თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, რომლის უკან ახალგაზრდობა დგას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა და ღონისძიების მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა. https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=76Hz1RRr3JI „განათლება და ახალგაზრდობა – ეს არის გაცხადებული პრიორიტეტი სამთავრობო ხედვის. უნივერსიტეტის გაძლიერების ნაწილში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდების როლი და ის შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდულ ინიციატივებს უჭერს მხარს” – მიმართა ბათუმის სამეცნიერო …

დიდი ფასდაკლება „LUSSO“-ს საძინებლის ბოლო ერთეულებზე

ავეჯის სახლი „LUSSO“ ბათუმში სამმაგი ლამინატით დამზადებული საძინებლის შერჩეულ მოდელზე გთავაზობთ დიდ ფასდაკლებას. 2600 ლარი 3220 ლარის ნაცვლად-ორთოპედიული მატრასით; 1800 ლარი 2300 ლარის ნაცვლად საძინებლის კომპლექტი გარანტირებული ხარისხი ორწლიანი გარანტია მის: ქ ბათუმი, ჭავჭავაძის 72 ტელ: +995 551888040 გვესტუმრეთ, ჩვენთან უკეთესია!

პროექტი „ბათუმური ეზო“ 30 სექტემბერს მაზნიაშვილის ქუჩაზე, N48-ში გაიმართება

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N48-ში გაიმართება ღონისძიება „ბათუმური ეზო“. პროექტის მიზანია, ძველი ბათუმური ეზოების პოპულარიზაცია, მათი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი, რომელიც გააცოცხლებს ძველი ბათუმური …

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ …

სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში -2018“ 30 სექტემბერს გაიმართება [ანონსი]

სახალხო დღესასწაული – „შემოდგომა ქედაში“ 2018 წლის 30 სექტემბერს 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, ტურისტები, აჭარის არ მთავრობისა და საზოგადოების სხვა წევრები. მრავალფეროვანი პროგრამა გაიხსნება უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით (მახუნცეთი, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორია). ღონისძიების ერთგვარი სიახლეებია: ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრობაზრობის გამოფენა-გაყიდვა, „სთრით არტი“, ქედელი გმირის ინსცენირება …

„ბელჰაუსში” ყველა ტიპის ავეჯზე 37%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

გრანდიოზული ფასდაკლება “ბელჰაუსში”! მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ 37% ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე! ფასდაკლება ვრცელდება ყველა ტიპის ავეჯზე. 37% ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში. ადგილიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 30% ფასდაკლება. დაგვიკავშირდით: ბათუმი; ზურაბ გორგილაძის ქუჩა N88 (სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლის“ მე-3 სართული) / ტელ.:+995 32 230 95 50 / მუშაობს: 10:00-22:00 საათამდე; თბილისი; სულხან ცინცაძის ქუჩა …

„ამომრჩეველს არასდროს დავემალები, ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან ურთიერთობისთვის“

პროფესიით ექიმი და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ართმელაძე 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ ბათუმის საკრებულოში„ქართული ოცნების“ გონიო-კვარიათის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. იგი აჭარაში დაიბადა, თუმცა საშუალო და უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. წარმატების პიკში მყოფმა, მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია. „საქართველოდან წასვლის დღიდან არ ყოფილა წუთიც კი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ მეფიქრა. არა მარტო მე, …

კომპანია „სოკარმა“ ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები დაასაჩუქრა

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, დღეს, 24 სექტემბერს, კომპანია „სოკარმა“ და მისმა გენერალურმა დირექტორმა, მაირ მამედოვმა,  საქართველოს ექვსი და აზერბაიჯანის ორი საჭადრაკო გუნდის ყველა წევრს საჩუქრები გადასცა. მაირ მამედოვმა ყველა გუნდს წარმატება უსურვა და საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ოლიმპიადა უზარმაზარი სპორტული მოვლენაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები ჩამოდიან ერთმანეთის, ქვეყნის გასაცნობად. ხედავენ რა …

თორნიკე რიჟვაძე: რომაული ბანაკები გონიოს ციხეში კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და იმ ახალ აღმოჩენებს გაეცნო, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს ციხის დათვალიერების შემდეგ “რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის” პროექტი წარუდგინა, რომელიც გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა ასევე მუზეუმში …

როგორ მართავს GGM-ი კრიზისებს

GGM -ის გუნდი აერთიანებს მაღალი მოტივაციის მქონე, პროფესიონალ ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილება. GGM-ის გუნდის ძლიერი მხარე მიღწეული შედეგები და განვითარების სურვილია.

უნიკალური აღმოჩენა გონიოში

მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლებს გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით, თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი. აღსანიშნავია, რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების …

ქედის ორ ბაღში წელს სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ გარემოში განახლდება

ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და სააღმზრდელო პროცესის სტანდარტებთან შესაბამის პირობებში წარმართვაა. ამას 8 ახალი საბავშვო ბაღი და 2-ჯერ გაზრდილი მოსწავლეთა კონტინგენტი ადასტურებს. საბავშო ბაღების მშენებლობა, რემონტი და ეზოების კეთილმოწყობა ქედის მერიისთვის წელსაც პრიორიტეტულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 000 ლარი იხარჯება. [checklist] კაპიტალურად გარემონტდა მერისის საბავშო ბაღი, სადაც რეკომენდაციების შესაბამისად გამოსწორდა ბავშვთა საძინებელ …

საზღვაო სასწავლებელი „ანრი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა „ანრიმ“ ახალი სასწავლო წელი კონტინგენტის 100%-იანი ზრდით დაიწყო. სასწავლებელმა ნავიგაციის პირველ  კურსზე 40 სტუდენტი მიიღო, მექანიკის ფაკულტეტზე-8. მობილობით ინსტიტუტში 25 კადეტი ჩაირიცხა. ბუსსს „ანრის“ პროფესიული სწავლების საფეხურზე კი ასამდე განაცხადია შესული. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს სასწავლებელთა ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასწავლებელმა  მიიღო მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების …

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბავშვს მხედველობის პრობლემები აქვს – ექიმის რჩევა 

მხედველობის პრობლემები სასკოლო ასაკში იჩენს თავს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემა და პატარა ასაკში არ მჟღავნდება, როგორც კი საჭირო გახდება დიდხანს კითხვა, დაფაზე დაწერილის წაკითხვა, ის უეცრად გამოუვლინდებათ. საერთოდ, ჯობია სკოლაში წასვლამდე ბავშვის მხედველობა შემოწმდეს და გაირკვეს, აქვს თუ არა მას ანატომიურად მხედველობის ნაკლი, სჭირდება თუ არა სათვალით კორექცია. მშობლებმა უნდა იცოდნენ და ჩაუტარონ მარტივი …

„გივა“ – ტესტირების ცენტრი, სადაც უნდა გაიაროს თქვენმა ავტომანქანამ ტექდათვალიერება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვშია რეგისტრირებული ის მომსახურების სააგენტოში. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია. თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება თქვენივე მაქსიმალური ზედამხედველობით, უსაფრთხოდ და სწრაფად გაიაროს, მაშინ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) შესაფერის …

აჭარა ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლებით შეხვდა

შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ. მაწყვალთის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი …

როგორ მართავს GGM-ი კრიზისებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქ. ბათუმში, ტაბიძის N7-9-ის მიმდებარედ 2015 წლის მაისში დაიწყო ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლებშიც 208 ბინა განკუთვნილია ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: წაბლანასა და წაბლიანში მცხოვრები ოჯახებისთვის. მშენებლობა ეკომიგრანტების მიერ დაფუძნებულმა ამხანაგობამ დაიწყო, თუმცა 8 სართულის აშენების შემდეგ ფინანსები ამოიწურა, მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სასამართლო დავა. შეჩერებული მშენებლობა შპს „გ2 ბილდინგმა“ (GGM-ის …

ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტი „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აქციაში ჩაერთო და შეუერთდა  მოძრაობა „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის-Let,s Do it! World“ კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო“ -„Clean Up the World – Clean Up the Georgia” მასშტაბურ დასუფთავების აქციაში ქედის მერია, საკრებულო, მუნიციპალური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, #ქედალიდერი-ს ახალგაზრდები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე ტირეტორიები და დაბა ქედაში, …

ბიზნესფორუმის ფარგლებში აჭარას ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ფორუმი „საქართველო-ჩეხეთი“ დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ …

კულტურული მემკვიდრეობის რომელი ძეგლების რეაბილიტაციას გეგმავს სააგენტო 2019 წელს

დღეს, 13 სექტემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ 2019 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. სააგენტოს პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება“ ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება: [checklist] …

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი  მკვეთრად არის შემცირებულ “, …

თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

,,Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018″ – ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს სასტუმრო ,,ბილტმორში” გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. [checklist]  ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში  მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები სატარიფო პოლიტიკის …

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

 ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია. ბუნებრივი მტრის საკითხი ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის …

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წლებია მატერიალურად ეხმარება  მრავალშვილიან ოჯახებს. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამისთვის – „ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის) ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 000 ლარი გამოიყო. პროგრამა 2018  წლის დეკემბრის ბოლომდე ხორციელდება. …

12-14 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება

12-14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი “Georgia  International Maritime Forum 2018” მეორედ გაიმართება. ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით. საზღვაო ფორუმზე საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები ჩამოვლენ: საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის (International  Maritime  Organization)  მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის …

ქედის სოფლებს მალე მესამე ნაგავმზიდი მოემსახურება

წელს ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ ავტოპარკს მეორე ავტომობილი შეუძინა. მიმდინარე წლის იანვარში მერიამ „მანის“ მარკის ნაგავმზიდი 280 000 ლარად იყიდა, ხოლო ამჯერად მცირეტვირთამწეობის სატვირთო მანქანა – 14 700 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე სისტემატიურად გააქვთ, ქედის მერია სერვისის გასაუმჯობესებლად კვლავ აქტიურად მუშაობს. ახალი ავტომობილი მალე იმ უბნებს მოემსახურება, საიდანაც …

„სახალხო აფთიაქი“ საკუთარ ფილიალებში თქვენი პროდუქციის რეალიზაციას გთავაზობთ

შპს სახალხო აფთიაქი ყველა დაინტერესებულ კომპანიას სთავაზობს პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით 75 ფილიალში, მათ შორის ისეთ მოშორებულ ან ძნელად მისადგომ რეგიონებში, სადაც სხვა ფარმაცევტული ქსელიც არ არის და ზოგადად, ქსელური სავაჭრო ობიექტების ნაკლებობაცაა. მაგალითად, სტეფანწმინდაში, ლენტეხში, თიანეთში, თეთრიწყაროში, წალკაში, ცაგერში. „სახალხო აფთიაქის” საუბნო ტიპის აფთიაქებში მედიკამენტების გარდა ჩვენს მომხმარებლებს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქციას ვთავაზობთ. მათ …

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი.  მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ   დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის  მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, …

პირველად საქართველოში – თმის ცვენის კონტროლი ქიმიოთერაპიის დროს

„პაქსმენი“  საქართველოშია – კლინიკა „ნიუ პლაზმამ“ ბათუმში „პაქსმენის“ ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდა თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობით კლინიკის პერსონალს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარდა. რა არის თვის კანის გაგრილების სისტემა ?  „პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) …

17 – 18 სექტემბერს „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი ჩაატარებს

17-18 სექტემბერს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ქირურგიულ ჩარევებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, გელა ობერიუხტინი.  მოზრდილთა და ბავშვთა ასაკის თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სიელმის მკურნალობა; ასტიგმატიზმი; მიოპია; ჰიპერმეტროპია და სხვა. კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 97 97. მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …

„Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სპორტულ ცენტრში, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“. GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო .კომპანიაა მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება. გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი …

„ანრის“ პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა

საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის  პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიენიჭა ორი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სრული უპირობო განხორციელების უფლება. [checklist] საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია გემის სამანქანო განყოფილების ექსპლუატაცია [/checklist] „ანრი“ ულოცავს ყველას,  ვინც გულშემატკივრობდა და თავისი წვლილი შეიტანა მოდულური პროგრამების მომზადებასა და მიღწეულ …

საკონდიტრო „თავადური“ ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმოსგან

ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმო ცნობილია თავისი  სურნელოვანი და გემრიელი პურით. თუმცა, გარდა პურპროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოში ნატურალური პროდუქტით მზადდება უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი „თავადური“, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. „ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს. ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, …

ქედის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს. გზების მშენებლობის პროექტები აქტიურ ფაზაშია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც გასული თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მიმდინარე კვირაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თავისი გუნდის წევრებთან ერთად პირადად მოინახულა და …

ბათუმის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებები [31.08.2018]

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, ასევე, სანებართვო …

Exit mobile version