ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წარადგინეს ანგარიში. „საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა …
Author Archives: რეკლამა
„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში „ღია კარის“ სხდომა, მოქალაქეთა მოსმენა გაიმართა. სხდომის მონაწილე მოქალაქეებს დღეს საშუალება ჰქონდათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გაეცნოთ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისთვის, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. მოქალაქეებმა „ღია კარის“ სხდომაზე, ძირითადად, ეზოების კეთიმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე, ახალგაზრდულ …
სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს …
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული გამოკვლევის მნიშვნელობა თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული (ოტკ) გამოკვლევა წარმოადგენს თვალის ქსოვილების გამოკვლევის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ, არაინვაზიურ, უკონტაქტო მეთოდს, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოსაკვლევი ქსოვილების შრეობრივი შესწავლა in vino პირობებში. ოტკ გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, უროლოგია, სტომატოლოგია, დერმატოლოგია, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა გამოკვლევის ამ მეთოდმა ოფთალმოლოგიაში მოიპოვა. ოტკ-ს როლი ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში საკმაოდ მაღალია. იგი იძლევა საშუალებას …
ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია
21 წლის მარად გორგაძე აბა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე, ქედელი მოჭიდავე, საქართველოს სახელით წარსდგა და 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 40 ქვეყანა მონაწილეობდა. მსოფლიო პრიზიორი მწვრთნელებთან და სასპორტო სკოლის დირექციასთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, ქართველი ქომაგების გახარებისა …
Continue reading “ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია”
მოსამზადებელი ცენტრი „აკადემია ვესტი“ – ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ შედეგს
„ჩვენთან თანამედროვე, მყუდრო და მეგობრული გარემოა“ მოსამზადებელი ცენტრი “Academy West – აკადემია ვესტი” 2018 წელს დაარსდა მეგობრების ინიციატივით. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე სივრცე, სადაც, პირველ რიგში, ჩვენვე გვესიამოვნებოდა ყოფნა. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინის ყველა დეტალი განსაკუთრებული მონდომებითაა შერჩეული – ინდუსტრიული დიზაინით გადაწყვეტილი ცენტრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. იზოლირებული სამეცადინო ოთახები და საერთო სივრცე დასვენებისთვის. ცენტრი …
Continue reading “მოსამზადებელი ცენტრი „აკადემია ვესტი“ – ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ შედეგს”
როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები საზღვაო ინდუსტრიაში
ქალთა როლის გაძლიერება საზღვაო ინდუსტრიაში – ეს არის ის თემა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ მუშაობას გეგმავენ. საზღვაო ინდუსტრია ისტორიულად კაცების დომინირების სფეროდ აღიქმებოდა და ამ დარგში ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, ქალები საზღვაო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. საქართველოს მეზღვაურთა …
Continue reading “როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები საზღვაო ინდუსტრიაში”
მამუკა მდინარაძე – „არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“
„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“. „რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება …
ოზურგეთში იყიდება 1000 კილოგრამი ცოლიკაური და ციცქა
ოზურგეთში იყიდება საუკეთესო ხარისხის მოუკრეფავი ყვითელი ცოლიკაური და ციცქა. მთლიანობაში 1000 კგ. დაგვიკავშირდით: 577 400 033. 555 83 62 62.
„ევროპის დღე 2018″- დღესასწაული დიდებისა და პატარებისთვის ბათუმში
დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით „ევროპის დღე 2018“ ჩატარდა. რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, რომელ კონკრეტულ პროგრამებს ხმარდება სოლიდური გრანტები, რასაც ევროკავშირი გამოყოფს, როგორ აისახება ჩემზე, როგორც მოქალაქეზე ის სიკეთეები, რასაც ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ჩემთვის საჭირო რომელი სერვისებით სარგებლობა შემიძლია უსასყიდლოდ. „ევროპის დღე 2018“ ბათუმში დღეს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი …
Continue reading “„ევროპის დღე 2018″- დღესასწაული დიდებისა და პატარებისთვის ბათუმში”
მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს
მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც. პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ …
Continue reading “მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს”
ქედის მერიამ 35 პედაგოგი დააჯილდოვა
პედაგოგთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა დარგში მოღვაწე 35 პედაგოგი დააჯილდოვა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ კოლოტაურში, არასრული საშუალო სკოლის 81 წლის პედაგოგს – ნოდარ სალაძეს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოულოდნელად ეწვივნენ და თარიღი საჩუქრებით მიულოცეს. მოულოდნელმა სტუმრობამ უხუცესი პედაგოგი ძალიან გაახარა. ბატონი ნოდარი დღემდე დიდი შემართებითა და სიყვარულით მუშაობს …
ევროპის დღეზე 13 ოქტომბერს ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს ელიან
13 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს „ევროპის დღე 2018-ის აღსანიშნად იწვევს. ანბანის კოშკთან ახლოს დროებით მოწყობილ ევროსოფელში კარვები გაიშლება, სხვადასხვა ღონისძიებითა და თამაშებით დღესასწაულზე მოსული სტუმრები ევროკავშირში იმოგზაურებენ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. გაიგონ, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვები სხვადასხვა თამაშში ჩაერთვებიან, მოეწყობა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, გაიმართება წარმოდგენები. …
Continue reading “ევროპის დღეზე 13 ოქტომბერს ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს ელიან”
ბათუმის საკრებულო: „ბათომს“ მოვუწოდებთ, პეტიცია საკრებულოს ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს
ბათუმის საკრებულო საზოგადოება „ბათომის“ წევრებს მოუწოდებს, ონლაინპეტიციების ვებგვერდის – manifest.ge-ს ნაცვლად, პეტიცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს, რათა მას იურიდიული ძალა მიეცეს. საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შევახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი და ამ პლატფორმის ( https://petition.lsg.ge/batumi/ ) არსებობის შესახებ ინფორმაცია არა ერთხელ გაჟღერდა …
19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ ბრძანება დღეს გამოსცა. საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება სხდომის მოწვევის შესახებ ღია კარის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 7 დღით ადრე გამოიცემა. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველობის ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ განცხადებით საკრებულოს აპარატს სხდომის გამართვამდე 2 დღით ადრე მაინც. მოქალაქის სხდომაში მონაწილეობის რიგითობა, …
Continue reading “19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება”
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას …
საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას
საქართველოს რკინიგზა განცხადებით ეხმაურება 10 აგვისტოს, დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს , რა დროსაც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალიტსა და ოპერატორს სცემეს. ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე: …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას”
ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო
8 ოქტომბრიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება, 5-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 2019 წლიდან არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, გაუმჯობებსებული პირობები, სესხების გაერთიანების და …
Continue reading “ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო”
აგროსასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება
2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“. გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი დღის განმავლობაში თავიანთ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და ამავდროულად რეკლამირებასაც გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმი. GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა. მისი ძირითადი მიზანი …
ქედის მერია ხანდაზმულებს ასაჩუქრებს
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მერია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტრადიციულად თბილი სამოსითა და ტკბილეულით ასაჩუქრებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს. წელს დასაჩუქრდება 1927-1928 წლებში დაბადებული 43 ადგილობრივი. პროგრამისთვის ქედის თვითმმართველობამ 3 350 ლარი გამოყო. პროგრამის მიზანია ხანდაზმულების სოციალური სტიმულირება და მათზე ზრუნვა. იმავე მიზნით მიმდინარე წელს ქედის მერიამ 20 უხუცესი მოიალაღე დაასაჩუქრა. გარდა აღნიშნული პროექტებისა, მუნიციპალიტეტში მოქმედებს …
სალომე ზურაბიშვილი – გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში
გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს. მისი თქმით, სურს ძალიან ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან. „ვიქნები ევროპის შემომტანი ქვეყანაში და არა მხოლოდ იმის ლოდინში, თუ როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, რაც უთუოდ მოხდება. ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა, რომელიც გახდის ისეთი დონის …
ანა ხარაიშვილი – მედდა კლინიკა „ნიუ პლაზმადან“
ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი სამედიცინო სფეროში მემუშავა. 7 წლის წინ კი საბოლოოდ გადავწყვიტე ვყოფილიყავი მედდა. მაშინ პროფილი არჩეული არ მქონდა, თუმცა მალევე ვიპოვე ჩემი თავი ონკოლოგიაში. მივხვდი, ეს იყო სფერო, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სითბო, ყურადღება, მზრუნველობა გამომეხატა ადამიანების მიმართ და გასაკეთებელი საქმე გულწრფელად, პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად შემესრულებინა. ადამიანებისთვის შემემსუბუქებინა მდგომარეობა, მათ სიცოცხლისთვის ბრძოლაში დავხმარებოდი. სწავლისა …
Continue reading “ანა ხარაიშვილი – მედდა კლინიკა „ნიუ პლაზმადან“”
თორნიკე რიჟვაძე „ევრონიუსზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ
გადაცემა „Focus“-ის გადამღები ჯგუფი ბათუმს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ესტუმრა. რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ „ევრონიუსის“ სპეციალური რეპორტაჟისთვის ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ მისცა. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ბათუმში ჩატარებას. „მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა ამ ოლიმპიადისთვის და მრავალი …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე „ევრონიუსზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ”
სკოლა ევრო 2000-ი გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს!
მრავალი წმინდა გრძნობა ამშვენებს ადამიანთა ურთიერთობებს, მრავალ მათგანს ვერანაირი დრო და ჟამი ვერ ერევა, მრავალმა მათგანმა დღემდე მოიყვანა კაცობრიობა და მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მასწავლებლის და მოსწავლის, ოსტატისა და შეგირდის, მოძღვრისა და დამოძღვრილის მარად უბერებელი ურთიერთობა. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. დასაბამიდანვე ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი …
Continue reading “სკოლა ევრო 2000-ი გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს!”
ბოტოქსის ინექცია 10 ლარად 20 ლარის ნაცვლად – კლინიკა „საგიტარიუსში“
მხოლოდ 1 კვირით, 15 ოქტომბრიდან, დაუჯერებელი აქცია კლინიკა „საგიტარიუსში“! ბოტოქსის ინექცია – ერთი ერთეული 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად! პროცედურას ატარებს კიევიდან მოწვეული ლიცენზირებული ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი, ოლგა სავჩუკი. პრეპარატი – Botox Allergan ( ამერიკული) აღიარებულია მსოფლიოში, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე. „საგიტარიუსში“ ბოტოქსის შეფუთვა იხსნება ნებისმიერი მსურველის თვალწინ. ბოტოქსი: ეს არის მიმიკური ნაოჭის გასწორების საუკეთესო და …
Continue reading “ბოტოქსის ინექცია 10 ლარად 20 ლარის ნაცვლად – კლინიკა „საგიტარიუსში“”
აჭარის მუნიციპალიტეტებში სექტემბრის თვეში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები
აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი გთავაზობთ ინფორმაციას აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მხოლოდ სექტემბერში დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის …
რა უნდა ვიცოდეთ ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ
ვისთვის და რატომ არის საშიში ტყვიით მოწამვლა? ტყვიით მოწამვლა საყურადღებო სამედიცინო პრობლემაა. ტყვიით მოწამვლა ყველაზე საშიში და დამაზიანებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ტყვია განვითარებად ტვინს მეტად აზიანებს. საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში? ტყვია მეტალია და ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ მეტალის ნივთებში გვხვდება. სინამდვილეში ტყვიას შეიძლება ნებისმიერი რამ შეიცავდეს, მაგალითად, მტვერი, კედლის საღებავი,სათამაშოები, ჭურჭელი, მიწა, სასმელი …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ”
„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს
დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ღონისძიება ტრადიციული მოწყობით, დროშების აღმართვით და საქართველოს ჰიმნის შესრულებით წარიმართა. კურსანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თაკო იოსელიანმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ანრის“ მატერიალური თუ ტექნიკური ბაზის და განათლების ხარისხს. კურსანტებს კარგი სწავლა და კარიერაში წარმატებები უსურვა. ზოგადად, „ანრის“ განათლების …
Continue reading “„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს”
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. „ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ …
Continue reading “სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს”
ვალდორფის ბაღი ბათუმში – ადგილი, სადაც ბავშვს თავისუფალ აზროვნებას ასწავლიან
პირველი ოქტომბრიდან ბათუმში პირველად გაიხსნა ვალდორფის ბაღი. ვალდორფის პირველი სკოლა და ბაღი დაახლოებით ასი წლის წინ დაარსდა გერმანიაში, 2019 წელი ვალდორფის სკოლა-ბაღებისთვის საუკუნის წელია. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალდორფის პედაგოგიკაზე დაფუძნებული არაერთი ბაღია. საქართველოში ვალდორფის პირველი სკოლა 25 წლის წინ თბილისში გაიხსნა, რასაც ბაღის გახსნაც მოჰყვა. თავისუფლება, დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარი თავის მნიშვნელობა …
Continue reading “ვალდორფის ბაღი ბათუმში – ადგილი, სადაც ბავშვს თავისუფალ აზროვნებას ასწავლიან”
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“-აქციას „ანრის“ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეუერთდა
დღეს უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს. სტუდენტების ნაწილი დღეს პირველად გახდა დონორი თუმცა , მათ გამოთქვეს სურვილი და მზად არიან, ითანამშრომლონ სისხლის ბანკთან და არამარტო აქციის დროს, არამედ სხვა საჭირო დროსაც გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. „ანრი“ ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გაარძელებს ამ ინიციატივის მხარდაჭერას, რადგან აქციაში …
„შემოდგომა ქედაში -2018“ სიახლეებით გამოირჩეოდა
„შემოდგომა ქედაში – 2018“ სასიამოვნო სიახლით გაიხსნა. მახუნცეთში, თამარ მეფის ხიდთან, ქედის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს. მხარეები კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ითანამშრომლებენ. ცერემონია ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ „ელესას“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ და უკრაინულ და ქართულ ენაზე აჟღერებული „სულიკოთი“ …
Continue reading “„შემოდგომა ქედაში -2018“ სიახლეებით გამოირჩეოდა”
„ჯივილის“ ორმაგი აქცია ერთგული მომხმარებლებისთვის
ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში „ჯივილი“- ორმაგი აქციაა: #აიღე 2 ერთის ფასად და #70 % ფასდაკლება. აქცია გრძელდება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. #ჯივილშიუკეთესია გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა N88
ბაგა-ბაღი „აისი“ აღსაზრდელებს იწვევს
თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იქნება უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია. ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. დღის რეჟიმი სამჯერადი კვება შუადღის ძილი ეზოში გასეირნება და თამაში თანამედროვე …
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნაზე
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც გულისხმობს „ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულიო წარმოების დაწყებას. აღნიშნული გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნაზე”
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნაზე
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციული წარმოება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება მწვანე კონცხის ტერიტორიაზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო კოდზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. წარმოდგენილი ფოტომასალის და დოკუმენტაციის შესაბამისად საპროექტო …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნაზე”