უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 521 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
- ტანკი – 7 911 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 15 187 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 13 736 ერთეული [+46]
- MLRS – 1 099 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 844 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 042 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 280 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 18 736 ერთეული [+60]
- სპეცტექნიკა – 2 290 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 25 620 უპილოტო საფრენი აპარატი
- 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 319 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 335 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 372 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 486 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-მ გააუქმა „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა