ნეტგაზეთი • RU

10 ქართული ფილმი, რომელსაც ცენზურა შეეხებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო

თუ კი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, ბევრი ცნობილი ქართული ფილმი შესაძლოა ცენზურის ქვეშ მოექცეს. ქართულ (და არა მხოლოდ) ფილმებში სასულიერი პირები ხშირად არ იქცევიან შესაფერისად, ზოგი ხარბია, ზოგს ზედმეტად უყვარს ჭამა-სმა, ზოგს არც ღმერთის არსებობის სჯერა. ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება იჩივლოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ ესა თუ ის კადრი ამ ფილმებიდან მის „რელიგიურ გრძნობას“ შეურაცხყოფს.

„ლონდრე“ 

რეჟისორ თამაზ მელიავას ფილმის ამ ეპიზოდში მსახიობ გივი ბერიკაშვილის პერსონაჟი ჯვარცმაზეა. „ლონდრე“ კომედიაა, თუმცა თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არა აქვს და სამაგიეროდ რელიგიური გრძნობა აქვს გამახვილებული?


„შერეკილები“ 

„წმინდა პორფილეს“ ხატზე დაფიცება რომ ვინმემ რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად ჩათვალოს?

„ლაზარეს თავგადასავალი“

თუ გახსოვთ, „ლაზერეს თავგადასავალში“ მამა ენუქი პატარა, ობოლ ბიჭს საჭმელს არ აძლევს, დიაკვანი ლავრენტი კი ანარქისტ ანანიას სცემს.

„ნატვრის ხე“

ავხორცი მღვდელი, მამა ოხროხინე ნარგიზას გულის მოგებას ცდილობს.

„უდიპლომო სასიძო“

ხატის უკან იმალებიან, ვარდენს კი სანთლები არ ემეტება.

„არ დაიდარდო“ 

მთვრალი სასულიერო პირი გიორგი დანელიას ფილმიდან, რომელსაც ღმერთის არსებობისაც არ სჯერა.

„ხაბარდა“ 

ეკლესიის ნგრევა მიხეილ ჭიაურელის ფილმში.

 

„დათა თუთაშხია“

„ვერცხლისმოყვარე“ მეუფე ყანდური, მეტსახელად „კაშკა“.

„დიდოსტატის მარჯვენა“ 

მელქისედეკ კათალოკოსის პერსონაჟი.

„რაც გინახავს ვეღარ ნახავ“

მთვრალი მღვდელი მიხეილ ჭიაურელის  ფილმში. 

____________________

ამავე თემაზე: 

„მივიღებთ კარიკატურას“ – ლევან ღამბაშიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ 

მალხაზ სონღულაშვილი: ქრისტე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო გააკრეს ჯვარზე 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com