მთავარი,სიახლეები

ავარია ბათუმში – დაშავებულია სკუტერის მძღოლი

13.04.2018 • 2700
ავარია ბათუმში – დაშავებულია სკუტერის მძღოლი

დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სკუტერი შეეჯახა.  სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, სკუტერიდან ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს მუხლი დაუზიანდა და სასწრაფომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ავარია ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო

ავარია ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: