„ორბი ჯგუფის“ პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა

„ორბი თვინ თაუერი“ – „ორბი ჯგუფის“ ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მეექვსე ადგილს იკავებს. ამ პროექტმა პანამაში „2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტის“ ტიტული მიიღო და კომპანია „ორბი ჯგუფს“ „ოსკარიც“ გადაეცა უძრავი ქონების სფეროში. პროექტზე, პრიზზე და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად კომპანია …

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი დაპირება შეუსრულა. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურობის შესაძლებლობა ეძლევა. ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა. „ბუნებრივია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს …

თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY CARD-ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება. ღონისძიება 2016 წლის 26 ივლისს, ვაზიანის მე-IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე …

“ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ”

2006 წელი იყო, არჩილმა ახალი პირადი საქმის შედგენა დაიწყო… მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის სრული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის მოტივი იყო. კარგად ახსოვს ის დღე, რომელმაც სამხედრო საქმეს, როგორც პროფესიასა და კარიერას მჭიდროდ დააკავშირა. „სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2016 წლის 3 ოქტომბერს ჩავირიცხე“. თუმცა მანამდე იყო სტუდენტობა და სხვა პროფესიის დაუფლების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ქვეყანაში …

“კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოში დღეს უკვე არსებობს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School). თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 ინიციატივას შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, …

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მისაღებ გამოცდებზე წელს პირველად გოგონები მიიღო

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმატებით დასრულებული მისაღები გამოცდები 2010 წლის შემდეგ, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა მისაღები გამოცდები. საბჭოთა კადეტთა კორპუსის ძველი კლიშეები ინგრევა და მოსწავლეები, ისევე როგორც მათი მშობლები, აცნობიერებენ, რომ ეს არის არა სოციალურად დაუცველთა პანსიონატი, არამედ საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, სადაც წელიწადში თითოეულ ბავშვზე 10 000 …

“საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის” – თინათინ ხიდაშელი

„პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი …

ფოტოკონკურსი ,,ანბანის კოშკის’’ გადაღებაზე

„ანბანის კოშკი“–ს მენეჯმენტი  აცხადებს ფოტოკონკურსს ანბანის კოშკის გადაღებაზე. კონკურსის მთავარი პირობაა კადრში ჩანდეს ანბანის კოშკი ან/და ანბანის კოშკის  ინტერიერი და  ექსტერიერი კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს მონაწილეებისგან. საერთო ჯამში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ანბანის კოშკის მენეჯმენტი. ხოლო დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება …

გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. წესრიგი, ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე აღჭურვილი განყოფილება და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან პაციენტებს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ – ეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იდეალური წესრიგია. პაციენტებს აქ მათი ჩივილების მიხედვით ათავსებენ პალატებში, …

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციაზე

რა არის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო? 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ~ საქართველოს კანონი მიიღო, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 7 მაისს. ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, …

“საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში”

კახა გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი): ჩვენ გვჭირდება გაწევრიანება იმისთვის, რომ ჩვენზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ. მაგრამ, ამ ეტაპზე პირიქით არის. გაწევრიანების მცდელობა ჩვენს მტერს პრევენციული შეტევის განხორციელებისკენ უბიძგებს. ღვინოს ხომ არ ასხამენ ჭურებში როცა ის დუღს, არამედ, რომ დაცხრება მერე, პოლიტიკაშიც ასეა საჭირო… სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის …

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო

„რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ – ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“ ვარშავის სამიტის სტუმრებს პოლონეთმა საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა. წიგნი, ალბომი „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ – ქართული ემიგრაცია პოლონეთში, 1921-1939“ პოლონეთში მოღვაწე დოქტორ დავით ყოლბაიას ავტორობით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის ავტორი საქართველოს ისტორიაზე, პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებასა და მათი …

თინათინ ხიდაშელი: „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ“

„ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონიათ“, – ასე …

უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა

2016 წლის 8-9 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში, ნატოს სამიტი გაიმართა საქართველოს მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება სამიტის შედეგებს განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. შედეგი ასეთია: ვარშავის სამიტმა წარმატებით ჩაიარა და სამიტის კომუნიკეს შეფასების დროც დადგა. შეფასებები გაკეთდა მედიაში, სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში, საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდა. …

უნიკალური, ლიზენცირებული, საგვარეულო მალამო და ექიმი, რომელიც პაციენტებს კურნავს

ბათუმში, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში“, ტაბიძის ქუჩა #2-ში, თბილისიდან მოწვეული მანუალური თერაპევტი ნიკა თაბუნიძე რამდენიმე თვეა იღებს პაციენტებს. იგი ოპერაციის გარეშე, საგვარეულო მალამოს და საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული მედიცინის გამოყენებით მკურნალობს. ბატონი ნიკა თაბუნიძე საგვარეულო მეთოდების უბადლო მცოდნეა. თაბუნიძე ძველი, მესხური გვარია, თაბუნიძის საგვარეულო მეთოდით მკურნალობა კი რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნიკა თაბუნიძე წარმატებით კურნავს იმ ადამიანებს, რომელთაც …

გონიოში იყიდება აგარაკი

გონიოში იყიდება აგარაკი (ორი სართული), 3 ოთახი (2 საძინებელი), საცხოვრებელი ფართობი: 78 კვ/მ, ეზო: 200 კვ/მ, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, სველი წერტილით, პარკინგის ადგილით, საუკეთესო ხედებით.სახლი აშენებულია 4 წლის წინ, მდებარეობს ფერდობზე, ტყესთან ახლოს, ზღვიდან 700 მეტრში. ფასი.: 68 ათასი აშშ დოლარი. მობ.: 592 07 12 12.

„შუახევიჰესისთვის“ აგებული გვირაბების სიგრძე 37 კილომეტრია

საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „შუახევიჰესის“ სამუშაოების 80 პროცენტზე მეტი უკვე დასრულებულია. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონი დოლარია. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში, ენგურის შემდგომ, ბოლო 35 წელია არ განხორციელებულა. მშენებლობას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. „შუახევიჰესზე“ ამჟამად ორივე დამბის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში სრულდება. …

სასწრაფოდ იყიდება ან გირავდება ბინა იტალიურ ეზოში

სასწრაფოდ იყიდება ან გირავდება ბინა იტალიურ ეზოში. იზოლირებული, კეთილმოწყობილი, ავეჯით, ტექნიკითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. აქვს დაშენების პერსპექტივა. იყიდება 21 000 დოლარად ან გირავდება 2 წლით – 15 000 დოლარად. მისამართი: ბათუმი, დ. თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) და პუშკინის კვეთა. მობ.: 577 02 44 10

ორგანიზაციას ესაჭიროება ხელმოწერების შემგროვებლები ბათუმსა და ქობულეთში

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართული მომავალი” აწარმოებს მსურველების მიღებას მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად ბათუმსა და ქობულეთში. ანაზღაურება მაღალია! ანგარიშსწორება მოხდება ყოველკვირეულად! მოთხოვნები: კეთილსინდისიერება, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება გამომუშავებით: 40 თეთრი თითო ხელმოწერა. რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: listgeorgianfuture@gmail.com მობ.: 551 39 22 11

ოფთალმოლოგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის მიმართულებით საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ოფთალმოლოგთა მაღალკვალიფიციურ გუნდს კიდევ ერთი ცნობილი ექიმი, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიშა ომიაძე შეემატა, რომელიც პაციენტებს რეგულარულად, თვეში ორჯერ, ყოველ მეორე კვირას მიიღებს და ჩაატარებს კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციებს ახალი მეთოდით, ნემსით ანესთეზიის გარეშე, წვეთების გამოყენებით. მიშა ომიაძეს საქართველოში იცნობენ, როგორ …

კითხვები და პასუხები თანასწორობაზე

რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება? თანასწორობის უფლება ნიშნავს თანასწორი, ანუ თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას, არსებითად უთანასწოროთა მიმართ კი პირიქით. თანასწორი მოპყრობის მაგალითია, როდესაც გასხვავებული რელიგიური შეხედულების ბავშვს საჯარო სკოლაში თანაბრად აქვს სწავლის უფლება. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა …

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას. საქართველო ევროკავშირის მისიებში 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო …

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება

2016 წლის 1 ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს (DC FTA) მოიცავს. ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში მოეწერა. ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ასოცირების შესახებ შეთანხმება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, …

თინათინ ხიდაშელი: “დაპირებები შესრულებულია”

თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია – საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია; JTEC – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია; NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული; ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი – მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის; საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია; ქართველი ჯარისკაცები …

პროპაგანდასთან ბრძოლა – გამავრცელებლის წარმომავლობა

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად …

“ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დავით პაპავა NOBLE PARTNER 2016-ის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა? სამხედრო კარიერა 1998 წლის აპრილში საქართველოში დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის სტატუსით 2000 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი რესურსების მართვის განყოფილებაში, ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2005 წელს იმიგრაციაში აშშ-ში წავედი. 2007 წლის იანვარში ჩავეწერე ჯორჯიის შტატის ეროვნულ …

პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი: „მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ – ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლ“

თუ კი ოდესმე წარმატებულ სამხედრო კარიერაზე გიოცნებიათ, ქართველი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი ნამდვილად კარგი მაგალითია. სამაგალითოა მისი ფიზიკური მზაობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და გამოცდილების გაზიარების უნარი, რაც მას, როგორც ჯარისკაცს, პროფესიონალად აქცევს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, კომუნიკაციის უნარი და ფრანგული ენის ცოდნა, ქართული შეიარაღებული ძალების ტრადიციებისა და დასავლური მიდგომების კარგ ტანდემს ქმნის. სამხედრო კარიერის დასაწყისი „შეიარაღებულ ძალებში 1995 …

მორიგი მითების სერია

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში პროპაგანდის შედეგად გაჩენილი  მითებისა და კითხვების  საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საფრთხეს უქმნის ჩვენი კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მცდარია რეალურად, ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს. კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ევროკავშირის სიძლიერე და მიმზიდველობა სწორედ …

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან

„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ …

ვაკანსია

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ აწარმოებს მსურველების მიღებას, მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად. მოთხოვნები: კეთილსინდისიერება, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება გამომუშავებით: 25-50 თეთრი თითო ხელმოწერა. რეზიუმე გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: listgeorgianfuture@gmail.com  

მკურნალობა ოპერაციის გარეშე

ნუგზარ თაბუნიძე და მისი შთამომავლობა მჭიდროდ უკავშირდება ხალხურ მედიცინას, რომელსაც ათასობით ადამიანი ემადლიერება. ნუგზარ თაბუნიძე და მისი ვაჟი, ნიკა თაბუნიძე პროფესიით ექიმები არიან და საგვარეულო რეცეპტით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაფსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება და სხვა. თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, ნიკა თაბუნიძის მალამო გესაჭიროებათ. თაბუნიძეების ოჯახში ორი მკურნალია. …

რუსუდან ჯაში: წამალი არ არის ყოველთვის გამოსავალი

პედიატრია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში პედიატრიული მიმართულება გაიხსნა, რომელსაც მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პედიატრი და ფარმაკოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგიის ასოციაციის დამაარსებელი,  რუსუდან ჯაში ხელმძღვანელობს. მისი მიდგომა: ნაკლები მედიკამენტები, სწორი და დაბალანსებული კვება – პედიატრიასა და ფარმაკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. რუსუდან ჯაში იმ ექიმთა შორისაა, რომელთა პაციენტები კაბინეტს მედიკამენტების გრძელი სიით არ ტოვებენ. პედიატრი, რომელიც ამავდროულად …

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

თინათინ ხიდაშელი: საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს… არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს …

პროპაგანდასთან ბრძოლა – რჩევების სერია საზოგადოებას

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ …

მითების დეტექტორი

მტკიცება, თითქოს NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს ნატო-ს წევრობის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს, უსაფუძვლოა. მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედიაპლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ამ გზავნილმა ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. აღნიშნული გზავნილის უსაფუძვლობას შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:  ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების …

ინტერვიუ აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლის მონაწილე ოთარ კალმახელიძესთან

ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინდისის ბრძოლის მონაწილეა. უმძიმესი დღეები გამოიარა. საუბარი დღესაც უმძიმს, მაგრამ მზად არის  კიდევ ერთხელ გაიხსენოს ყველა დეტალი. იმისთვის, რომ ქვეყანა იცნობდეს მის თანამებრძოლებს, გმირებს. გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირეს… ოთარ კალმახელიძე: დღემდე ძალიან რთულია ჩემთვის იმ დღეების გახსენება. ოთახის, სადაც ბიჭებთან ერთად ვიყავი. მათგან ზოგიერთი ჩემ თვალწინ ბრძოლაში დაიღუპა. …

Exit mobile version