ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში

04.02.2022
110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 57 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობაზე ტენდერი 110 ათასი ლარით გამოაცხადა. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სარეაბილიტაციო გზა კი ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან იწყება და თამარ მეფის სანაპიროზე გადის.

სარეაბილიტაციო გზა ქობულეთში / ფოტო პროექტიდან

„პროექტით გათვალისწინებული გზა [57 მეტრი] ძლიერ დაზიანებულია, რაც სანიაღვრე [ცხაურიანი] ჭების არქონამ გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის გზის უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს.

პროექტის მიხედვით, „საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას, გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას.“

პროექტით გათვალისწინებულია გზაზე არსებული ბეტონის ფილების აყრა და გატანა; სანიაღვრე [წყალმიმღები ჭების] და გარეგანათების სისტემების, ასევე ტროტუარის მოწყობა. გზაზე უნდა განთავსდეს სასვენი ნიშნებიც.

გზის სავალ ნაწილზე დაგეგმილია ბეტონის ფილების [სისქით 8 სმ], ხოლო ტროტუარზე – დეკორატიული ფერადი ბეტონის ფილების  [სისქით 6 სმ] მოწყობა.

ტენდერში წინადადებების მიღება 15 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება. გზის კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო ქუჩა [აღნიშნულია წითელი ხაზით] ქობულეთის მერიის შენობასთან ახლოს [კაფე „დავითთან“] მდებარეობს და ის აღმაშენებლის გამზირიდან  სანაპიროზე გადასასვლელს წარმოადგენს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: