ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში

თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა „ბათუმურმა საღამომ“ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები: „ბერმუხა“, „ბათუმი“, მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები …

12 მაისი ექთნების დღეა

12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა. საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს, მათი უმეტესობა ქალია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ექთნის პროფესია გენდერულ ბალანსს ინარჩუნებს. 12 მაისი საზეიმო …

თი ბი სი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს

თი ბი სი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი მომხმარებლებს 6 თვის წინ შესთავაზა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი ლარის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები. თი ბი სი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ძირის დაფარვას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. პროექტის შედეგებს თი ბი სი …

კიბოს სკრინინგი ქობულეთსა და ხულოში – გასვლითი აქციები ეროვნული პროგრამის ფარგლებში

კიბოს სკრინიგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით ქობულეთის, ხულოს და ბათუმის ადგილობრივ მოსახლეობას რაიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდებათ პროსტატის, საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ქობულეთში ასევე შესაძლებელი იქნება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფიის ჩატარება. აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტაროს: [checklist] 16 მაისს ქობულეთის ჰოსპიტალში, …

ისწავლე მაგისტრატურაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ვისაც სურვილი გაქვთ, ისწავლოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის ამ უნივერსიტეტში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ელი ივნისი !!! ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017/2018 აკადემიური წლისათვის განაცხადებს იღებს 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში: [checklist] ბიზნესი კოგნიტური მეცნიერება (PhD) ეკონომიკა გარემოს დაცვა და პოლიტიკა გენდერული კვლევები ისტორია საერთაშორისო ურთიერთობები სამარათალი გამოყენებითი მათემატიკა …

გაკეთებული და გასაკეთებელი გზები ხელვაჩაურში

2017 წლის დასაწყისიდანვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ წელს აჭარაში  ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მუნიციპალურ და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, გამაგრებას დაეთმობოდა.  მიმდინარე წელს მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27კმ-მდე ასფალტბეტონის საფარის და 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე, …

განახლებული პირობები სესხებზე „ფინკა“ ბანკში და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს

ფინკა ბანკში სიახლეა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. 40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული – მომხმარებლებს შეუძლიათ  ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და …

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის პროექტთან – „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ თანამშრომლობის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის ტრენინგები დაიწყო. სწავლების მიზანია პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ბაზაზე არსებული  სარეაბილიტაციო პროგრამების გაცნობა, რაც გულისხმობს ყველა სარეაბილიტაციო პროგრამის მიზნის, სტრუქტურის, ფორმატის, სამიზნე ჯგუფისა და სავარჯიშოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. სარეაბილიტაციო მოდულების დეტალურად გაცნობის …

9 მილიონი აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 12 მილიონზე მეტი ლარია. ბოლო 10 წლის მანძილზე სამინისტროს ბიუჯეტიდან პროგრამულ ნაწილზე ყველაზე დიდი წილი მიმდინარე წელს მოდის, 76% (9.165.520 ლარი), როცა 2011 წელს პროგრამული ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 17% იყო. აჭარის მუნიციპალიტეტებში  მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მოწეული პროდუქციის რეალიზაციაა.  წარმოებული პროდუქციის ქალაქში ტრანსპორტირებისთვის სოფლად მცხოვრებ ფერმერებს დამატებითი ხარჯის …

საცხოვრებელი ბინები 164 დევნილისა და 212 ეკომიგრანტი ოჯახისათვის

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წაბლანელებისათვის მშენებარე სახლი დაათვალიერა. მშენებლობის პროცესს გაეცნო ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. …

უფასო კონსულტაციები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

შაბათს, 29 აპრილს, დილის  9.30-დან 15 საათამდე  ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარები პაციენტებისთვის  უფასო სამედიცინო კონსულტაციებისთვის გაიღება. კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, მამოლოგია, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პედიატრია, ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია – ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც მაღალკვალიფიციური კონსულტაციების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს. ნინო ქაჯაია – IUHB-დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში: „ამ დღეს …

ბათუმის, ქედისა და ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში ნევროლოგები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ

28, 29 და 30 აპრილს ხულოს, ქედისა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში წამყვანი ნეიროქირურგები შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით, ასევე  ნევროლოგები და ტრავმატოლოგ-ორთოპედები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ. სამედიცინო კონსულტაციები 28 აპრილს ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში, 29 აპრილს ქედას ჰოსპიტალში, ხოლო 30 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება. კონსულტაციები 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 …

ძეგლების და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე – მოსწავლეების შთაბეჭდილებები

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში ( 18-21 აპრილი) სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყო. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში  აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი და  ძმები ნობელების სახელობის ბათუმის  ტექნოლოგიური მუზეუმი, კინოთეატრ ,,აპოლოში’’ …

ბავშვის ფიზიკური განვითარების მიმართულებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება

25 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჭარბი წონის მქონე 10-18 წლის ბავშვებისთვის წამყვანი პედიატრები და ენდოკრინოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ექიმები პარალელურად  შეაფასებენ პაციენტების ფიზიკურ განვითარებას; განსაზღვრავენ ასევე გლუკოზასა და გლიკირებულ ჰემოგლობინს  სისხლში. სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში მძიმე პათოლოგიაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ რისკთანაა ასოცირებული, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა რთული სამედიცინო …

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო.  ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი  და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ აჭარის მოსახლეობას სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს. აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ …

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ. შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა …

LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“

პარასკევს, დაძაბული კვირის შემდეგ, განსატვირთად თუ კარგ ადგილს ეძებთ, „ჰილტონ ბათუმში“ მდებარე „სქაი ბარი“ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ეს არ იქნება ტიპური საღამო – ყოველ პარასკევს, საღამოს ათიდან პირველ საათამდე, „სქაი ბარში“, რომელიც ზღვას გადაჰყურებს,  სტუდენტური ბენდი იკრიბება და ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს. ბენდის ყველა წევრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მათგან ყველაზე უფროსი 23 წლისაა, …

„ჯეი-სმაილი“ – აირჩიე სტომატოლოგი, რომელსაც ენდობი

თუ პროფესიონალ სტომატოლოგს ეძებთ და ხელმისაწვდომ ფასად გსურთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს მისამართი უნდა დაიმახსოვროთ – ბათუმი, გორგილაძის 114. აქ მდებარეობს სტომატოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა „ჯეი-სმაილი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას გთავაზობთ. თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, პარადონტოლოგიური მკურნალობა, დენტალური იმპლანტაცია, თანკბილვის გასწორება, ორთოპედიული მკურნალობა, ესთეტიკური სტომატოლოგია – კბილის გათეთრების ყველა მეთოდი – ეს „ჯეი-სმაილის“ სამედიცინო სერვისების არასრული …

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს ავტომობილის საწვავად გამოყენების დროს

ამერიკაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა თუ თურქეთში ავტომანქანების მფლობელები დიდი ხანია თხევად გაზს მოიხმარენ, ანუ თითქმის აღარ იყენებენ ბუნებრივ გაზს. მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის (LPG) წილი ყოველწლიურად იზრდება. თხევადი გაზის მომწოდებელი ლიდერი კომპანია ISLET GROUP-ი საქართველოში ოპერირებს სავაჭრო ნიშნით – EcoGas-ი. აჭარის რეგიონში ISLET GROUP-ის შვილობილი კომპანია შპს „აჭარინვესტია“, რომელიც ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში ფლობს გაზგასამართ …

შეხვედრა „Hapto“-ს წარმომადგენლებთან

2017 წლის 30 მარტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გერმანულ კომპანია „Hapto“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,  შეხვედრის მიზანი იყო ციფრული ინტერაქტიული მედიის დანერგვა და განვითარება მუზეუმებში. კომპანია ,,Hapto“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიცავდა მედიის წარმოების საკითხებს, პროდუქციას, პროგრამულ უზრუნველყოფას, საგამოფენო ტექნიკის, მომსახურებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს, გრაფიკების, ანიმაციებისა და ინტერაქტიული 3D მოდელების შექმნას. პროექტი ძალიან ხელსაყრელია …

ისმეთ დინდარის პასუხი შპს „აიკონ გრუპის“ განცხადებაზე

ისმეთ დინდარი, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი მინდა გამოვეხმაურო შპს BROTHERS-ის  45-%იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს შპს „აიკონ გრუპის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას და წარმოვადგინო ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, ხოლო სად არის  სიმართლე, ეს თავად საზოგადოებამ შეაფასოს. ა) 2015 წლის 15 მაისს მიიღეს კომპანიის შპს „BROTHERS“-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო …

„ფინკა ბანკმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა

„ფინკა ბანკმა“ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნებით 28 მარტს 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასაჩუქრეს. „ფინკა ბანკის“ მიერ მომზადებული „ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნესუნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნიდან სასარგებლო რჩევები და …

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში 2016 წლის 01 ივნისიდან აღნიშნულ პროგრამას ანხორციელებს …

შპს „აიკონ გრუპ“-ის განცხადება

შპს „აიკონ გრუპ“, შპს “BROTHERS”-ის საწესდებო კაპიტალის 45% წილის მფლობელი პარტნიორი  განცხადება ჩვენ, როგორც შპს „BROTHERS“-ის საწესდებო კაპიტალის 45%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „აიკონ გრუპ“-ი იძულებული ვართ ვუპასუხოდ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ამჟამინდელი ერთ ერთი დირექტორის ისმეთ დინდარის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც არაერთი სატელევიზიო ინტერვიუში თუ საგაზეთო სტატიაში გააჟღერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისმეთ დინდარის აღნიშნული (უსაფუძვლო და …

„ეთერში ვართ“ – გამოფენა ბათუმში

2017 წლის 23 მარტს, 15 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას „ეთერში ვართ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის ტიპური მეცნიერის მისაღები ოთახი, სადაც ნაჩვენები იქნება ის  სხვადასხვა მედიასაშუალება, რომლებსაც  იმ ეპოქაში  აქტიურად ეყრდნობოდნენ: გაზეთი „აჭარა“, „აჭარის ტელევიზია“, რადიო „აჭარა“, ჟურნალი „ჭოროხი“, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, „ტელეარხი 25“ და გაზეთი …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის ისმეთ დინდარის [მიქელაძე] განცხადება

ჩემი ძალისხმევითა და ინიციატივით, ერთი წლის წინ ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი, რაზეც წლებია ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, საავადმყოფომ უზრუნველყო ჩემი ქვეყნის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ადგილი აქვს საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მიზნით ხელოვნურად შექმნილ არასასურველ პროცესებს. 45% წილის მესაკუთრე პარტნიორი – საავადმყოფოს  დირექტორები, …

ბათუმში იყიდება სამსართულიანი სახლი

საცხოვრებელი ფართობი: 200 კვმ. ოთახების რაოდენობა: 7. საძინებლების რაოდენობა: 4. კეთილმოწყობილი ეზო, ავტოფარეხი, სხვენი და საწყობი. ფასი: შეთანხმებით. მის: თაბუკაშვილის 8. საკონტაქტო: 593 73 48 93 (ნაირა).

საჯარო შეტყობინება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე [№2-83/2017] სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობია 1,56 კუბ/მეტრი მეორეხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 224,64 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან [2017 წლის 9 მარტიდან] სამი თვის …

10 მარტს ახალი ბენდი THE NEPHELIANS-ი „სქაი ბარ ნეფელეში“ დაუკრავს

10 მარტს გელოდებით ყველას ჰილტონ ბათუმში, სქაი ბარ ნეფელეში! ჩვენ გთავაზობთ  შანსს, მოიგოთ ღამე ჰილტონ ბათუმში 2 ადამიანისთვის. მონაწილეობის პირობა მარტივია: განათავსეთ „სქაი ბარ ნეფელეში“ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით: #thenephelians, გამარჯვებული  გახდება ფოტოს ავტორი, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.  მოუთმენლად ველოდებით თქვენს ჩართულობას! 10 მარტიდან კი ყოველ პარასკევს თქვენს განწყობაზე იზრუნებს THE NEPHELIANS-ი! …

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში თბილისელი ქირურგები კონსულტაციებს ჩაატარებენ

24 თებერვალს, 11:00 -16:00 სთ-მდე მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ბავშვთა ქირურგი ზვიად ბულისკერია და ორთოპედი ლაშა ძიძიგური კონსულტაციებს ჩაატარებენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05

დასაქმების ფორუმი ბათუმში

დასაქმება ასაკის შეზღუდვისა და სამუშაო გამოცდილების გარეშე „ჯი პი აი ჰოლდინგი“ კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას იწყებს! ხვალ, 22 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ 10:00-დან 18:00-მდე გაიმართება დასაქმების ფორუმი. ნებისმიერ მსურველს, ასაკის, პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, შეუძლია, მოვიდეს ფორუმზე, გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენლებს და გახდეს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი. „ჯი პი აი ჰოლდინგი“ …

აღნიშნეთ ვალენტინობის დღე „ჰილტონ ბათუმში“

აღნიშნეთ ვალენტინობის დღე თქვენს რჩეულთან ერთად სქაი ბარ ნეფელეში. გაატარეთ დაუვიწყარი საღამო, ისადილეთ ჭიქა შამპანურთან ერთად – 60 ლარი 1 პერსონა. შეთავაზება ძალაშია მხოლოდ 14 თებერვალს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 422 22 22 99  

300 სამუშაო ადგილი ჯიპიაი ჰოლდინგისგან – დასაქმების კვირეული საქართველოს დიდ ქალაქებში

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად დასაქმების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს  5 ქალაქში ჩატარდება. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში.  300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს …

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის

თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, აქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში. რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და  კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება – …

სულხან ღლონტის შეხვედრა აზერბაიჯანის კონსულთან: ტურიზმის განვითარებისთვის ასეთი შეხვედრები აუცილებელია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს აჭარაში, ბატონ რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო. „დღეს, ჩვენი სტუმრობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიზნად ისახავს გავაღრმავოთ ურთიერთობა ტურიზმის სფეროში. აზერბაიჯანის მოქალაქეები დაინტერესებული არიან აჭარის ტურისტული პოტენციალით. საკონსულოს მიზანია ეფექტური ურთიერთობა გვქონდეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტთან. ასევე ჩვენი სტუმრობის …

ვაკანსია მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე

სამუშაოდ ვიწვევთ 20  წლის ასაკიდან  გოგონებსა და ბიჭებს მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე. აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. ასევე, სამუშაოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს. CV მიიღება 26 დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე, სამუშაო დღეებში 12 საათიდან 17 საათამდე. მის.: ა.მელაშვილის (ძველი კამოს) 33/35 , Surf Hostel-ის შენობაში. მობ.: 558 35 39 04, ნანა

Exit mobile version