9 აგვისტოს, დილას, რუსეთმა ხარკოვში მრავალსართულიან შენობაზე მიიტანა სარაკეტო იერიში – ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.
ხარკოვში რაკეტა სალტოვსკის რაიონში 10-სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის რამდენიმე სართული დაინგრა.
პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადამიანები შენობის ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
ასევე, რუსეთმა 9 აგვისტოს გაარძელა შეტევა ქალაქ ოდესაზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის განცხადებით, სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია საცოხვრებელი შენობების დაზიანების შესახებ.
ასევე, ჟიტომირის რეგიონში ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 აგვისტოს, ღამე, რუსეთმა უკრაინას 202 დრონით და სხვადასხვა ტიპის რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური და ანტირადარის რაკეტებით შეუტია.
_______
ფოტოზე: ხარკოვი. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური/telegram






