უვარგისი კარტოფილი და ხის მასალა „ყაზბეგიდან“ რუსეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსხურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. „ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, კანონით დადგენილი კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ფიტოსანიტრების მიერ, შეჩერებული იქნა 69,867 კუბური …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 113 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430] ტანკი – 3 094 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 6 159 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 2 082 ერთეული [+4] MLRS – 437 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული. კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია: ე.წ …

თევზსაჭერი გემები ბათუმის აკვატორიაში | ფოტო

ბათუმის ზღვის აკვატორიაში დღეს, 11 იანვარს, ოცამდე თევზმჭერი გემია, რომლებიც ქაფშიას იჭერენ. საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია ფლობს. ლიცენზიები 2016-2019 წლებშია გაცემული. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა. თევზჭერის ქართველი ლიცენზიატები ძირითადად თურქული კომპანიების გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ. ამავე თემაზე: …

როდემდე შენარჩუნდება ბათუმში მზიანი დღეები – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი  ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიგამთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 …

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 11 იანვრისთვის გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. 11 იანვრის დილის 11 საათის მონაცემებით, ბათუმში PM10-ის მაჩვენებელი არის …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას. ოქროს საიუველირო ნივთების …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 112 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490] ტანკი – 3 094 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 6 159 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 2 078 ერთეული [+5] MLRS – 437 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი

გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს. ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. …

სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 …

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 112 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710] ტანკი – 3 084 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 6 154 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 073 ერთეული [+4] MLRS – 434 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, 2023 წელს 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებში დაიწყება. მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია არ ეხება თვითმმართველ ქალაქებს, მათ შორის ბათუმს. საჯარო რეესტრმა ადრინდელი გეგმა-გრაფიკი შეცვალა, შესაბამისად, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს უნდა დაიწყოს: …

„ბატონებთან“ დაკავშირებულ  რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება …

1 მილიონი ლარი აჭარის პოპულარიზაციისთვის – ტურისტული გამოფენების ჩამონათვალი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2023 წელს ათობით ტურისტულ გამოფენასა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ფინანსების ხარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს. ამ მიზნით, 1 მილიონ 50 ათასი ლარის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. „აღნიშნული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 111 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590] ტანკი – 3 080 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 6 147 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 2 069 ერთეული [+4] MLRS – 434 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 8 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მახინჯაურში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ამოყირავდა სატვირთო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დაგადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ქვედა კიდურის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.  

ორშაბათიდან აჭარაში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ნალექი, მთაში თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: -2 გრადუსი ყინვა 3 გრადუსი …

თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო რიგ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს. 8 იანვრის დღის 12 საათისთვის, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, „ქედაში მხოლოდ 2 სოფელს და შუახევის რამდენიმე სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია შეფერხებით. ხულოში კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებშია შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ამ წუთებშიც …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 111 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430] ტანკი – 3 069 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 6 130 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 2 065 ერთეული [+3] MLRS – 431 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

პედაგოგების სტატუსის დანამატი იანვრიდან 125 ლარით იზრდება – ახალი ბრძანება

2023 წლის იანვრიდან მასწავლებლები სტატუსის გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ახალი ცვლილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება: უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი [იყო 670 ლარი]; წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი [იყო 1050 ლარი]; …

რიკოთზე, სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე, მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 [სურამის კვანძი-საქასრია] მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ 7 იანვრის საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში. თოვის და ქარბუქის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო …

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელებში ჭიშკრების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 132 910 ლარია გამოყოფილი. შეიცვლება ძველი [სადაც არის] და ახალი ჭიშკრები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე: ასათიანის N28, ბერიძის N13, ვაჟა-ფშაველას N63, ზუბალაშვილის N22, თავდადებულის N1-3, თავდადებულის N22, თავდადებულის N33, კომახიძის N20, კომახიძის N23, კოსტავას N9 [ორი ჭიშკარი], ლერმონტოვის N20 [ორი ჭიშკარი], ფარნავაზ მეფის N6-8, წერეთლის N12. მერიის …

ვის და რამდენით დაუფარავს დენის გადასახადს სახელმწიფო 2023 წელს

სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო, დახმარების სახით, 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით გადაიხდის. მთავრობის ახალი დადგენილებით, 2023 წელს სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი პირობებით: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი, ზოგან თოვლჭყაპი, მთაში თოვა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 110 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490] ტანკი – 3 066 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 6 125 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 2 062 ერთეული [+3] MLRS – 431 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 110 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530] ტანკი – 3 064 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 6 124 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 059 ერთეული [+8] MLRS – 431 ერთეული [+5] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 109 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 3 041 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 6 108 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 2 051 ერთეული [+12] MLRS – 426 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 4 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 108 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720] ტანკი – 3 038 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 6 106 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 039 ერთეული [+6] MLRS – 424 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 3 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 108 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750] ტანკი – 3 036 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 100 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 033 ერთეული [+6] MLRS – 424 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 107 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720] ტანკი – 3 031 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 6 093 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 027 ერთეული [+6] MLRS – 423 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 106 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760] ტანკი – 3 031 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 6 084 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 021 ერთეული [+5] MLRS – 423 ერთეული [+0] …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 105 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710] ტანკი – 3 029 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 6 075 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 016 ერთეული [+6] MLRS – 423 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის

ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული. ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, …

საბაჟო და გეზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, სერვისცენტრები კი არა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „ამ დღეებში სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, …

Exit mobile version