მთავარი,სიახლეები

მარჯან ფარსადი – ქალის ხმა სპარსულ მუსიკაში

05.12.2017
მარჯან ფარსადი – ქალის ხმა სპარსულ მუსიკაში

ირანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და მომღერალი მარჯან ფარსადი 1983 წელს დაიბადა.

„Blue Flowers“ მისი სიმღერების 2014 წელს გამოცემული პირველი ალბომია. მელოდიების სისადავე, სამყაროსადმი დამოკიდებულება, მომღერლის თვითგამოხატვის დახვეწილი, ჰარმონიული ფორმა მარტივად იპყრობს მსმენელის ყურადღებას. ძველი, ირანული მუსიკის ელემენტები და თანამედროვე ჟღერადობის შერწყმა მომღერლის პირველ ალბომს განსაკუთრებულ, ორიგინალურ კრებულად აქცევს.

„ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მუსიკის წერა მამშვიდებს და მიმსუბუქებს დარდს, როცა მოწყენილობა შემომიტევს ან როცა უსიამოვნო ფიქრებს ვერ ვუმკლავდები. მუსიკის და ტექსტების წერა მეხმარება უკონტროლო ემოციები რაიმე ხელშესახებზე გადავიტანო და სიმძიმისგან გავთავისუფლდე. ალბომში შესულ სიმღერებს ექვსი წლის განმავლობაში ვწერდი. ტექსტიც და მუსიკაც ძალიან პირად შეგრძნებებზე იყო, თავიდან არ ვგეგმავდი ყველაფერი გამესაჯაროვებინა, მაგრამ ახლა მინდა ხალხს მოვასმენინო რასაც ვმღერი. შეიძლება სხვასაც ისეთივე საწუხარი აქვს, რაც მე“, – აღნიშნა მარჯან ფარსადმა სიმღერების პირველი ალბომის გამოსვლისას.

მარჯან ფარსადი სპარსულად მღერის. პირველ ალბომში ცხრა სიმღერაა შესული. მათგან ყველაზე ცნობილი „Khooneye Ma“ ბავშვობის მშობლიურ სახლზეა. სიმღერის ანიმაციურ კლიპზეც მომღერალმა იმუშავა.

მარჯან ფარსადი

ფოტო: მარჯან ფარსადის ფეისბუქგვერდიდან

მარჯან ფარსადი ანიმაციებზეც მუშაობს. თუკი სიმღერები რომანტიულ, ნოსტალგიურ განწყობას ქმნის ანიმაციების „Golbahar”, „Sheep says baa,Baa ” საშუალებით პირიქით, ირანელი არტისტი პრობლემურ თემებს, გარემოს დაცვასა და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებს. ანიმაციების სანახავად გადადით ლინკზე 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: