15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება

 15 ივლისს, ბათუმში, ჭავჭავაძის #131-ში,  [სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი შენობა], მეტრო მარტის  რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი საზეიმოდ და სპეციალური ფასდაკლების აქციებით გაიხსნება. ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდებათ. [checklist] გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს სპეციალური ფასები, განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიის ტექნიკაზე, საჩუქრების მოსაგებად ჩატარდება არაერთი სახალისო კონკურსი, დღის ბოლოს კი …

საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება – საჯარო შეხვედრა ბათუმში

15 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის:  ფარნავაზ მეფის ქუჩა, N. 62/64/66) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე – “საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები: გამოწვევები და შესაძლებლობები”. შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ისაუბრებს საქართველოს საგარეო კურსზე და ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ …

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსში

7-9 ივლისს, აჭარის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელარუსს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის  ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ბელარუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი …

კოლეჯი „გოლდენ სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად

კოლეჯის შექმნის იდეა დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში. სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა შევნიშნე, …

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს! ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო  მუსიკალურ ნაწილს. სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის …

„ნიუ დენტ XXI“ – კლინიკა, რომლის პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და მისაღები ფასია

სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტ XXI“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #68-ში მდებარეობს. კლინიკა გაიხსნა 2009 წელს და დაარსების დღიდან ვზრუნავთ, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, ევროპული ხარისხის სერვისები. სტომატოლოგია მედიცინის ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ სტომატოლოგიის თანამედროვე მიღწევებს, გავდივართ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მუდმივად ვართ სიახლეების ძიებაში. კლინიკა აღჭურვილია …

My Batumi – რესტორანი ზღვისპირას უგემრიელესი კერძებით

ზაფხულში ზღვისპირას რომანტიკული ვახშამი ან მეგობრებთან ერთად გართობა დღის იდეალური დასასრული შეიძლება იყოს, თუმცა იდეალურ საღამოს იდეალური ადგილი სჭირდება, ასეთი კი ბათუმში მხოლოდ რესტორანი „ჩემი ბათუმია“. ბათუმის შემოსასვლელში რესტორან „ჩემი ბათუმის“ აბრას და ფართოდ გაღებულ ალაყაფის კარს ქართულ ტრადიციულ გარემოში შეჰყავხართ. ქართული ორნამენტებითა და დეტალებით გაფორმებული ინტერიერი შესვლისთანავე სასიამოვნო განწყობას გიქმნის. ჩახოხბილი, ჩაქონდრილი, ჩაქაფული, ჩალაღაჯი, …

დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, ასევე ქალაქში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა საგზაო ინფრასტრუსტრუქტურის მოწყობას, აქტიურად მიმდინარეობის სამუშაოები. 2017 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულების პროექტებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ …

ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია

პროფესორ, კარდიოლოგ ისმეთ დინდარს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უცხოეთშიც. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, როგორიცაა: „მედიცინა გრუპ ჰოსპიტალი“, „მედიკალ პარკ ჰოსპიტალი“, „კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი“. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იმავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი. საუკუნის …

„ჰილტონ ბათუმი“ – შეუზღუდავი სივრცე შშმ პირების დასაქმებისთვის

39 წლის მალხაზ წითელაძეს არასდროს უმუშავია. მალხაზის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. პირველად სამსახურში ორი თვის წინ წავიდა. მალხაზი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ სამრეცხაოში მუშაობს. „შემთხვევით გავიგე, რომ მიუხედავად ჩემი სტატუსისა, „ჰილტონში“ შეიძლებოდა მუშაობა დამეწყო. სამუშაო რთული არაა – თეთრეულს ვარჩევ, ვრეცხავ, ვაშრობ, მთავარი რაც არის – დასაქმებული ვარ და ხელფასი მაქვს. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის …

სიახლეები აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და გაზრდილი ბიუჯეტი

აჭარის მთავრობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულება. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროგრამებთან ერთად აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში დამატებით პროგრამებს ახორციელებს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს ბიუჯეტთან ერთად ყოველწლიურად მატულობს პროგრამების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს მხოლოდ 11 პროგრამა არსებობდა, 2017 წელს 25 პროგრამა მოქმედებს, ხოლო 2018 წლისთვის 31 …

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანთქებით“ წარსდგნენ თოჯინების თეატრში. ფარდა გაიხსნა თუ არა, მოწვეული სტუმრები, თანატოლები, აწ უკვე პირველი აღსაზრდელები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს. მუზები, ფერიები, ხმოვნები, თანხმოვნები, მომღერალ-მოცეკვავეები ფურცლავდნენ ისტორიას ფარნავაზიდან იაკობამდე, დედაენის პერსონაჟებმა, გაბეჯითებულმა მუქთამჭამელამ, გათანამედროვებულმა ანომ და ვანომ, პატარა რეპერებმა მანამდე სცენა მეორეკლასელებს დაუთმეს, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობას და საერთოდ, ბავშვების ლაღ, ხალას და …

სოციალური დრამა გონიოს ციხეში

17 ივნისს, 21:00 გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპექტაკლი „ფერონი“, რომლის ავტორი და რეჟისორი გიორგი გიოვანია.  ნაწარმოები მთლიანობაში სოციალური რეალობის ანარეკლია და ნათლად გამოხატავს ადამიანურ სისუსტეებს. სპექტაკლი ოთხმოქმედებიანია და თითოეული მათგანი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა, მაგრამ ამავდროულად ერთსა და იმავე გმირების ირგვლივ განვითარებულ ისტორიაზე გვიამბობს. პიესის მთავარი გზავნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე …

„Kazakh Invest“-ის წარმომადგენლები აჭარაში ივლისის დასაწყისში ჩამოვლენ

ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა.  ქართული დელეგაციის ვიზიტი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის  პრეზიდენტთან, პრემიერ-მინსტრთან და პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტი 12 ივნისს ასტანაში, „აკორდას“ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური …

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების სემინარს სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეები დაესწრნენ

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების  პროგრამის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენაჩუნების ხელშეწყობა, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მუდმივი მონიტორინგია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში   მიმდინარე სემინარს დაესწრნენ სკოლა  ევრო-2000–ის მოსწავლეები  ანაკლიაში, 2017 წლის 24 მაისს. სემინარის დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისა და  ამოცანების …

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება [ფოტო]

აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  მიმდინარე წელს  დაიწყო ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების კერძოდ: ქ.ბათუმში დ.თავდადებულის ქ.N35, მაზნიაშვილის ქ.N6/მ.აბაშიძის N15, ზუბალაშვილის ქ.N38, კომახიძის ქ.N4, ჟორდანიას ქ.N14 , გორგასალის ქ.N24-ში მდებარე სახლების და ქ.ქობულეთში …

აჭარის მთავრობის პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში

რეგიონის ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და გზების კეთილმოწყობის მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელს ხშირად სტუმრობს. გასულ დღეებში, ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაცია მოიარა, მათ შორის სხალთისა და ღორჯომის ხეობა, …

„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება

ზაფხული ახლოვდება და ბათუმში დამსვენებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სუფთა ზღვა დასვენების აუცილებელი ნაწილია. ახლო წარსულში ზაფხულის სეზონის დაწყება წყლის გრაფიკთან და ზღვის ხარისხზე საყოველთაო მსჯელობასთან ასოცირდებოდა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ბათუმს წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყალი“ – რეაბილიტირებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, ავტომატიზებული სამარაგო-საწნევო რეზერვუარებით და ადლიის ჩამდინარე წყლების ულტრათანამედროვე გამწმენდი …

უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით

თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცდილებითა და წარმატებული შედეგებით კლინიკა ლიდერია ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ ულტრათანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. უშვილო წყვილებს კლინიკა „ბათუმის ინ ვიტრო“ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით სთავაზობს. „პირველ რიგში, …

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით

გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA). ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში  სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი …

ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს

ძლიერი სკოლა ხომ ძლიერი სახელმწიფოა. ძლიერი ოჯახი  და ძლიერი სკოლა ძლიერ საზოგადოებას ქმნის, რაც ჩვენი სახელმწიფოს წარმატებული მომავლის საწინდარია. სკოლა და ოჯახი  განუყოფელია, მათი ერთობა კი აუცილებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. სკოლა ევრო 2000-სთვის   განსაკუთრებულად  ღირებული  არიან მოსწავლეები და მათი ოჯახები, რისი დასტურიცაა ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულება, პატივისცემა  და სიყვარული მათ მიმართ. სკოლა მასშტაბური ღონისძიებით …

საქმიანი ტურიზმი, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და 2017 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინი აჭარაში

ბათუმი – MICE ტურიზმის ცენტრი საქართველოში აპრილ-მაისის თვეები საერთაშორისო ღონისძიებებითა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო გამორჩეული. ბათუმმა უმასპინძლა  საერთშორისო ღონისძიებებს როგორც ბიზნეს-სექტორის, ისე ჯანდაცვის, კულტურის, სოფლის მეურნეობის თუ ტურიზმის მიმართულებით. 800-მდე დელეგატი და მსოფლიო დონის ბიზნეს-სპიკერი სტუმრობდა ბათუმს IBF Batumi -საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში. პირველად შავი ზღვის კავკასიის რეგიონში, ბათუმში ჩატარდა შავი …

ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში

მალე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები იალაღებზე გარეკავენ საქონელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა იალაღებზე მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები შეასრულა, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გაიწმინდა გზა. მოსახლეობას შეუძლია უკვე ისარგებლოს: ზედა ბზუბზუ-ყურყვეთის, ზენდმანი-უკანტეხილის, კვინჩხა-ნაგონაღვარის, ჭალათი სასადილოს მთისა (კოსლითავის) და ნამონასტრევი-ლაშის მთის მიმართულებით არსებული გზებით. მუნიციპალიტეტს 41 ხელოვნური ნაგებობა …

მაღალმთიან აჭარაში რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებული განათლების ხელშეწყობის პროექტები

აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და  ხემლისაწვდომობის გაზრდა რეგიონში. სწორედ ამ მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის 55% განკუთვნილია განათლების  სფეროსთვის.  სამინისტროს ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების …

„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს. ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი? „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის …

GIPA-ფრიდმანის პრიზი-2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში. საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1-ელ ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მედიასაშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1-ელი ივნისი. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, …

გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’

2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების  ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის და მისი გენერალური კონსტრუქტორის, ჩვენი თანაქალაქელის, აკადემიკოსის და გენერალ – მაიორის, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს …

საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია

ბათუმში, 30 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე „საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“. შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებს საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის …

EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]უფრო იაფი და უფრო უსაფრთხო[/highlight] – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც თქვენი ავტომობილი საწვავისა და ბუნებრივი გაზის ნაცვლად თხევადი გაზის მოხმარების სისტემაზე უნდა გადაიყვანოთ. თხევადი გაზის სისტემის დაყენება თქვენს ავტომობილში უპროცენტო განვადებითაც შეგიძლიათ. დამონტაჟებისთვის საჭირო 1 000 – 1 500 ლარის კომპენსირებას თხევადი გაზის უფრო იაფი ღირებულებით მაქსიმუმ 6 …

თუ ინგლისურის შესწავლა ან განმტკიცება გსურთ – გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/Intertnational Exchange Programmes დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა გაიღრმავონ ინგლისურ ენაში, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და საინტერესოდ გაატარონ დრო უცხოეთში. წელს პროგრამა გეგმავს მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამას მალტასა და ინგლისში – ბიზნეს-ინგლისურში, სწავლების მეთოდიკასა და ზოგად ინგლისურში, ასევე, იგეგმება  სასწავლო პროგრამები და საზაფხულო ბანაკები მალტაზე, სადაც პროგრამის ფარგლებში, სხვა გასართობი პროგრამის გარდა, შედგება საკრუიზო ექსკურსია …

რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შესწავლა, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ ბინებს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში. აჭარის მთავრობა 153 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას გადასცემს: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში აგებულ  სოციალურ სახლში 58, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში აგებულ სამ კორპუსში 72 ოჯახი დაკმაყოფილდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის …

ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე

საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე ქართველი სტუდენტები საუბრობენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში იღებენ განათლებას. ლიკა ჩერქეზიშვილი, გაზის უნივერსიტეტი [თურქეთი, ანკარა], საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის  უფრო და უფრო ღრმავდება, რამაც სტრატეგიული თანამშრომლობის სახე მიიღო როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და …

სიახლე ფინკა ბანკში – ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება ერთის ფასად

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგი საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ. პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ …

ბათუმის საკრებულო საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს

ბათუმის საკრებულო თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს მოსახლეობას, 22 მაისს, 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარუდგენს. მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა, N. 25. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს ზოგად საქმიანობასა და კომისიების ანგარიშებს მიმოიხილავს. საკრებულოს ფრაქციები კი, მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ …

ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში აღნიშნულ პროგრამას მეორე წელია ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, …

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)

18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ  მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის  ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“  ფარგლებში იმართება. ფილმი ეხება  2001  წლის  11 სექტემბერს  აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც  ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი …

Exit mobile version