რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები კიევის მიერაა გაყინული – პატრუშევი

„რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევით, რაც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გახდიდა შესაძლებელს. თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს აქვს გაყინულია,“ – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, 15 ივნისს BRICS-ის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. როგორც …

„პიერ ბათუმის“ პირსს ჯერ არ ანგრევენ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის სანაპიროზე  „პიერ ბათუმის“ პირსს არ დაანგრევენ. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მხოლოდ პირსის მიმდებარედ არსებული შენობებისა და კონსტრუქციების დემონტაჟზე მიიღო გადაწყვეტილება [მერიის გადაწყვეტილებებს კომპანია სასამართლოში ასაჩივრებდა]. პირსთან დაკავშირებით კი დავა გრძელდება. 35 მეტრი სიგრძის პირსი ბათუმის პლაჟზე შპს BATTUN-მა 2011 წელს უკანონოდ ააშენა, კომპანიას არც პროექტის გარემოზე …

„უმამის“ აზიური სამზარეულო უკვე ბათუმშია

აზიური სამზარეულოს აღმოსაჩენად გეპატიჟებით განახლებულ რესტორან-ტერასა „ქლაუდში“. „გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია“ – ასე ახასიათებენ აზიურ სამზარეულოს, რომლის მრავალფეროვნებისა და გემოში მოგზაურობის საშუალებასაც ჩვენი ახალი მენიუ მოგცემთ. ზღვისა და მთის ულამაზესი პანორამული ხედები კი დამატებითი სიამოვნებაა აზიური კულინარიის მოყვარულებისთვის. „რადისონ ბლუ ბათუმის“ ბოლო სართულზე მდებარე „ქლაუდი“ გამორჩეული ინტერიერით და უკვე აზიური სამზარეულოთი ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი …

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი ერთი წლით გადაიდო

ანაკლიაში 19-22 აგვისტოს დაგეგმილი Echowaves-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარების გამო“ ერთი წლით გადაიდო – ამის შესახებ განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა  გაავრცელა . ფესტივალის გადადების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაანონსდა ფესტივალის ლაინაფი (ALAN FITZPATRICK; ÂME; ARTBAT; BOSTON 168; DAX J; I HATE MODELS; JAN BLOMQVIST & BAND; LEHAR; MODESELEKTOR; MUSUMECI; …

როგორ დატროლეს პანდემია ბათუმელმა მუსიკოსებმა და რა არის CLAPPER-ი

„ქლაფერი“ Clapper მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც პანდემიის პერიოდში იმ მიზნით დაარსდა, რომ მუსიკის მოყვარულ ადამიანებს სოციალური დისტანცირებისა და ჩაკეტილობის პირობებში ონლაინ ემოგზაურათ საინტერესო ადგილებში და პირდაპირ, Live რეჟიმში მოესმინათ ელექტრონული მუსიკისთვის. „ქლაფერის“ ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული არტისტები, რეგიონში, სხვადასხვა ადგილას უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, რომელსაც მაყურებელი ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, მიმდინარე დროში ესწრება. „ქლაფერი“ მალე ერთი წლის …

გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს? [აუდიო ტესტი]

შეამოწმე, როგორ იცნობ ან გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს

იტალიაში ძაღლმა მწვანე ლეკვი გააჩინა

იტალიელი ფერმერის, კრისტიან მალოჩის ძაღლმა, სახელად სპელაჩიამ, მწვანებეწვიანი ლეკვი გააჩინა, ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ლეკვს მაშინვე ფისტაჩიო დაარქვეს. ფისტაჩიო ერთ-ერთია ხუთ ლეკვთაგან, რომელიც ფერმაში დაიბადა. ფისტაჩიოს და-ძმებს მათი დედის მსგავსად თეთრი ბეწვი აქვთ. მწვანებეწვიანი ლეკვის დაბადება დიდი იშვიათობაა. მიიჩნევა, რომ ბეწვის მომწვანო შეფერილობა მუცლადყოფნისას დედის ნაღვლის პიგმენტთან, ბილივერდინთან შეხების შედეგია. მწვანე შეფერილობა ფისტაჩიოს დროთა …

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …

მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა

ბერლინის ერთ-ერთი სამეზობლოს მცხოვრებლები ფეხსაცმელების მასობრივი გაუჩინარებით ძალიან შეწუხდნენ. ფეხსაცმელების გამტაცებელი მელია აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ცილენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან დაახლოებით 100 ფეხსაცმელი მოიპარა. აქ მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვა ფეხსაცმელი, მათ შორის ჩუსტები, სანდლები და ბოტასები ნელ-ნელა გაუგებარი მიზნით უჩინარდებოდა. „ქურდი“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქრისტიან მეიერმა გამოიჭირა. ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი …

5 ჩანჩქერი ბათუმთან ახლოს ცხელ დღეებში გასაგრილებლად

როცა ბათუმში ძალიან ცხელა, ხანდახან ზღვაც ვერ აგრილებს. წყალი ძალიან თბება და ამოსვლისთანავე გცხელა, თითქოს არც გიბანავია. ასეთ დღეებში ტოვებენ ქალაქს და მთაში ეძებენ შვებას, სიგრილესა და სიმშვიდეში, კაკლის ხეების ჩრდილქვეშ. საით წავიდეთ თუ ქალაქის სიცხე აუტანელია? ჩანჩქერებისკენ გირჩევდით, რის ნაკლებობასაც წყალუხვი აჭარა ნამდვილად არ უჩივის. მტირალას და მახუნცეთის ჩანჩქერებზე არაფერს ვიტყვით, ისეც გეცოდინებათ. ბათუმთან …

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბათუმში ხართ და არ იცით სად გადაიღოთ ფოტოები? გვესმის. ზღვის, ტბის და მწვანე ბულვარის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ბევრი ადგილია, სადაც საუკეთესო კადრები გამოდის, არადა, ფოტოები, რომელიც აჩვენებს, რომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებით, არამედ ბათუმში სეირნობთ, საჭიროა. ამიტომაც გაჩვენებთ ადგილებს, სადაც ისე გადაღება შეიძლება, ასობით, ათასობით მოწონება რომ ექნება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებს. ფოტო კუპატასთან კუპატა მსოფლიოში …

როგორ გახსოვს კარანტინამდელი ხმები? [ტესტი]

COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ფიზიკურმა დისტანცირებამ და კარანტინმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. შეამოწმე, როგორ გახსოვს ერთ დროს თითქოს უმნიშვნელო ხმები.

7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი

კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ერთნი, რომლებსაც სტუდია „გიბლის“ ანიმეები ნანახი აქვთ და უყვართ და სხვები, რომლებსაც ჯერ არ შეუდგმიათ ფეხი ამ საოცარ ანიმაციურ სამყაროში. თუ ამ უკანასკნელთა შორის მოიაზრებთ თავს, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ. იაპონია, რა თქმა უნდა, ცნობილია ანიმაციებით, მაგრამ სტუდია „გიბლი“  დღემდე რჩება ანიმე-ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავად. თავად სახელი Ghibli “უდაბნოს ქარს” ნიშნავს. …

One Republic-ი ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ზე ამერიკული ჯგუფი One Republic-ი კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 6 მარტიდან საიტზე: bsa.ge. ბილეთის ფასი 80- 300 ლარია. One Republic-ი ამერიკული პოპ-როკბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ მიაღწია კომპოზიციით – Apologize. One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human-ი და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea …

გესმით თუ არა აჭარული დიალექტი? | ტესტი

ამ გასართობ ტესტში ზოგი რამ შესაძლოა ნაცნობი აღმოჩნდეს, ზოგიერთ გამოთქმას კი უკვე აჭარაშიც იშვიათად შეხვდებით. შეგიძლიათ ეს ტესტიც სცადოთ: შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. ფესტივალის სლოგანია – “ზაფხული იწყება აქ”. უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. ფესტივალს მუსიკალურად ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები გააფორმებენ. პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის …

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან. ვერძი იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). …

7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

თუკი ნამდვილი, მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად აჭარას უნდა მიაშუროთ. აქაური კერძები განსაკუთრებით ნოყიერია, კერძების უმრავლესობის ძირითადი ინგრედიენტები რძის პროდუქტებია: იაღი, იგივე ერბო, ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ. აჭარის მთიან სოფლებში მცხოვრებლები დაუღალავად შრომობენ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვები სჭირდება, რომ მხნედ გრძნობდეს თავს. აჭარის მთისა და ბარის ყუათიანი კერძები, …

ფოტოსერია, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობაში გვაჩვენებს

ამერიკელი ფოტოგრაფის, ტომ ჰასის ფოტოსერიას „ანარეკლები“ ეწოდება. ფოტოგრაფი სარკეში არეკლილ ადამიანებს გვაჩვენებს ახალგაზრდობაში და ხანდაზმულ ასაკში. როგორც ამერიკული მედია წერს, პროექტის ინსპირაციის წყარო ტომ ჰასისთვის ომის ვეტერანთან შეხვედრა გახდა, „არ მჯერა, რომ 80 წლის ვხდები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ომიდან ახლა დავბრუნდი. მერე სარკეში ვიხედები და ვხედავ ამ ბებერ ბიჭს“ – უთხრა მან ფოტოგრაფს. ფოტოსერია …

„როცა დავაპირებ, გეტყვით“ – ინტერნეტის რეაქცია

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ფრაზა, რომლითაც იგი არჩევნების მეორე დღეს ჟურნალისტების შეკითხვების თავიდან არიდებას ცდილობდა, ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთი ხუმრობის საბაბი გახდა. „როცა დავაპირებ, გეტყვით“ არის პასუხი თითქმის ყველა არასასურველ კითხვაზე. აი, მაგალითად ამ კითხვაზე:   სტუდენტების გასაჭირი.  და მოსწავლეებისაც. ეს უკვე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და მეზღვაურების სპეციფიური პრობლემაა: შეკითხვა, რომელიც განსაკუთრებით არ უყვართ თინეიჯერებს: …

როგორ ცეკვავენ ცნობილი პოლიტიკოსები

ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკოსების დანახვა ადამიანებს ჩვეულებრივ ახალისებთ, როცა ისინი პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, თუმცა სულ სხვა საქმეა, როცა ისინი ცეკვავენ. პოლიტიკოსების დანახვას ადამიანები სულ სხვა ამპლუაში არიან შეჩვეული, ამიტომაც როცა რომელიმე პოლიტიკოსის ცეკვის კადრები ვრცელდება, ეს ინტერნეტში მხიარულებას, ხშირად კრიტიკასაც იწვევს. [checklist] წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ცეკვამ. იგი სამხრეთ აფრიკაში იყო …

Exit mobile version