრო ცვლილებებს – ახალი მერების პირველი სამუშაო დღე”
პოსტიმპერიული, როგორც პოსტკოლონიური
ავტორი: ხათუნა ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი მამარდაშვილი ამბობდა, სხვა ადამიანისა თუ მესმის, იმიტომ მესმის, რომ მასთან საერთო ადამიანურ განზომილებაში, ანუ ზომითობაში ვარო. როდესაც ამერიკელი გამომცემელი ჯონ ობრაიენი საქართველოში ჩამოვიყვანე, ძალიან გაიკვირვა, ქართველი მწერლების ნათქვამი, „მწერლის როლი დიდია და ილიაც ერის მამააო“. ობრაიენს მაშინ ავუხსენით, რომ მწერლობა ერისკაცობას ნიშნავდა, რადგან ერის ცნობიერებაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიულად …